რუსეთმა ბრიტანული შტამის გამოსავლენი ტესტ-სისტემა დაარეგისტრირა

© AP Photo / Mahesh Kumar Aტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
„როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, აღნიშნული ტესტ-სისტემები ზუსტია არა მარტო კორონავირუსის ბრიტანული შტამის, არამედ სხვა მასშტაბური ინფექციების გამოვლენის დროსაც.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის ბრიტანული შტამის გამოსავლენად „როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის ცენტრალურ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში მსოფლიოში პირველი ტესტ–სისტემა შეიქმნა, იუწყება РИА Новости უწყების საიტზე დაყრდნობით.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
ბრიტანული შტამი ბავშვებსა და ახალგაზრდებში საშიშ დაავადებას იწვევს: ექიმები

გავრცელებული ინფორმაციით, ტესტ–სისტემა უკვე დარეგისტრირებულია რუსეთში გამოსაყენებლად.

როგორც „როსპოტრებნადზორი“ წერს, კლინიკური ნიმუშების გამოცდამ ტესტების მაღალი სიზუსტე დაადასტურა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, შეიქმნას რეაგენტები კორონავირუსის ნებისმიერი მუტაციისა და ასევე სხვა ინფექციების გამოსავლენად, რომლებიც მასობრივ ტესტიტებას საჭიროებს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი შტამი 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდებოდა და მოსახლეობის მიერ საკარანტინო ზომების მკაცრად დაცვას მოითხოვდა.

მტკიცებულებები, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელია ან უფრო ხშირად იწვევს COVID-19-ის მძიმე ფორმას, მეცნიერებს არ გამოუვლენიათ. მიუხედავად ამისა, ბევრმა ქვეყანამ მაინც შეაჩერა ავიამიმოსვლა ბრიტანეთთან.

ყველა ახალი ამბავი
0