რუსეთის საელჩომ ამერიკელები „გულმავიწყობაში“ დაადანაშაულა

© photo : Kent Wangაშშ-ის საელჩო ვაშინგტონში
აშშ-ის საელჩო ვაშინგტონში - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
აშშ-ში რუსეთის საელჩო უკმაყოფილო დარჩა სახელმწიფო დეპარტამენტის რუსულენოვან ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციით, რომელშიც იური გაგარინი არ იყო მოხსენიებული.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. აშშ-ში რუსეთის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტი „გულმავიწყობაში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც უწყებამ თავის რუსულენოვან Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც ადამიანის კოსმოსში გაფრენის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა, პლანეტის პირველი კოსმონავტი იური გაგარინი არ მოიხსენია.

პირველი გაფრენა კოსმოსში ანუ იციან თუ არა თბილისში ვინ იყო იური გაგარინი? - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
პირველი გაფრენა კოსმოსში, ანუ იციან თუ არა თბილისში, ვინ იყო იური გაგარინი – ვიდეო

რუსეთის საელჩო უკმაყოფილო დარჩა იმითაც, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი პუბლიკაციაში არა მარტო გაგარინს, არამედ არც იმ ფაქტს ახსენებდა, რომ პირველი ქვეყანა, ვინც ადამიანი კოსმოსში გაუშვა, სსრკ იყო. ამათან პოსტს ერთვოდა ფოტო, რომელზეც ამერიკელი ასტრონავტი იყო გამოსახული სკაფანდრზე აშშ-ის დროშით.

„სინანულით აღვნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი გულმავიწყობას იჩენს იმაში, რაც კოსმოსის ათვისების ისტორიას ეხება“, — ნათქვამია რუსეთის საელჩოს კომენტარში.

დიპლომატიურ მისიაში აღნიშნეს, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 12 აპრილი ადამიანის კოსმოსში გაფრენის საერთაშორისო დღედ სწორედ იური გაგარინის პირველი ფრენის სახსოვრად დააწესა. ამასთან შეახსენეს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ პლანეტის პირველი კოსმონავტის ძეგლები დგას თავად აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, ხოლო პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მისალოცი წერილი გაუგზავნა სსრკ-ის ლიდერ ნიკიტა ხრუშჩოვს იური გაგარინის კოსმოსში გაფრენასთან დაკავშირებით.

რუსეთის საელჩოში იმედი გამოთქვეს, რომ ეს ფაქტები დაეხმარება ამერიკელ დიპლომატებს, მომავალში „უხერხულობა აღარ იგრძნონ დედამიწის პირველი კოსმონავტის სახელის წარმოთქმისას“.

ყველა ახალი ამბავი
0