ვლადიმირ პოზნერი

„დიდი პატივია“: პოზნერმა თბილისში მომხდართან დაკავშირებით სიჩუმე დაარღვია

62
(განახლებულია 13:42 02.04.2021)
ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა, მაგრამ ოპოზიციის აქციების გამო ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ის ადამიანები, რომლებმაც თბილისში რუსი ტელეწამყვანის ჩამოსვლის გამო არეულობა მოაწყვეს, არ იმსახურებენ ყურადღებას, დაწერა ვლადიმირ პოზნერმა თავის ვებ-გვერდზე.

მანამდე „Sputnik-საქართველოს“ რედაქცია დაუკავშირდა პოზნერს, მაგრამ მან ღამის მოვლენების კომენტირებაზე უარი თქვა.

„მინდა აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არც ერთ თქვენგანს კომენტარი იმის შესახებ, რაც თბილისში მოხდა, არავის მოწვევა არ მივიღე მოვსულიყავი გადაცემაში. ახსნა მარტივია და, როგორც მე მგონია, აშკარა: ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღებას არ იმსახურებენ. დიდი პატივია. ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები“, – დაწერა პოზნერმა თავის გვერდზე.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი შეუსრულდა. მასთან ერთად თბილისს მისი 50-მდე მეგობარი და კოლეგა ეწია. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა, რადგან მის ვიზიტს საპროტესტო აქცია მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს.

მიუხედავად იმისა, რომ პოზნერისთვის ეს თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის უკვე მესამე შემთხვევაა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.

პოზნერი თბილისიდან ხუთშაბათს, დილით გაფრინდა. ცნობილმა ჟურნალისტმა თავისი იუბილეს აღნიშვნა მოსკოვში გადაიტანა.

62
მყვინთავი საპატრულო ხომალდი „გუშაგი“

უჩინარი პატრული: რუსეთში მყვინთავი ხომალდი BOSS-ი შეიქმნა

18
(განახლებულია 09:41 14.04.2021)
რუსეთის გემთმშენებლობის მეცნიერული და ტექნოლოგიური დონე კონსტრუქტორული გადაწყვეტილებებისადმი არასტანდარტული მიდგომის საშუალებას იძლევა.

წყალზედა ხომალდისა და სუბმარინის  ფუნქციების საპატრულო „გუშაგს“ სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტების გაოცება შეუძლია. სიახლეს სახელად BOSS-ი (Border and Offshore Submersible Sentry) ეწოდება.

საზღვაო ტექნიკის ცენტრალურმა საკონსტრუქტორო ბიურო „რუბინმა“ საპატრულო ხომალდ „გუშაგის“ პროექტი წარმოადგინა, რომელიც სუბმარინისა და წყალზედა ხომალდის ღირსებებს აერთიანებს. შედარებით დაბალი ფასი და ზომები, მოწინავე ტექნიკური მახასიათებლები , ტრადიციულად მაღალი საიმედოობა, ბორტზე სარაკეტო-ტორპედული შეიარაღების განთავსების შესაძლებლობა BOSS-ს მიმზიდველს ხდის მცირე ბიუჯეტის მქონე ქვეყნებისთვის.

„რუბინი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია სუბმარინების პროექტირებაში 120 წლიანი სტაჟით.

გარეგნულად BOSS-ი 613 პროექტის დიზელ-ელექტრონულ - კონსტრუქტორულად წარმატებულ, ერთ-ერთ ყველაზე მასობრივად გაყიდვად სუბმარინას ჰგავს. ტექნიკური მახასიათებლებიც მსგავსი აქვს: სიგრძე - 60-70 მეტრი, წყალწყვა - დაახლოებით 1000 ტონა, ეკიპაჟი - 42 კაცი. შეიძლება აღიჭურვოს მართვადი რაკეტებით, ტორპედოებით, დრონებით, საარტილერიო დანადგარებით.  

ახალი საპატრულო „ნაუტილუსის“ სავარაუდო სამიზნეები წყალქვეშა და წყალზედა მდგომარეობაში შეიძლება გახდნენ საბრძოლო ხომალდები და სანაპირო ობიექტები. ხომალდი შეიძლება ეფექტურად იყოს გამოყენებული სადაზვერვო ან სამეცნირო-კვლევითი მიზნებით.

ნატოს თავის ტკივილი

ახალი ხომალდის შესაძლებლობებისა და ამოცანების სპექტრის გასაგებად აუცილებელია, რომ პროექტ 613-ს მივუბრუნდეთ. სუბმარინას 1347 ტონა წყალწყვა ჰქონდა და სიგრძეში 76 მეტრი იყო, 200 მეტრამდე სირღმეზე 18,5 კვანძით მოძრაობდა. ძირითადი შეიარაღება: ექვსი ტორპედული აპარატი, ავტონომიურობა - 30 დღე-ღამე, ეკიპაჟი - 52 კაცი.

პროექტი 613-ის სერიულ მშენებლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ნაკადურ-სექციური მეთოდი, ავტომატური შედუღება და რენტგენოგრაფიული კონტროლი. 1950-57 წლებში საშუალო წყალწყვის 215 დიზელ-ელექტრონული სუბმარინა აიგო, რომლებსაც ერთნაირად ეფექტურად შეეძლოთ ტორპედოებით შეტევა, დაზვერვა, ოპერატიული და პოზიციური სამსახურის გაწევა მოწინაარმდეგის დისლოკაციის რაიონებში. პროექტის სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან სსრკ-ს დაშლამდე იარსება.

