მილგამყვანი გემი „ფორტუნა“

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: „ფორტუნამ“ დანიის წყლებში მილების ჩაყრა დაიწყო

82
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. მილგამყვანმა ხომალდმა „ფორტუნამ“ დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაზე მილების ჩაყრა დაიწყო, იუწყება პროექტის ოპერატორი Nord Stream 2 AG.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გადაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე ან ტერიტორიულ წყლებზე.

აშშ-ის ხელისუფლება ეწინააღმდეგება პროექტს და ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს თავისი თხევადი გაზი. მოწინააღმდეგეთა შორის ასევე არიან უკრაინა და ევროპის ქვეყნები. სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ გათვალისწინებულია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში, ახლა ისინი ეხება მილგამყვანი გემების მომსახურებას ტესტირების, ინსპექციის, სერტიფიკაციისა და მოდერნიზაციის კუთხით. შედეგად, ნორვეგიულმა კომპანია DNV GL-მა, დანიურმა კონსალტინგურმა კომპანია Rambøll-მა და შვეიცარიულმა Zurich Insurance Group-მა პროექტიდან გასვლის შესახებ განაცხადეს. იანვარში ვაშინგტონის სანქციები შეეხო მილგამყვან გემ „ფორტუნას“, რომელიც „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულებაში მონაწილეობს, და მის მფლობელ კომპანია КВТ-Рус-ს.

დეკემბერში ოპერატორმა Nord Stream 2 AG-მ მილგამყვანი „ფორტუნას“ დახმარებით გერმანიის წყლებში ერთ-ერთი დაუსრულებელი მონაკვეთი დაასრულა. პროექტის დასრულებამდე 2 460 კილომეტრის საერთო სიგრძის ორ მაგისტრალზე დარჩენილია 148 კილომეტრი მილების ჩაყრა: 120 კილომეტრი დანიის წყლებში და 28 - გერმანიის.

82

ციმბირში მაინინგ კომპანიამ 40 000 წლის მამონტის ეშვები აღმოაჩინა და მუზეუმს გადასცა

40
ციმბირის ქალაქ კემეროვოს ჩრდილოეთით 25 კილომეტრის დაშორებით ნახშირის მაღაროში აღმოჩენილი ოთხი მამონტის ეშვი ხუთშაბათს კუზბასის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა

მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს იანვარში, ურალის სამთო მეტალურგიული კომპანიის საკუთრებაში არსებულ მაღაროში, რომელიც არის რუსეთის წამყვანი ქვანახშირის მწარმოებელი. ურალის სამთო მეტალურგიული კომპანიის შვილობილი კომპანიის "კუზბასრაზრეზუგოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლარისა ბერესტნევამ აღნიშნა, რომ ექსკავატორები მას თიხის ფენაში მუშაობისას წააწყდნენ. 

"სავარაუდოდ, ეს ოთხი ეშვი ოთხ სხვადასხვა მამონტს ეკუთვნის. ერთი შეხედვით, ძვლების დიამეტრი განსხვავებულია, რაც მაფიქრებინებს, რომ ისინი სხვადასხვა მამონტებს ეკუთვნით, თუმცა დარწმუნებული არ ვარ", - განაცხადა სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა დიმიტრი სლობოდინმა.

"თარიღის დადგენა? ჯერ რთული სათქმელია. აუცილებელია შეისწავლოთ ადგილმდებარეობა, სადაც ისინი აღმოაჩინეს. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იქნება ათიდან ორმოც ათას წლამდე”, - აღნიშნა მან.

აღმოჩენები მალე გამოიფინება მუზეუმში, მაგრამ მანამდე მისი კარგად შესწავლა და მომზადებაა საჭირო.

40
 „სპუტნიკ V“

რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“ გაცემული ნებართვების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს

64
(განახლებულია 16:14 06.03.2021)
იმ ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობამ, რომლებმაც ვაქცინა „სპუტნიკV“ დაარეგისტრირეს, 1,2 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-მ სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გაუსწრო Pfizer-ს, ნათქვამია ვაქცინა „სპუტნიკV"-ს Twitter-ის ოფიციალურ აკაუნტში.

