დმიტრი კოზაკი

კოზაკმა „ნორმანდიული ფორმატის“ მეთაურთა მრჩევლების შეხვედრის შედეგები შეაჯამა

18
(განახლებულია 17:04 13.01.2021)
ბერლინში შეხვედრაზე მხარეებმა საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში ყოვლისმომცველი რეგულირების საკითხებზე საგზაო რუკის რეალიზების მიმართულებების „ახალი პრინციპები და მიდგომები“ მოამზადეს.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ დმიტრი კოზაკმა სამშაბათს ბერლინში გამართულ „ნორმანდიული ფორმატის“ ლიდერთა პოლიტმრჩევლების შეხვედრას სასარგებლო უწოდა, თუმცა, მისი აზრით, მისი შედეგები სატრაბახო არაა.

„სამწუხაროდ, სატრაბახო არაფერია. შემიძლია ვთქვა, თუ რითი განსხვავდებოდა ეს შეხვედრა. ეს იყო მინსკის შეთანხმებების რეალიზაციის ყველა საკითხზე მოსაზრებების საკმაოდ ღია გაცვლა, პარიზის სამიტის შედეგების რეალიზაცია, პირველ რიგში, პოლიტიკური შემადგენლის საკითხებზე. საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხერხდა“, – განუცხადა კოზაკმა ჟურნალისტებს, იუწყება РИА Новости.

მისი თქმით, მხარეებმა საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში ყოვლისმომცველი რეგულირების საკითხებზე საგზაო რუკის რეალიზების მიმართულებების „ახალი პრინციპები და მიდგომები“ მოამზადეს.

დონბასში მხარეებმა ტყვეები გაცვალეს>>

დადებით მომენტებს შორის რუსული მხარის წარმომადგენელმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შედარებით უკეთესი დაცვა დაასახელა.

„საომარი მოქმედებების დაწყება – ეს თვითმკვლელობა იქნებოდა. ზაფხულიდან (დონბასში) მეტ-ნაკლებად იცავენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“, – განაცხადა კოზაკმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად „არ იგრძნობა“, რომ უკრაინის მხრიდან საომარი მოქმედებები შეიძლება განახლდეს.

დმიტრი კოზაკმა ასევე დასძინა, რომ შემდგარი კონსულტაციების ფარგლებში „ნორმანდიული ფორმატის“ ქვეყნების ლიდერთა პოლიტიკური მრჩევლები და „ფორმატის“ საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ორი კვირის შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ში ხელისუფლების შეცვლის შესახებ კომენტარისას კოზაკმა აღნიშნა, რომ პროცესის მოგვარებაზე ამ მოვლენის გავლენის პროგნოზირება ჯერჯერობით რთულია, მაგრამ „რაღაც უნდა შეიცვალოს“.

„ალბათ რაღაც უნდა შეიცვალოს. მაგრამ აქ პროგნოზირება... აშშ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა, დამოუკიდებლად ახორციელებს საგარეო პოლიტიკას“, – დასძინა მან.

კოზაკმა ასევე აღნიშნა, რომ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში აქტიურად „კურირებდა“ უკრაინის მიმართულებას.

ბოლო სამი წლის მანძილზე „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების – რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების პირველი სამიტი პარიზში 2019 წლის 9 დეკემბერს შედგა. შეხვედრის შედეგების მიხედვით ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც ხაზი გაესვა მინსკის ხელშეკრულებისადმი ერთგულებას. ისინი ბერლინში ოთხი თვის შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა გაგრძელებულიყო მუშაობა დონბასში ვითარების მოგვარების საკითხებზე.

მინსკის შეთანხმება ითვალისწინებს 2020 წლის მარტის ბოლოს დონბასში შეხების ხაზზე სამ ახალ წერტილში ძალების დაშორიშორებას. ამასთან, „ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერებმა მოუწოდეს წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფისკენ.

