RT-ს ლოგოტიპი

RT საინფორმაციო კამპანიას იწყებს ლატვიაში დაკავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად

17
(განახლებულია 23:57 14.01.2021)
RT — მარია ბუტინას პროექტ #СвоихНеБросаем–ის ფარგლებში  მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს იმ რუსულენოვანი ჟურნალისტების მხარდასაჭერად, რომლებიც ლატვიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დააკავა რუსუელ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის გამო.

ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყანაში მომუშავე ჟურნალისტებმა  RT–სმათთვის წარდგენილი ბრალდებების აბსურდულობასა და ლატვიელი კოლეგების რეაქციების შესახებ უამბეს.

2020 წლის დეკემბრის დასაწყისში ლატვიაში შვისი რუსულენოვანი ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც Россия сегодня–სთან თანამშრომლობდნენ. ყველა მათგანს ჩაუტარდა ჩხრეკა და დაკითხვა, ჩამოართვეს მთელი ტექნიკა.

ყველა ჟურნალისტი სააგენტო Sputnik–თან და პორტალ Baltnews–თან თანამშრომლობდა. ლატვიის სპეცსამსახურები მათ ევროკავშირის სასანქციო რეჟიმის დარღვევაში  სდებენ ბრალს, რომელიც პერსონალურად Россия сегодня–ს გენერალური დირექტორის, დმიტრი კისელიოვის წინააღმდეგ არის შემოღებული. საუბარია ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 84–ე მუხლზე, რომელიც სასჯელს ითვალისწინებს „გაეროს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის“. ყველა ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამ დროისათვის ყველა ავტორს ხელწერილი აქვს დაწერილი გაუთქმელობისა და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ.

დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი  ვლადიმირ ლინდერმანი, რომელმაც RT–სთან ინტერვიუში ლატვიის ხელისუფლების ქმედებას რუსული სიტყვის საბოლოოდ ჩაკვლის მცდელობა უწოდა.

„ლატვიის ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს რუსეთთან ნებისმიერი კონტაქტის კრიმინალიზაცია, რათა ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთთან პროფესიული კონტაქტები აქვს, ნებისმიერ მომენტში აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ეს შეიძლება იყოს კონტაქტები არა მარტო მედიასფეროში, არამედ, ვთქვათ, რაღაც ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ და ბიზნეს–საკითხებში, ასევე პირადი კონტაქტები“, — განაცხადა ლინდერმანმა.

Baltnews–ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ანდრეი იაკოვლევმა აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთში რუსულ მედიასაშუალებებთან ბძოლა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ის დასავლეთის დიდი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია.

„მიმაჩნიამ რომ რუსოფობიული პოლიტიკის მიზეზი პირველ რიგში იმას უკავშირდება, რომ კოლექტიური დასავლეთი მხარს უჭერს იმას, ვინც თავად იზიარებს ამ რუსოფობიულ პოლიტიკას, ვინც ამაზეა მომართული და ასრულებს თავის ამოცანებს. ბალტიის ქვეყნები დანიშნეს რუსეთის ირგვლივ „სანიტარული კორდონის“ შესაქმნელად, რომელსაც, პირდაპირ ვთქვათ, გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს უწოდებენ. ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი“, — თქვა იაკოვლევმა.

ლატვიის ჟურნალისტთა კავშირის წევრმა ალა ბერეზოვსკაიამ სინანული გამოთქვა, რომ ლატვიელი კოლეგებიდან არავის დაუგმია სპეცსამსხურების ქმედება.

„არცერთს სიტყვაც კი არ უთქვამს ჩვენს დასაცავად. უფრო მეტიც, გავიდა გადაცემა „ცენზურის გარეშე“, სადაც ითქვა, რომ ეს ჟურნალისტები კრემლის პროპაგანდისტები არიან. ამიტომ მათზე დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადაიანის უფლებები შეიძლება რომ არ გავრცელდეს“, — აღნიშნა მან.

რუსული ბეჭდვითი სიტყვის დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უცხოეთში რუსულ მედიასაშუალებებზე ზეწოლა დაუშვებელია. 

„ამ აგრესიულ ქმედებებს ვაფასებთ როგორც დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების – მედიასაშუალებების თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის გათელვის შემზარავ მაგალითს“, – გამნაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტრომ ლატვიის ხელისუფლების მოქმედებებს რუსულენოვანი ჟურნალისტების მიმართ სადამსჯელო აქცია უწოდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ სანქციებს პერსონალური ხასიათი აქვს და კონკრეტულად Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვს ეხება და არ შეიძლება ვრცელდებოდეს ყველაზე, ვინც მედიჰოლდინგთან თანამშრომლობს. Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი იმედოვნებს, რომ რუსეთი უპასუხებს რუსულენოვანი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს.

17
თემები:
რუსულენოვანი ჟურნალისტების შევიწროება ბალტიისპირეთში (49)
რუსული ვაქცინა

თურქეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს წარმოება დაიწყება

51
(განახლებულია 09:08 24.01.2021)
ვაქცინა „სპუტნიკ V" ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა ფარმაცევტული პროდუქციის წამყვან თურქ მწარმოებელთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს თურქეთში წარმოების შეთანხმება გააფორმა და ტექნოლოგიის ტრანსფერი დაიწყო, აცხადებენ ფონდში.