სახელმწიფოების რაოდენობით, რომლებმაც პრეპარატის გამოყენება დაუშვეს, პირველ ადგილს იკავებს ვაქცინა AstraZeneca (49 ქვეყანა), შემდეგ მოდის „სპუტნიკV“ (45 ქვეყანა). მესამე პოზიციას იკავებს Pfizer (43 ქვეყანა). შემდეგ მოდის Moderna (19 ქვეყანა), სამი ჩინური ვაქცინა Sinopharm (18), Sinovac (16), CanSino (4). მერვე ადგილზეა Johnson & Johnson-ის ვაქცინა, რომელიც ოთხმა ქვეყანამ მოიწონა.

იმ 45 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ, რომლებმაც ვაქცინა „სპუტნიკV“ დაარეგისტრირეს, 1,2 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.

ამჟამად „სპუტნიკ V“-ს გამოყენება დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ირანში, გვინეას რესპუბლიკაში, ტუნისში, სომხეთში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, სერბთა რესპუბლიკაში (ბოსნიას და ჰერცეგოვინის ენტიტეტი), ლიბანში, მიანმარში, პაკისტანში, მონღოლეთში, ბაჰრეინში, მონტენეგროში, სენტ-ვინსენტი და გრენადინებში, ყაზახეთში, უზბეკეთში, გაბონში, სან-მარინოში, განაში, სირიაში, ყირგიზეთში, გაიანაში, ეგვიპტეში, ჰონდურასში, გვატემალაში, მოლდოვაში, სლოვაკეთში, ანგოლაში, ჯიბუტიში, კონგოს რესპუბლიკაში, შრი-ლანკაში, ლაოსსა და ერაყში.

პარასკევს ევროპის წამლების სააგენტომ (ЕМА) დაიწყო „სპუტნიკ V“-ს სარეგისტრაციო დოსიეს ექსპერტიზა - პრეპარატს ამოწმებენ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაზე ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“-ს 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის ცენტრში შემუშავდა.

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

საზღვარგარეთის ბაზრებზე ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“  პოპულარიზაციით რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდია დაკავებული. როგორც ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი აცხადებდა მანამდე, რუსული ვაქცინისადმი ნდობა იზრდება, ვინაიდან მას არ აქვს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს ალერგიას.  ვაქცინა შექმნილია კარგად შესწავლილ და შემოწმებულ ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, რომლის მნიშვნელოვანი უპირატესობა არის უსაფღთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობა.   

64
ადამიანის ფსიქოლოგია

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“

0
(განახლებულია 13:07 08.03.2021)
თითოეულ ადამიანს აქვს ხასიათის ბნელი მხარეები, რომლებსაც „შინაგანი დემონები“ ეწოდება. ასტროლოგებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დამახასიათებელი ბნელი მხარეები გამოყვეს

ძლიერ ადამიანებს შესწევთ უნარი, რომ ამ „შინაგან დემონებს“ ებრძოლონ და ბრძნული რჩევები გაითვალისწინონ. რას ამბობენ ექსპერტები ზოდიაქოს ნიშნების შინაგან ბნელ მხარეებზე და რას ურჩევენ მათ ამის დასაძლევად – შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>

ვერძი

ვერძების მთავარი დემონი – ეს ზედმეტობა და გადაჭარბების სიყვარულია. თქვენ არ იცით საზღვარი არც მუშაობაში, არც დასვენებაში, ცხოვრებით ტკბობასა და გართობაში, ოღონდ არა ერთდროულად, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. უბრალოდ, არ შეგიძლიათ შეჩერება, როცა ეს აუცილებელია. მეორე მხრივ, სწრაფვა, რომ ყველაფერი ერთად და ერთდროულად ჩაიგდოთ ხელში, თქვენთვის საოცარი მოტივაციის როლს ასრულებს.

კურო

კუროებს ძალიან გეშინიათ მარტო დარჩენის. გეშინიათ, რომ ერთ დღეს ყველა ზურგს გაქცევთ. ამის გამო ხშირად მეგობრობთ პირველ შემხვედრთან იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო ადამიანები იპოვოთ. ადამიანების ასეთი განურჩევლობა ხანდახან განგაშის გრძნობასთან ბრძოლაში გეხმარებათ, მაგრამ ეს არცთუ ხშირად ხდება.

