ტელეარხ RT-ს ლოგო

YouTube-მა RT-ს არაბულენოვანი აკაუნტი დაბლოკა

27
ბოლო თვეებში უცხოურმა პლატფორმებმა არაერთხელ დაბლოკეს რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკაუნტები

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს და RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ ვიდეოჰოსტინგ YouTube-მა ტელეარხის არაბული ვერსიის აკაუნტთან წვდომა დახურა. ამის შესახებ წერს РИА Новости.

„YouTube-მა დაბლოკა ჩვენი RT არაბულ ენაზე 5,5 მილიონი გამომწერით და თითქმის 3 მილიარდი ნახვებით. ვარკვევთ“, - დაწერა მან Telegram-არხზე.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ YouTube-ზე RT-ს არაბული ვერსიის დაბლოკვას ცენზურის მორიგი აქტი და „სიტყვის თავისუფლების გაუპატიურება“ უწოდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ RT-ზე რეგულარულად ხორციელდება უპრეცედენტო ზეწოლა დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ასეთი უსამართლო მეთოდებით ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ პოპულარულ ტელეარხს, ვივარაუდებ, რომ საუბარია ცენზურის მორიგ აქტზე ამერიკული პლატფორმების მხრიდან. უკვე მოსაბეზრებელია მოზომილი პოლიტკორექტული ფრაზების გამოყენება. ამიტომ ვიტყვი პირდაპირ: ამერიკულმა ციფრულმა გიგანტებმა სიტყვის თავისუფლება გააუპატიურეს. სწორედ ასე და არა სხვაგვარად“, - მიუთითა მან.

ბოლო თვეებში უცხოურმა პლატფორმებმა არაერთხელ დაბლოკეს რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკაუნტები. ასე, მაგალითად, Facebook-მა მიზეზების აუხსნელად ჩაკეტა წვდომა სააგენტო Baltnews-ის გვერდზე. ოქტომბერში Twitter-მა გამოაქვეყნა RT-ს მასალა აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე როგორც პოტენციურად შეცდომაში შემყვანი, მანამდე კი საძიებო ველიდან РИА Новости-ს აკაუნტი წაშალა.

მანამდე Twitter-მა RT-ს და Sputnik-ის პროფილები დაბლოკა. გარდა ამისა, Facebook-მა წაშალა ტელეარხ RT France-ის ინტერვიუ ევროპარლამენტის დეპუტატთან, მიზეზად კი „თანასაზოგადოების სტანდარტების დარღვევა“ დაასახელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსული მედიის მუშაობის შეფერხებას დისკრიმინაცია უწოდეს.

27
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთმა აშშ-ს საპასუხო სანქციები დაუწესა: სიაში FBI-ს დირექტორი და დაზვერვის შეფი მოხვდნენ

67
მანამდე აშშ-ი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ორგანიზაციასა და მაღალი რანგის პირებს, და ასევე გადაწყვიტა, გააძევოს ქვეყნიდამ ათი რუსი დიპლომატი

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. რუსეთი ქვეყანაში შესვლას უკრძალავს აშშ–ის რვა მოქალაქეს, მათ შორის, შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორს, შიდა უსაფრთხოების მინისტრსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აღნიშნული აკრძალვები რუსეთმა აშშ–ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების პასუხად შემოიღო.

„მიმდინარე წლის 2 მარტს აშშ–ის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების პასუხად, რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა ეკრძალება შემდეგ მოქმედ  და ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და მოღვაწეებს, რომლებიც ანტირუსული კურსის რეალიზაციასთან არიან კავშირში: აშშ–ის გენერალურ პროკურორ მერიკ გარლანდს, აშშ–ის ციხეების ფედერალური ბიუროს დირექტორ მაიკლ კარვაჰალს, აშშ–ის შიდა უსაფრთხოების მინისტრ ალეხანდრო მაიორკასს, აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველს შიდა პოლიტიკურ საკითხებში სუზან რაისს, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ კრისტოფერ რეის, აშშ–ის ეროვნული დაზვერვის დირექტორ ერვილ ჰეინსს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აშშ–ის პრეზიდენტმა  ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებულებას ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების შესახებ, რომლის ძალითაც შეერთებული შტატები უკრძალავს ამერიკულ კომპანიებს, პირდაპირ შეიძინონ 2021 წლის 14 ივნისის შემდეგ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა თუ „ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მიერ გამოშვებული ობლიგაციები.

გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის 16 ორგანიზაციასა და ასევე 16 პირს, რომლებიც კავშირში არიან აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან, და ყირიმთან დაკავშირებულ რვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის, ყირიმის მთავრობის წევრებს. ამასთან ერთად აშშ-ის ხელისუფლებამ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს ათი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღო.

