ანდრეი მიაგკოვი

გარდაიცვალა „ბედის ირონიის“ გმირი, რუსი მსახიობი ანდრეი მიაგკოვი

131
მსახიობს დიდი პოპულარულობა მოუტანა ელდარ რიაზანოვის ფილმმა „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“, რომელიც 1975 წელს გამოვიდა

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ცნობილი რუსი მსახიობი ანდრეი მიაგკოვი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრის პრესსამსახური ავრცელებს.

თეატრის ადა კინოს მსახიობი, რეჟისორი, რუსეთის სახალხო არტისტი ანდრეი მიაგკოვი დაიბადა 1938 წლის 8 ივლისს სანქტ-პეტერბურგში.

Лариса Гузеева (слева) в роли Ларисы Огудаловой и Андрей Мягков в роли Карандышева в фильме Эльдара Рязанова Жестокий романс.
© photo: Sputnik
ანდრეი მიაგკოვი და ლარისა გუზეევა ელდარ რიაზანოვის ფილმში „სასტიკი რომანსი“ (Жестокий романс)

მსახიობს დიდი პოპულარულობა მოუტანა ელდარ რიაზანოვის ფილმმა „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“, რომელიც 1975 წელს გამოვიდა.
მაყურებელს ახსოვს ასევე მისი როლი რიაზანოვის კომედიაში „სამსახურებრივი რომანი“, რომელიც 1977 წელს გამოვიდა.

© photo: Sputnik / В. Алисов
კადრი ფილმის გადაღებებიდან „ბედის ირონია ანუ გაამოთ“

მიაგკოვის ბოლო როლებია კინოში - მეფის როლი სერგეი ოვჩაროვის ფილმში „ზღაპარი მშვილდოსან ფედოტზე“ (Сказ про Федота-Стрельца – 2001), მთავარი როლი ფილმში „32 დეკემბერი“ და სხვ. მან ასევე მიიღო მონაწილეობა ტიმურ ბეკმამბეტოვის ფილმში „ბედის ირონია. გაგრძელება“, ასევე ევგენი გერასიმოვის სერიალში „ნისლი იფანტება“ (Туман рассеивается).

 

 

131

ციმბირში მაინინგ კომპანიამ 40 000 წლის მამონტის ეშვები აღმოაჩინა და მუზეუმს გადასცა

31
ციმბირის ქალაქ კემეროვოს ჩრდილოეთით 25 კილომეტრის დაშორებით ნახშირის მაღაროში აღმოჩენილი ოთხი მამონტის ეშვი ხუთშაბათს კუზბასის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა

მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს იანვარში, ურალის სამთო მეტალურგიული კომპანიის საკუთრებაში არსებულ მაღაროში, რომელიც არის რუსეთის წამყვანი ქვანახშირის მწარმოებელი. ურალის სამთო მეტალურგიული კომპანიის შვილობილი კომპანიის "კუზბასრაზრეზუგოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლარისა ბერესტნევამ აღნიშნა, რომ ექსკავატორები მას თიხის ფენაში მუშაობისას წააწყდნენ. 

"სავარაუდოდ, ეს ოთხი ეშვი ოთხ სხვადასხვა მამონტს ეკუთვნის. ერთი შეხედვით, ძვლების დიამეტრი განსხვავებულია, რაც მაფიქრებინებს, რომ ისინი სხვადასხვა მამონტებს ეკუთვნით, თუმცა დარწმუნებული არ ვარ", - განაცხადა სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა დიმიტრი სლობოდინმა.

"თარიღის დადგენა? ჯერ რთული სათქმელია. აუცილებელია შეისწავლოთ ადგილმდებარეობა, სადაც ისინი აღმოაჩინეს. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იქნება ათიდან ორმოც ათას წლამდე”, - აღნიშნა მან.

აღმოჩენები მალე გამოიფინება მუზეუმში, მაგრამ მანამდე მისი კარგად შესწავლა და მომზადებაა საჭირო.

31
 „სპუტნიკ V“

რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“ გაცემული ნებართვების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს

53
(განახლებულია 16:14 06.03.2021)
იმ ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობამ, რომლებმაც ვაქცინა „სპუტნიკV“ დაარეგისტრირეს, 1,2 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-მ სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გაუსწრო Pfizer-ს, ნათქვამია ვაქცინა „სპუტნიკV"-ს Twitter-ის ოფიციალურ აკაუნტში.

სახელმწიფოების რაოდენობით, რომლებმაც პრეპარატის გამოყენება დაუშვეს, პირველ ადგილს იკავებს ვაქცინა AstraZeneca (49 ქვეყანა), შემდეგ მოდის „სპუტნიკV“ (45 ქვეყანა). მესამე პოზიციას იკავებს Pfizer (43 ქვეყანა). შემდეგ მოდის Moderna (19 ქვეყანა), სამი ჩინური ვაქცინა Sinopharm (18), Sinovac (16), CanSino (4). მერვე ადგილზეა Johnson & Johnson-ის ვაქცინა, რომელიც ოთხმა ქვეყანამ მოიწონა.

იმ 45 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ, რომლებმაც ვაქცინა „სპუტნიკV“ დაარეგისტრირეს, 1,2 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.

ამჟამად „სპუტნიკ V“-ს გამოყენება დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ირანში, გვინეას რესპუბლიკაში, ტუნისში, სომხეთში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, სერბთა რესპუბლიკაში (ბოსნიას და ჰერცეგოვინის ენტიტეტი), ლიბანში, მიანმარში, პაკისტანში, მონღოლეთში, ბაჰრეინში, მონტენეგროში, სენტ-ვინსენტი და გრენადინებში, ყაზახეთში, უზბეკეთში, გაბონში, სან-მარინოში, განაში, სირიაში, ყირგიზეთში, გაიანაში, ეგვიპტეში, ჰონდურასში, გვატემალაში, მოლდოვაში, სლოვაკეთში, ანგოლაში, ჯიბუტიში, კონგოს რესპუბლიკაში, შრი-ლანკაში, ლაოსსა და ერაყში.

პარასკევს ევროპის წამლების სააგენტომ (ЕМА) დაიწყო „სპუტნიკ V“-ს სარეგისტრაციო დოსიეს ექსპერტიზა - პრეპარატს ამოწმებენ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაზე ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“-ს 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის ცენტრში შემუშავდა.

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

საზღვარგარეთის ბაზრებზე ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“  პოპულარიზაციით რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდია დაკავებული. როგორც ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი აცხადებდა მანამდე, რუსული ვაქცინისადმი ნდობა იზრდება, ვინაიდან მას არ აქვს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს ალერგიას.  ვაქცინა შექმნილია კარგად შესწავლილ და შემოწმებულ ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, რომლის მნიშვნელოვანი უპირატესობა არის უსაფღთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობა.   

53
საპატრულო პოლიცია

ვანში მამაკაცმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა

0
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული სანადირო თოფიდან თავის მოკვლას აპირებდა, შემდეგ კი ადგილზე მისული პოლიციის მისამართით სროლა დაიწყო

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. ვანში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონის სამმართველოში შეტყობინება შევიდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. პოლიციამ მიღებული შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილას გამოცხადდა. ადგილზე მყოფმა მამაკაცმა, რომელიც თავის მოკვლას სანადირო თოფით აპირებდა, ცეცხლი სამართალდამცველების მიმართულებით გახსნა, რა დროსაც ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დაიჭრა.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 1980 წელს დაბადებულ ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

0