ტყუპი

ტყუპის მთავარი დემონი – ეს თავისუფლებისმოყვარეობაა. ვერ იტანთ, როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, გმართავენ ან გზღუდავენ. ეს დემონი თქვენგან მტკიცე მოქმედებებს მოითხოვს. ხშირად უარყოფთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენზე ზრუნავენ.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

კირჩხიბი

გიყვართ ჭორაობა და ხმების გავრცელება და ამაში საკუთარ თავსაც კი არასდროს გამოუტყდებით. თქვენთან ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები. მეორე მხრივ, თუ ვინმე ძვირფასია თქვენთვის, მათ შესახებ არასდროს არავის არაფერს არ მოუყვებით.

ლომი

ლომები „ჩაციკლული“ ხართ იმაზე, რომ ყოველთვის ყველაზე უკეთესი იყოთ. ეს სასარგებლო სწრაფვაა, მაგრამ ხშირად ძალიან შორს „შეტოპავთ“ ხოკმე. ასეთ შემთხვევაბში ყველაფერი გავიწყდებათ და მხოლოდ სამუშაოზე, ბიზნესზე, წარმატებასა და ფულზე ხართ გადართული.

ქალწული

თქვენი მთავარი დემონი პერფექციონიზმია, რომელიც გაკეთებულ სამუშაოში, ადამიანებში, ნივთებბში მუდამ რაღაც ნაკლს ეძებს. გიყვართ, როდესაც ყველაფერი წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება. ამ შინაგანი „მეს“ გამო ხშირად გიცრუვდებათ იმედები.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

სასწორი

ერთი განსაკუთრებულად აქტიური დემონი გყავთ, რომელსაც ჰქვია „არაუშავს, კარგი“. ამას ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს, როცა რაღაც ცუდი ხდება, ირგვლივ ბევრი სირთულე და პრობლემაა. აზროვნებთ ოპტიმისტურად, რაც კარგია, მაგრამ ხშირად აგებთ იმის გამო, რომ არ აღიარებთ პრობლემის არსებობას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.

მორიელი

თქვენი მთავარი დემონი შურისმაძიებლობაა. ბევრი ამბობს, რომ ეჭვიანები ხართ, მაგრამ ეჭვიანობა ხშირად ნორმის ფარგლებს არ სცდება, რასაც ვერ ვიტყვით თქვენს გულღძოობასა და ბოღმის გულში ჩადებაზე. ხანდახან საკუთარ თავსაც აშინებთ, იმდენად კარგად გახსოვთ ადრინდელი წყენა.

მშვილდოსანი

თქვენი შინაგანი დემონი მანიპულაციებისადმი მიდრეკილებაა. შეგიძლიათ და გიყვართ ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე ადამიანებით მანიპულირება და ამას ისეთი უდიდესი ოსტატობით აკეთებთ, რომ ვერავინ ხვდება.

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში>>

თხის რქა

თქენი დემონი უნდობლობაა. ამის გამო სწრაფად ვერ პოულობთ სიყვარულს, მეგობრებს. გეშინიათ, რომ მოგატყუებენ ან გიღალატებენ. აფასებთ საკუთარ დროსა და ძალებს, მაგრამ ხშირად ამის გამო მარტოობით ზღვევთ.

მერწყული

თქვენში ეჭვიანი დემონი ზის, რომელიც თავისუფლებას არ აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ. „შეშლილი“ ხართ კონტროლზე. გჭირდებათ, რომ ყოველდღე და ყოველ წუთს დარწმუნებული იყოთ, რომ ვინც თქვენ გარშემოა, სხვა არავინ ჰყავთ ისეთი, რომლებსაც თქვენნაირად ეპყრობიან. თქვენ გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოთ.

თევზები

თქვენი მთავარი მტერი და შინაგანი დემონი – ეს სიზარმაცეა. შეგიძლიათ მასთან გამკლავება, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებთ. სიზარმაცე ხშირად გძლევთ და ამის გამო არღვევთ დანაპირებს. შედეგად, ირგვლივ მყოფების თვალში არასაიმედონი მოსჩანხართ.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა">>

0