„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: „ფორტუნამ“ დანიის წყლებში მუშაობა განაახლა

© photo: Sputnik / Dmitry Lel'chuk / გადასვლა მედიაბანკშიმილგამყვანი ხომალდი „ფორტუნა“
მილგამყვანი ხომალდი „ფორტუნა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მილგამყვანმა ხომალდმა „ფორტუნამ“ დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაზე მუშაობა განაახლა, იუწყება პროექტის ოპერატორი Nord Stream 2 AG.

„ხომალდმა „ფორტუნამ“ დაიწყო მუშაობა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე. მუშაობა მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად მიმდინარეობს“, — განაცხადეს კომპანიაში.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე ან ტერიტორიულ წყლებზე.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გერმანიაში კვლავ მხარს უჭერენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულებას

პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG, რომლის ერთადერთი აქციონერია „გაზპრომი“.

აშშ-ის ხელისუფლება ეწინააღმდეგება პროექტს და ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს თავისი თხევადი გაზი. მოწინააღმდეგეთა შორის ასევე არიან უკრაინა და ევროპის ქვეყნები. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ. შედეგად, შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელიც გაზსადენის გაყვანაზე მუშაობს, საქმიანობა შეაჩერა და ხომალდები გაიყვანა.

გაზსადენზე მუშაობა გასული წლის დეკემბერში განახლდა გერმანიის ეკონომიკურ ზონაში ხომალდ „ფორტუნას“ გამოყენებით. დანიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, პროექტზე მუშაობის განახლება მიმდინარე წლის 15 იანვრიდან გახდა შესაძლებელი. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა 19 იანვარს სანქციები დაუწესა ხომალდ „ფორტუნას“ და მის მფლობელ კომპანიასაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0