67
თემები:
რუსეთი დღეს
ჯარისკაცი სამხედრო სწავლებაზე

მოსაზრება: „ნატოს ხელი“ რა ხდება რუსეთის საზღვრებთან

49
(განახლებულია 21:17 16.04.2021)
ყირიმის საჰაერო საზღვრების დაზვერვა, ნატოს ხომალდები შავ ზღვაში, მასშტაბური სწავლებებისთვის სამზადისი და საიდუმლო ტვირთები, რომლებიც აშშ–ს უკრაინაში გადააქვს

ანდრეი კოცი

ბოლო დღეებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მკვეთრად გააქტიურდა აღმოსავლეთ ევროპაში. არავინ ფარავს, რომ ეს კიევის მიერ დონბასის შეხების ხაზზე ტექნიკისა და ქვედანაყოფების გადასროლისა და ასევე რუსეთის ჯარების გადაადგილებაზე პასუხად ხდება.

დრონები ფრონტის თავზე

დონბასში მორიგი გამწვავების დაწყებასთან ერთად ნატოს ქვეყნების ავიაცია იქ უფრო ხშირად ჩნდება. შეხების ხაზის თავზე პრაქტიკულად გამუდმებით მოძრაობს მზვერავი დრონები RQ-4 Global Hawk, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის არმიების თავდაცვისთვის სამზადისს აკვირდებიან. რაღა თქმა უნდა, დრონებით გადაღებული ფოტოები დაუყოვნებლივ ეგზავნება კიევის სამხედრო სარდლობას.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავადაც გააქტიურეს დაზვერვა — ამბოხებულებმა თურქეთში შეძენილი მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2–ები შენიშნეს. მათ სახმელეთო სამიზნეებზე შეტევა არ მიუტანიათ: აშკარაა, დრონების ოპერატორები ჯერ სამხედრო მოქმედებების პოტენციურ თეატრს სწავლობენ.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტიპის ექვსი დრონი აქვს. დამატებითი უპილოტოების შეძენაზე კონტრაქტს, როგორც უკრაინული მედია იუწყება, კიევმა ანკარასთან ცოტა ხნის წინ თურქეთში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტისას მოაწერა.

გარდა ამისა, დასავლეთის ავიაცია პრაქტიკულად ყოველდღიურად ატარებს ყირიმის სანაპიროს მონიტორინგს. შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე ბრიტანული და ამერიკული რადიოელექტრონული დაზვერვის Boeing RC135W და Lockheed P-3COrion–ი კურსირებენ, ასევე ნავსაწინააღმდეგო P-8APoseidon–იც. მათი მთავარი ამოცანა — ეს შავი ზღვის ფლოტის ხომალდების მოქმედებების თვალყური და ნახევარკუნძულზე განთავსებული საჯარისო ჯგუფის ჰაერსაწინაღმდეგო სისტემების პოზიციების აღმოჩენაა.

იდუმალი ტვირთები

ნატო რეგიონში სამხედრო–საზღვაო ყოფნას აძლიერებს. აპრილის ბოლომდე შავ ზღვაში აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების ორი სარაკეტო ესკადრონული ნაღმმზიდი უნდა შევიდეს. პენტაგონის ოფიციალური ვერსიით, ხომალდების გადასროლა „რუტინული ხასიათისაა“. მაგრამ კრემლმა მკვეთრად ირეაგირა და ეს გასაკვირი არც არის — ეს ნაღმმზიდები 50–ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა „ტომაგავკებითაა“ აღჭურვილი.

„რაც შეეხება შეერთებული შტატების აქტიურობას, შავ ზღვაში ხომალდების გავლის ჩათვლით, ეს რეგულარულად ხდება, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. — ახლა ეს განსაკუთრებით აგრესიულად კეთდება, ახლავს აგრესიული რიტორიკა, ისმება კითხვები, რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან საზღვარზეო. პასუხი ძალიან მარტივია: ჩვენ იქ ვცხოვრობთ, ეს ჩვენი ქვეყანაა. აი შეერთებული შტატები კი რას აკეთებს თავისი ხომალდებით, სამხედრო მოსამსახურეებით იქ, რომლებიც გამუდებით აწყობენ რარაც ღონისძიებებსნატოს ხაზით უკრაინაში, თავიანთი ტერიტორიიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით? — ეს კითხვა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება“.

პასუხი არ ჩანს არც სხვა საინტერესო კითხვაზეც: რა ტვირთები შეაქვს უკრაინაში აშშ–ის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავებს? სპეციალისტებმა ინტერნეტ–სერვის FlightRadar–ის ჩვენებას მიაქციეს ყურადღება: ამერიკული C-17–ები და C-130–ები, რომლებიც აშშ–დან, გერმანიიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან აფრინდნენ, ბორისპოლის აეროპორტში სხდებიან, ტვირთებს ტოვებენ და უკან ბრუნდებიან.

