ვაქცინაცია კორონავირუსზე მოსკოვში

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა პარაგვაიში დაარეგისტრირეს

140
სამხრეთ ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეოპარატით უკვე იცრება არგენტინის, ბოლივიის, ვენესუელისა და ბრაზილიის მოსახლეობა

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. პარაგვაის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკV" დაარეგისტრირა, იუწყება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი.

ვაქცინა დაარეგისტრირეს დაჩქარებული წესით, სახელმწიფოს ტერიტორიაზე დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარების გარეშე. ანალოგიურად დაარეგისტრირეს პრეპარატი არგენტინაში, ბოლივიაში, ვენესუელაში, სერბეთში, ალჟირსა და პალესტინაში.

პარაგვაიში პრეპარატის მიწოდებას უზრუნველყოფენ ფონდის საერთაშორისო პარტნიორები ინდოეთში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და სხვა ქვეყნებში.

ფონდის გენერალური დირექტორის, კირილ დმიტრიევის თქმით, ლათინური ამერიკის მრავალი ქვეყანა დაინტერესებულია რუსული ვაქცინით. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს დროს „სპუტნიკV" რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გაივლის რეგისტრაციას.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გამალეის ცენტრშია შექმნილი. ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა განაცხადა, რომ ვაქცინის უსაფრთხოება სრულად არის დამტკიცებული, ხოლო მისმა ეფექტურობამ 91,4% შეადგინა.

140

ციმბირში მაინინგ კომპანიამ 40 000 წლის მამონტის ეშვები აღმოაჩინა და მუზეუმს გადასცა

38
ციმბირის ქალაქ კემეროვოს ჩრდილოეთით 25 კილომეტრის დაშორებით ნახშირის მაღაროში აღმოჩენილი ოთხი მამონტის ეშვი ხუთშაბათს კუზბასის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა

მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს იანვარში, ურალის სამთო მეტალურგიული კომპანიის საკუთრებაში არსებულ მაღაროში, რომელიც არის რუსეთის წამყვანი ქვანახშირის მწარმოებელი. ურალის სამთო მეტალურგიული კომპანიის შვილობილი კომპანიის "კუზბასრაზრეზუგოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლარისა ბერესტნევამ აღნიშნა, რომ ექსკავატორები მას თიხის ფენაში მუშაობისას წააწყდნენ. 

"სავარაუდოდ, ეს ოთხი ეშვი ოთხ სხვადასხვა მამონტს ეკუთვნის. ერთი შეხედვით, ძვლების დიამეტრი განსხვავებულია, რაც მაფიქრებინებს, რომ ისინი სხვადასხვა მამონტებს ეკუთვნით, თუმცა დარწმუნებული არ ვარ", - განაცხადა სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა დიმიტრი სლობოდინმა.

"თარიღის დადგენა? ჯერ რთული სათქმელია. აუცილებელია შეისწავლოთ ადგილმდებარეობა, სადაც ისინი აღმოაჩინეს. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იქნება ათიდან ორმოც ათას წლამდე”, - აღნიშნა მან.

აღმოჩენები მალე გამოიფინება მუზეუმში, მაგრამ მანამდე მისი კარგად შესწავლა და მომზადებაა საჭირო.

38
 „სპუტნიკ V“

რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“ გაცემული ნებართვების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს

57
(განახლებულია 16:14 06.03.2021)
იმ ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობამ, რომლებმაც ვაქცინა „სპუტნიკV“ დაარეგისტრირეს, 1,2 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-მ სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გაუსწრო Pfizer-ს, ნათქვამია ვაქცინა „სპუტნიკV"-ს Twitter-ის ოფიციალურ აკაუნტში.

სახელმწიფოების რაოდენობით, რომლებმაც პრეპარატის გამოყენება დაუშვეს, პირველ ადგილს იკავებს ვაქცინა AstraZeneca (49 ქვეყანა), შემდეგ მოდის „სპუტნიკV“ (45 ქვეყანა). მესამე პოზიციას იკავებს Pfizer (43 ქვეყანა). შემდეგ მოდის Moderna (19 ქვეყანა), სამი ჩინური ვაქცინა Sinopharm (18), Sinovac (16), CanSino (4). მერვე ადგილზეა Johnson & Johnson-ის ვაქცინა, რომელიც ოთხმა ქვეყანამ მოიწონა.

იმ 45 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ, რომლებმაც ვაქცინა „სპუტნიკV“ დაარეგისტრირეს, 1,2 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.

ამჟამად „სპუტნიკ V“-ს გამოყენება დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ირანში, გვინეას რესპუბლიკაში, ტუნისში, სომხეთში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, სერბთა რესპუბლიკაში (ბოსნიას და ჰერცეგოვინის ენტიტეტი), ლიბანში, მიანმარში, პაკისტანში, მონღოლეთში, ბაჰრეინში, მონტენეგროში, სენტ-ვინსენტი და გრენადინებში, ყაზახეთში, უზბეკეთში, გაბონში, სან-მარინოში, განაში, სირიაში, ყირგიზეთში, გაიანაში, ეგვიპტეში, ჰონდურასში, გვატემალაში, მოლდოვაში, სლოვაკეთში, ანგოლაში, ჯიბუტიში, კონგოს რესპუბლიკაში, შრი-ლანკაში, ლაოსსა და ერაყში.

პარასკევს ევროპის წამლების სააგენტომ (ЕМА) დაიწყო „სპუტნიკ V“-ს სარეგისტრაციო დოსიეს ექსპერტიზა - პრეპარატს ამოწმებენ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაზე ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“-ს 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის ცენტრში შემუშავდა.

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

საზღვარგარეთის ბაზრებზე ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“  პოპულარიზაციით რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდია დაკავებული. როგორც ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი აცხადებდა მანამდე, რუსული ვაქცინისადმი ნდობა იზრდება, ვინაიდან მას არ აქვს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს ალერგიას.  ვაქცინა შექმნილია კარგად შესწავლილ და შემოწმებულ ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, რომლის მნიშვნელოვანი უპირატესობა არის უსაფღთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობა.   

57
საპატრულო პოლიცია

თელავში 27 წლის  მამაკაცმა ოჯახის სამი წევრი მოკლა

0
(განახლებულია 18:49 07.03.2021)
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. კახეთში საშინელი ტრაგედია მოხდა - თელავში, გოშაძის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა და მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) მიმდინარეობს.

 

0