COVID-19-ზე ვაქცინაციის პუნქტი

რუსეთი ევროკავშირში ვაქცინა Sputnik V-ს დასარეგისტრირებლად ემზადება

29
(განახლებულია 22:31 14.01.2021)
კირილ დმიტრიევმა მანამდე აღნიშნა, რომ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს საგანგებო გამოყენებაზე ნებართვის მიღების პირველი ეტაპი, ანუ სამეცნიერო კონსულტაციები ევროკავშირში 19 იანვრისთვის იგეგმება.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს დასამტკიცებლად ევროკავშირს ოფიციალურ განაცხადს თებერვალში წარუდგენს, განუცხადა რუსეთის პირდაპირის ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა სააგენტო Reuters-ს.

მისი თქმით, უახლოეს დროში გამოქვეყნდება ვაქცინის საექსპერტო შეფასება, რომელიც რუსეთში შექმნილი პრეპარატის მაღალეფექტურობას დაადასტურებს.

„მოიწონებს თუ არა ვაქცინას ევროპელი რეგულატორი, უცნობია“, — დაამატა დმიტრიევმა.

მისი თქმით, რუსეთში ამ დროისათვის ვაქცინის გამოყენებაზე დასტურს ცხრა ქვეყნის რეგულატორებისგან ელოდებიან. დმიტრიევი აღნიშნავს, რომ „სპუტნიკ V“-ს წარმოება შვიდ ქვეყანაში დაიწყება. რუსული ვაქცინა მანამდე დაარეგისტრირეს არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთსა და სხვა რამდენიმე სახელმწიფოში.

მანამდე კირილ დმიტრიევმა სააგენტო РИА Новости-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს საგანგებო გამოყენებაზე ნებართვის მიღების პირველი ეტაპი ევროკავშირში 19 იანვრისთვის იგეგმება — საუბარია სამეცნიერო კონსულტაციაზე.

ევროპული სააგენტო EMA-ს განმარტებით, ევროკავშირის ბაზარზე ვაქცინის დამტკიცების მიზნით მწარმოებელმა კომპანიამ წინასწარი განხილვები უნდა ჩაატაროს და განაცხადი შეიტანოს ЕМА-ში ბაზარზე ავტორიზაციისთვის. ამის შემდეგ ადამიანის სამკურნალო პრეპარატების სპეციალური კომიტეტი (The Committee for Human Medicinal Products, СНМР) შეაფასებს წარმოდგენილ მეცნიერულ მონაცემებს, რათა დარწმუნდეს, რომ მოცემული ვაქცინის უპირატესობები ნამდვილად უფრო მაღალია, ვიდრე მასთან დაკავშირებული რისკები. მონაცემთა შესწავლის შემდეგ კომიტეტი ატარებს სხდომას, რომელზეც გასცემს ვაქცინის ევროკავშირში დამტკიცების რეკომენდაციას. საბოლოო გადაწყვეტილებას ვაქცინის თაობაზე ევროკომისია იღებს, რის შემდეგაც ევროკავშირის ქვეყნები უკვე შეძლებენ დაიწყონ პრეპარატის შესყიდვა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sputnik V, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო ეროვნულ ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით.

 

29
თემები:
რუსეთი დღეს (716)
რუსული ვაქცინა

თურქეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს წარმოება დაიწყება

59
(განახლებულია 09:08 24.01.2021)
ვაქცინა „სპუტნიკ V" ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა ფარმაცევტული პროდუქციის წამყვან თურქ მწარმოებელთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს თურქეთში წარმოების შეთანხმება გააფორმა და ტექნოლოგიის ტრანსფერი დაიწყო, აცხადებენ ფონდში.

„წარმოების პოტენციური მოცულობა - წელიწადში „სპუტნიკ V"-ს მილიონობით დოზა, ასევე განიხილება მომავალში წარმოების შესაძლო გაფართოების საკითხი. ვაქცინის მიწოდება განხორციელდება როგორც თურქეთის შიდა ბაზარზე, ისე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნეს ფონდში.

თურქი პარტნიორები დიდ დაინტერესებას ავლენენ ვაქცინის მიმართ, რომლის ეფექტურობა 90%-ს აღემატება, განაცხადეს ფონდში.

ვაქცინა „სპუტნიკ V" ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას და დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში და თურქმენეთში. დაწყებულია ვაქცინის ევროკავშირში რეგისტრაციის ინიცირების პროცესი.

59
ვაქცინაცია რუსეთში

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 7,6 მილიონი დოზაა წარმოებული

13
(განახლებულია 14:18 23.01.2021)
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსზე 20 მილიონ რუსეთის მოქალაქეს აცრიან

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. რუსეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უკვე 7,6 მილიონი დოზაა წარმოებული, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ.

„შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ვაქცინის უკვე 7,6 მილიონი დოზაა წარმოებული, 2,1 მილიონი დოზა ქვეყნის რეგიონებს მიეწოდათ“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, სხვაობა აიხსნება იმით, რომ ვაქცინის ეს მოცულობები სხვადასხვა დროს არის წარმოებული. ვაქცინის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ის ხარისხის კონტროლს გადის, შემდეგ კი გამოსაყენებლად მიეწოდება.

ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ვაქცინაციის 2 250 პუნქტი მუშაობს.

„იმ მომენტისთვის, როდესაც პრეზიდენტმა მასშტაბურიდან მასობრივ ვაქცინაციაზე გადასვლის განკარგულება გასცა, რუსეთში იყო 1300-მდე ვაქცინაციის კაბინეტი, ახლა კი უკვე 2 250“, - განაცხადა გოლიკოვამ.

13
ტურისტული ბიზნესის საპროტესტო აქცია თბილისში

ინფექციონისტი: შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა, თუმცა...

0
საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოიხსნას, თუმცა გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა, განაცხადა ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას და შემდგომ გართულებებს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

ინფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში თუ ერთბაშად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, შეიძლება კვლავ ისეთი ეპიდვითარება შეიქმნას, როგორიც დეკემბრის თვეში იყო.

„შემთხვევები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ ჩვენთან უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელაღებით მოვხსნით ყველა შეზღუდვას, შეიძლება იმავე მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც ვიყავით დეკემბერში. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა შემსუბუქდეს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0