რუსული ვაქცინა

რუსეთმა COVID-19-ის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა დაარეგისტრირა

20
(განახლებულია 12:30 20.02.2021)
პრეპარატის პირველი 120 ათასი დოზა სამოქალაქო ბრუნვაში მარტის შუა რიცხვებში გავა, ასევე პრეპარატის საექსპორტოდ გატანა იგეგმება

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა დაარეგისტრირა, იუწყება РИА Новости რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინზე დაყრდნობით.

კრონავირუსის საწინააღმდეგო მესამე რუსული ვაქცინა „კოვივაკი“ ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატებისა და კვლევების ფედერალურ ცენტრში შეიქმნა.

მიშუსტინის თქმით, პრეპარატის პირველი 120 ათასი დოზა სამოქალაქო ბრუნვაში მარტის შუა რიცხვებში გავა. შემქმნელი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.

ეს უკვე მესამე ვაქცინაა რუსეთში - გამალეის ცენტრის „სპუტნიკV"-ს და „როსპოტრებნადზორის“ ცენტრ „ვექტორის“ მიერ შექმნილი „ეპივაკკორონას“ შემდეგ.

„კოვივაკი“ - მთლიანი ინაქტივირებული (ზოგჯერ „მოკლულსაც“ უწოდებენ) კორონავირუსის საფუძველზეა დამზადებული. ასეთ პრეპარატებში გამოიყენება ან ხელოვნურად დასუსტებული ვირუსები, რომლებსაც დაავადების გამოწვევა არ შეუძლია, ანდა უკვე მოკლული (ინაქტივირებული) ვირუსები.

20
ვაქცინაცია

ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტი“ რუსეთში რეგისტრაციას გაივლის

4
(განახლებულია 17:08 28.02.2021)
„სპუტნიკ ლაიტი“ ძირითადად ორიენტირებულია საერთაშორისო ბაზრებზე, იქ, სადაც ძლიერი ეპიდემიოლოგიური კერებია, რუსეთში ფლაგმანად „სპუტნიკV" დარჩება

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. რუსეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტის“ რეგისტრაციაზე განაცხადი შევიდა, ნათქვამია ვაქცინა „სპუტნიკV"-ს Twitter-აკაუნტში.

ადრე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტის“ კვლევის პირველმა მონაწილეებმა ვაქცინაცია ჩაიტარეს. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ვაქცინის კლინიკური კვლევის ჩატარების ნებართვა იანვარში გასცა.

პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ „სპუტნიკV" - ეს არის ვაქცინების პლატფორმა. მისი თქმით, „სპუტნიკ ლაიტი“ ძირითადად ორიენტირებულია საერთაშორისო ბაზრებზე, იქ, სადაც ძლიერი ეპიდემიოლოგიური კერები არსებობს, რუსეთში ფლაგმანად „სპუტნიკV" დარჩება.

„სპუტნიკ ლაიტი“ - ერთკომპონენტიანი ვაქცინაა, რომლის შემადგენლობაში იგივე სტრუქტურებია, რომლებსაც „სპუტნიკV" მოიცავს. „სპუტნიკ ლაიტი“ არ შეიცავს თავად COVID-19-ს, შესაბამისად, აცრის შედეგად კორონავირუსით დაინფიცირება შეუძლებელია.

4
რაკეტის სტარტის წინ

რუსეთმა არქტიკაში კლიმატის მონიტორინგის მიზნით პირველი თანამგზავრი გაუშვა

7
(განახლებულია 14:46 28.02.2021)
დედამიწის და არქტიკის ოკეანეს ზღვების ზედაპირის ამინდის სადღეღამისო მონიტორინგის უზრუნველსაყოფად ორბიტაზე ორი თანამგზავრისგან შემდგარი დაჯგუფების შექმნა იგეგმება

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. არქტიკის რეგიონში კლიმატისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით ბაიკონურის კოსმოდრომიდან რაკეტა-მატარებელმა Союз-2.1б პირველი რუსული თანამგზავრი Арктика-М გაუშვა.

როგორც „როსკოსმისის“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, ეს რუსეთის მიერ კოსმოსური ხომალდის მესამე გაშვებაა 2021 წელს, მიმდინარე წელს 29 კოსმოსური სტარტია დაგეგმილი.

რაკეტა Союз-2.1б თანამგზავრთან ერთად კვირას 09:55 წუთზე აფრინდა. სტარტიდან ცხრა წუთში სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე რაკეტას თანამგზავრი Арктика-М გამოეყო.

თანამგზავრის სასტარტო მასა 2,2 ტონაა და მისი მუშაობის საანგარიშო პერიოდი შვიდ წელს მოიცავს. ის „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ საწარმოში შეიქმნა.

კოსმოსური აპარატი აღჭურვილია მრავალზონალური სკანირების ორი მოწყობილობით, რომელიც მოღრუბლულობის და დედამიწის ზედაპირის მრავალსპექტრულ გამოსახულებას ხილულ და ინფრაწითელ დიაპაზონებში გადაიღებს.

თანამგზავრს ასევე გააჩნია ჰელიოგეოფიზიკური აპარატული კომპლექსი, რომელიც მზის ზედაპირზე აფეთქებების აქტივობის და კოსმოსურ სივრცეში რადიაციული გარემოს კონტროლისა და პროგნოზებისთვის არის განკუთვნილი.

დედამიწის და არქტიკის ოკეანეს ზღვების ზედაპირის ამინდის სადღეღამისო მონიტორინგის უზრუნველსაყოფად ორბიტაზე ორი თანამგზავრისგან შემდგარი დაჯგუფების შექმნა იგეგმება. 2023 წელს მეორე თანამგზავრის გაშვება იგეგმება, 2024-2025 წლებში - კიდევ სამის.

7

ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო

0
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.  დაწვრილებით - ჩვენს ვიდეოში იხილავთ

მომიტინგეები თურქული კომპანია ENKA-ს რიონის ხეობიდან გასვლას, ხეობაში ჰესის მშენებლობის შეწყვეტასა და უცხოური კომპანიისათვის მიწის 99 წლით გადაცემის გაუქმებას მოითხოვდნენ.

უკვე 126 დღეა ადგილობრივები, საეკლესიო პირები და არასამთავრობოების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ მდინარე რიონზე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღდეგ.

პროექტი „ნამახვანჰესის კასკადი“ რიონზე გააერთიანებს ორ ჰერსს - „ნამახვანი“ და „თვიში“, რომლებიც ერთად 433 მეგავატს გამოიმუშავებენ. პროეთის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონი დოლარია.

პროექტს Clean Energy Georgia Group შეასრულებს. ჰესის მშენებლობისათვის Clean Energy Georgia Group თურქულს ჰოლდინგთან ENKA Insaat ve Sanayi A.S. ითანამშრომლებს.

0