ეს მრავალმიზნობრივი სუბმარინები მასობრივად მიეწოდებოდა ბულგარეთის, კუბის, ინდონეზიის, ეგვიპტის, სირიის, ჩინეთის, პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს.

რაღა თქმა უნდა, ახალმა საპატრულო ხომალდმა წინამორბედისგან ყველა მთავარი ,ახასიათებელი მიიღო მემკვიდრეობით - სიმტკიცე, საიმედოობა და ეფექტურობა. დანარჩენით BOSS-ი 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური პირმშოა - ხარისხობრივად ახალი, ბევრად მძლავრი შეიარაღებით, კავშირის, ნავიგაციისა და ჰიდროაკუსტიკის საშუალებებით.

პოტენციალი

ზღვაზე კლასიკური საბრძოლო პატრულირება - ეს წყალზედა ხომალდებისა და სუბმარინების ხანგრძლივი მანევრირებაა მონიშნულ რაიონში, ასევე გამუდმებული მზადყოფნა საბრძოლო პოზიციაზე გასასვლელად და მოწინააღმდეგის ხომალდებსა თუ ობიექტებზე შეტევის მისატანად.

რუსეთის სამხედრო-საზღაო ფლოტში აკვატორიის პატრულირებით ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გუშაგი-ხომალდები იყო დაკავებული, ნატოს სამხედრო-საზღაო ძალებში - ესკორტის ნაღმმზიდები, ფრეგატები, კორვეტები და სანაპირო ზონის ხომალდები.

ტოლობის ნიშნის დასმა ტრადიციულ წყალზედა ხომალდებსა და მყვინთავ ბოსებს შორის შეუძლებელია. ახალი ხომალდის ექსპლუატაციის თავისებურებები შესაძლებლობას იძლევა ვამტკიცოთ, რომ „რუბინმა“ ჰიბრიდული სუბმარინა შექმნა.

ფარული წყალქვეშა პატრულირება მოწინააღმდეგეზე, კონტრაბანდისტებსა თუ დამრღვევებზე, მოულოდნელი შეტევისა თუ საფრთხეზე რეაგირების საშუალებას იძლევა. წყალზედა მახასიათებლები ბონუსია ეკიპაჟისთვის, რომელსაც ლაშქრობისას ზღვის ჰაერის სუნთქვა შეუძლია და არა რეგენერაციის პროდუქტისა, როგორც ეს კლასიკურ სუბმარინებში ხდება. გარდა ამისა, შელფის სამეცნიერო შესწავლის შესაძლებლობები ახალ ხომალდს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე ანალოგიურ წყალზედა ხომალდს. ამასთან BOSS-ს შეუძლია შედარებით დაბალფასიანი სასწავლო „კლასიც“ იყოს ეკიპაჟებისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

18
თემები:
რუსეთი დღეს
აშშ-ის საელჩო ვაშინგტონში

რუსეთის საელჩომ ამერიკელები „გულმავიწყობაში“ დაადანაშაულა

43
(განახლებულია 13:54 13.04.2021)
აშშ-ში რუსეთის საელჩო უკმაყოფილო დარჩა სახელმწიფო დეპარტამენტის რუსულენოვან ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციით, რომელშიც იური გაგარინი არ იყო მოხსენიებული.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. აშშ-ში რუსეთის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტი „გულმავიწყობაში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც უწყებამ თავის რუსულენოვან Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც ადამიანის კოსმოსში გაფრენის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა, პლანეტის პირველი კოსმონავტი იური გაგარინი არ მოიხსენია.

რუსეთის საელჩო უკმაყოფილო დარჩა იმითაც, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი პუბლიკაციაში არა მარტო გაგარინს, არამედ არც იმ ფაქტს ახსენებდა, რომ პირველი ქვეყანა, ვინც ადამიანი კოსმოსში გაუშვა, სსრკ იყო. ამათან პოსტს ერთვოდა ფოტო, რომელზეც ამერიკელი ასტრონავტი იყო გამოსახული სკაფანდრზე აშშ-ის დროშით.

„სინანულით აღვნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი გულმავიწყობას იჩენს იმაში, რაც კოსმოსის ათვისების ისტორიას ეხება“, — ნათქვამია რუსეთის საელჩოს კომენტარში.

დიპლომატიურ მისიაში აღნიშნეს, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 12 აპრილი ადამიანის კოსმოსში გაფრენის საერთაშორისო დღედ სწორედ იური გაგარინის პირველი ფრენის სახსოვრად დააწესა. ამასთან შეახსენეს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ პლანეტის პირველი კოსმონავტის ძეგლები დგას თავად აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, ხოლო პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მისალოცი წერილი გაუგზავნა სსრკ-ის ლიდერ ნიკიტა ხრუშჩოვს იური გაგარინის კოსმოსში გაფრენასთან დაკავშირებით.

რუსეთის საელჩოში იმედი გამოთქვეს, რომ ეს ფაქტები დაეხმარება ამერიკელ დიპლომატებს, მომავალში „უხერხულობა აღარ იგრძნონ დედამიწის პირველი კოსმონავტის სახელის წარმოთქმისას“.

43
თემები:
რუსეთი დღეს
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი

საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა

0
(განახლებულია 15:03 14.04.2021)
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს გამართავს.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი  15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ნუნე სარქისიაის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხუთშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  იგეგმება სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გარდა ამისა,  სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

0
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი