„ამისთვის მზად არ ვიყავით“ – პროდიუსერი პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებს

© photo: Sputnik / Nina Zotinaმუსიკალური პროდიუსერი ვიქტორ დრობიში
მუსიკალური პროდიუსერი ვიქტორ დრობიში - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
ჩამოსულები ამ სიტუაციის გამო „ძალიან გაკვირვებული იყვნენ, შემდეგ კი განაწყენდნენ“, განაცხადა რუსმა პროდიუსერმა.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. მუსიკალური პროდიუსერი ვიქტორ დრობიში RT-თან საუბარში გამოეხმაურა საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებს, რომლებიც თბილისში რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას მოჰყვა.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი შეუსრულდა. მასთან ერთად თბილისს მისი 50-მდე მეგობარი და კოლეგა ეწვია. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.

ვლადიმირ პოზნერი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
„დიდი პატივია“: პოზნერმა თბილისში მომხდართან დაკავშირებით სიჩუმე დაარღვია

„რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ამისთვის მზად ვერ ვიქნებოდით, რადგან დაბადების დღის აღსანიშნავად ქვეყნის არჩევისას ვხელმძღვანელობდით იმით, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ბევრი მეგობარი გვყავს, ეს არის ქვეყანა, რომელიც ყველას უყვარს, ეს მეგობრული ქვეყანაა და ამიტომ არავინ არ იყო მზად ასეთი აგრესიული დამოკიდებულებისთვის“, – განაცხადა დრობიშმა.

მისი თქმით, ჩამოსულები ამ სიტუაციის გამო „ძალიან გაკვირვებულები იყვნენ, შემდეგ კი განაწყენდნენ“.

„ეს ყველაფერი პოლიტიკური ისტორიაა, ის არ ეხება არც ხალხთა შორის მეგობრობას, არ ქვეყნის ხარისხს. მე მგონია, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც ზოგჯერ ცხოვრებას არ გვაცლის“, – აღნიშნა დასასრულ დრობიშმა.

ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს. მიუხედავად იმისა, რომ პოზნერისთვის ეს თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის უკვე მესამე შემთხვევაა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.

ყველა ახალი ამბავი
0