სამხედრო ექსპერტ ალექსეი ლეონკოვის აზრით, ვაშინგტონს უკრაინაში რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსები გადააქვს, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ახლო ხანში შეტევას შეიძლება მოასწავებდეს. მაგალითად მან აშშ–ის შეიარაღებული ძალების ტაქტიკა მოიყვანა ოპერაციიდან „ქარიშხალი უდაბნოში“, როდესაც კონფლიქტის პირველივე დღეს ამერიკელებმა სრულად „დააბრმავეს“ სადამ ჰუსეინის არმია. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს არაღიარებული დონეცკის ხელმძღვანელობის ამასწინანდელი განცხადება, რომ უკრაინელებმა ეუთოს დრონების მისიის GPS–გადამცემებისა და მართვის არხების ჩახშობა დაიწყეს, რათა რეგიონში სამხედრო ტექნიკის მასთაბური შეტანა დაფარონ.

თუმცა გულხელდაკრეფილი ჯდომას არც რუსეთი აპირებს.

„თუ რაიმე გამწვავება მოხდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარანტირებულად უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სადაც უნდა იყვნენ ისინი, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა. — მსგავსი ჰიპოთეტური გამწვავების შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება კიევსა და მის დასავლელ კურატორებს. ჩვენ ასევე ვაფრთხილებთ აშშ–ს, რომ უჯობთ, თავი შორს დაიჭირონ ყირიმისგან, ჩვენი შავი ზღვის სანაპიროსგან. ეს ისევ მათთვის სჯობს“.

სწავლებისთვის სამზადისი

დასავლეთის ქვეყნების ჯარების რუსეთის საზღვრებთან გააქტიურების კიდევ ერთი მიზეზი — ეს ნატოს სამზადისია უმსხვილესი სამხედრო სწავლებების, Defender Europe 2021–ისთვის, რომელიც მაისის შუა რიცხვებში უნდა დაიწყოს.

მანევრების ლეგენდის თანახმად, ნატოს ჯარებმა კალინიგრადის ოლქს უნდა შეუტიონ, დაბლოკონ რუსეთის დასავლეთ ოლქები და „რუსების მასობრივი შეტევა“ მოიგერიონ. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებული ყურადღება არა აღმოსავლეთ, არამედ სამხრეთ ევროპას ეთმობა. მანევრები დაგეგმილია ჩერნოგორიაში, კოსოვოსა და ალბანეთში. ბულგარეთსა და რუმინეთში ჰაერსაწინააღმდეგო სწავლებები და და „ხმელეთი–ხმელეთის“ ტიპის რაკეტების სროლაცატარდება. ხოლო უნგრეთი ღრმა ზურგის როლს შეასრულებს. მანევრებში უკრაინელი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამერიკელები ვროპაში მნიშვნელოვან ძალებს გადაისვრიან, მათ შორის, პირველი კავალერიული და 82–ე საჰაერო–სადესანტო დივიზიების ქვედანაყოფებს. ატლანტიკის მიღმა გაიგზავნება ასობით ერთეული სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკა. გარდა ამისა, ფლორიდიდან ჩავა 53–ე ქვეითთა ბრიგადა. გამორიცხული არ არის, რომ შეიარაღების ნაწილი ამერიკელებს ისევ „დაავიწყდეთ“ ევროპაში, როგორც ეს მანამდე არაერთხელ მოხდა. სპეციალისტების აზრით, ამგვარად პენტაგონი წლიდან წლამდე ზრდის რეგიონში საიერიშო შესაძლებლობებს.

ევროპაში აშშ–ის სახმელეთო ჯარების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სწავლებები „აშშ–სა და ნატოელი მოკავშირეებისა და პარტნიორების სტრატეგიული და ოპერატიული მზადყოფნისა და ურთიერთქმედების ამაღლებისკენაა მიმართული“. ხაზი ესმება, რომ მანევრები არ წარმოადგენს საფრთხეს მესამე ქვეყნებისთვის. მაგრამ Defender Europe 2021–ის ანტირუსული დღის წესრიგი აშკარაა. როგორც სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უკრაინის სპიკერმა განაცხადა, მანევრების აზრი იმაშია, რომ დამუშავდეს ომი რუსეთთან ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ტერიტორიაზე.

გასაკვირი არ არის, რომ პასუხად რუსეთი და ბელარუსი მანევრ „დასავლეთი 2021–ს“ ჩაატარებენ სექტემბერში. როგორც მანადე აცხადებდა ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი, „ერთობლივი სწავლებები ერთობლივი მოქმედებების ახალი მეთოდების აპრობაციას გახდის შესაძლებელს“.

ჯერჯერობით კი, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, ქვეყნის დასავლეთ საზღვრებზე ორი არმია და საჰაერო–სადესანტო ჯარების სამი შენაერთია გადასროლილი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

49
თემები:
რუსეთი დღეს
ტურისტები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

16
დღეს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3 პროცენტს მიუახლოვდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 818 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 465 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 75, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, კახეთი - 25, გურია - 18,  მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4,35%, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.915-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.939-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371.

512 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 67, იმერეთში - 6, აჭარაში - 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16.452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.317 პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.180.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 818-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

16