„წარმოების პოტენციური მოცულობა - წელიწადში „სპუტნიკ V"-ს მილიონობით დოზა, ასევე განიხილება მომავალში წარმოების შესაძლო გაფართოების საკითხი. ვაქცინის მიწოდება განხორციელდება როგორც თურქეთის შიდა ბაზარზე, ისე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნეს ფონდში.

თურქი პარტნიორები დიდ დაინტერესებას ავლენენ ვაქცინის მიმართ, რომლის ეფექტურობა 90%-ს აღემატება, განაცხადეს ფონდში.

ვაქცინა „სპუტნიკ V" ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას და დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში და თურქმენეთში. დაწყებულია ვაქცინის ევროკავშირში რეგისტრაციის ინიცირების პროცესი.

51
ვაქცინაცია რუსეთში

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 7,6 მილიონი დოზაა წარმოებული

5
(განახლებულია 14:18 23.01.2021)
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსზე 20 მილიონ რუსეთის მოქალაქეს აცრიან

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. რუსეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უკვე 7,6 მილიონი დოზაა წარმოებული, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ.

„შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ვაქცინის უკვე 7,6 მილიონი დოზაა წარმოებული, 2,1 მილიონი დოზა ქვეყნის რეგიონებს მიეწოდათ“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, სხვაობა აიხსნება იმით, რომ ვაქცინის ეს მოცულობები სხვადასხვა დროს არის წარმოებული. ვაქცინის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ის ხარისხის კონტროლს გადის, შემდეგ კი გამოსაყენებლად მიეწოდება.

ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ვაქცინაციის 2 250 პუნქტი მუშაობს.

„იმ მომენტისთვის, როდესაც პრეზიდენტმა მასშტაბურიდან მასობრივ ვაქცინაციაზე გადასვლის განკარგულება გასცა, რუსეთში იყო 1300-მდე ვაქცინაციის კაბინეტი, ახლა კი უკვე 2 250“, - განაცხადა გოლიკოვამ.

5
საქალაქო ტრანსპორტი

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის წინააღმდეგ აქციები გაიმართება

0
ერთ-ერთი მათგანი, სოციალურ ქსელებში ღონისძიების ანონსის მიხედვით, დღეს 15:00 საათზე გაიმართება, მეორე უფრო მასშტაბური აქცია - ორშაბათს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თბილისში უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტზე აკრძალვის გახანგრძლივების წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში 28 ნოემბრიდან არ მუშაობს და მთავრობის გადაწყვეტილებით მუშაობას განაახლებს 1 მარტის შემდეგ, და არა 1 თებერვალს, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა.

ერთ-ერთი საპროტესტო აქცია კვირას მთავრობის კანცელარიასთან არის დაგეგმილი. ღონისძიების ანონსში Facebook-ი სოციალურ ქსელში თითქმის 1500-მა ადამიანმა განაცხადა, რომ აქციას დაესწრება, ხოლო კიდევ 10 ათასი დაინტერესებულია.

ღონისძიების ორგანიზატორია სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჩოგოვაძე.

„ხმას არავინ იღებს და ამათი (მთავრობის - რედ.) საქციელი უკონტროლო გახდა“, - დაწერა მან ღონისძიების ანონსში.

კიდევ უფრო მასშტაბური აქცია კანცელარიასთან ორშაბათს გაიმართება. ის ორგანიზაცია „მწვანეების“ მიერ არის დაგეგმილი და ღონისძიებაზე მისვლას 4,3 ათასი აპირებს, ხოლო დაინტერესებულია 17,9 ათასი ადამიანი.

„რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა ნება დართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს კერძო ავტომობილი, რაც ზრდის ქალაქში ავტომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

სოციალური ქსელების რეაქცია

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის გადავადებამ სოციალურ ქსელებში მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა მომხდარს განუკითხაობა უწოდა, ზოგიერთს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ტაქსის კომპანიებთან „შეკრულია“, სხვები კი წერენ, რომ „რა საჭიროა სავაჭრო ცენტრების გახსნა, იქამდე როგორ მივიდეთ?“

რისთვის არის საჭირო შეზღუდვები

საქართველოში კოვიდ-სტატისტიკის მიხედვით, თბილისი ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ლიდერია.

ეპიდემიოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ტრანსპორტის გაჩერება მოსახლეობის მობილობას და ადამიანებს შორის კონტაქტებს ამცირებს, რაც ინფიცირების შანს ნაკლებს ხდის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ანალიზის მიხედვით, დღეისათვის საქართველო როგორც კორონავირუსთან ყველაზე ეფექტური ბრძოლის მიხედვით, ისე ზომების სიმკაცრით მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების პირველ ათეულში შედის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 23 იანვრის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მიაღწია 252 972-ს, საიდანაც გამოჯანმრთელდა 240 629 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 3 038.

0