„ნორმანდიული ფორმატის“ პოლიტმრჩეველთა ბოლო შეხვედრა ბერლინში 2020 წლის 11 სექტემბერს გაიმართა. კოზაკმა, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას შეხვედრაში რუსეთის მხრიდან, მაშინაც ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა ვითარების მოგვარების თაობაზე მოსაზრებები გაცვალეს, მაგრამ შედეგების მხრივ სიახლე არ არის. „ნორმანდიული ფორმატის“ სამიტის ჩატარების საკითხი არ განხილულა.

კონფლიქტის მოგვარების საკითხი, მათ შორის, განიხილება საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრებზე მინსკში, რომელმაც დეესკალაციაზე სამი დოკუმენტი მიიღო, მაგრამ ლოკალური სროლები კვლავ გრძელდება.

სამშაბათ საღამოს რადიო Sputnik-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთს დონბასის საკითხზე „ოქროს ხიდი“ შესთავაზეს.

18
ვაქცინაცია ბრაზილიაში

რუსული ვაქცინის რეგისტრაციას ორ კვირაში 25 ქვეყანაში გეგმავენ

14
(განახლებულია 17:51 26.01.2021)
ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულმა ვაქცინა „სპუტნიკV"-მ რეგისტრაცია 14 ქვეყანაში გაიარა

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინა „სპუტნიკV"-ს უახლოეს პერიოდში ოცზე მეტ ქვეყანაში დაარეგისტრირებენ, მიაჩნია პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის დირექტორ კირილ დმიტრიევს, იუწყება РИА Новости.

ფონდის დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად მუშაობდა და ვაქცინის წარმოების კუთხით ბევრი პარტნიორობა შეიქმნა.  

„ამჟამად ვაქცინა „სპუტნიკV" 14 ქვეყანაშია რეგისტრირებული, უახლოეს ორ კვირაში რეგისტრაციას 25-ზე მეტ ქვეყანაში ველით“, - განაცხადა დმიტრიევმა დავოსის მასოფლიო ეკონომიკური ფორუმის სესიაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში იმართება.

ვაქცინა „სპუტნიკ V" ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას და დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში და თურქმენეთში. დაწყებულია ვაქცინის ევროკავშირში რეგისტრაციის ინიცირების პროცესი.

14
კირილ ვიშინსკი და მარია ბუტინა პიკეტზე

ვიშინსკიმ და ბუტინამ ჟურნალისტების დევნა გააპროტესტეს

9
(განახლებულია 19:54 26.01.2021)
მოსკოვში ლატვიის საელჩოს წინ ორმა საზოგადო მოღვაწემ და ჟურნალისტმა მარია ბუტინამ და კირილ ვიშინსკიმ საპროტესტი პიკეტი გამართეს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საზოგადო მოღვაწე მარია ბუტინამ და ჟურნალისტმა კირილ ვიშინსკიმ პიკეტი მოაწყვეს მოსკოვში ლატვიის საელჩოს წინ, იუწყება РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუტინამ და ვიშინსკიმ ამ სახით გაპროტესტეს ჟურნალისტების დევნა, რომლებიც ლატვიასა და მთლიანად ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულ მასმედიასთან თანამშრომლობენ. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ლატვიის სპეცსამსახურებმა Sputnik-ის და Baltnews-ის თანამშრომელი ლატვიელი ჟურნალისტები დააკავეს და ჩხრეკა ჩაატარეს მათ სახლებში.

„ჩემი აქცია — ეს არის მცდელობა, ყურადღება გავამახვილებინო საერთაშორისო სტრუქტურებსა და ჩვენს თანამემამულეებს ბალტიისპირეთში ჟურნალისტების მიმართ შექმნილ ვითარებაზე“, — განაცხადა მარია ბუტინამ.

კირილ ვიშინსკის თქმით, „ლატვიამ უნდა დაიცვას კანონი და არ დაარღვიოს ჟურნალისტთა უფლებები“.

მანამდე მარია ბუტინას პროექტის #Своихнебросаем ფარგლებში ტელეარხმა RT-მ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია წამოიწყო ლატვიაში 2020 წლის 3 დეკემბერს დაკავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად.

ლატვიის უსაფრთხოების სამსახური მათ ევროკავშირის სასანქციო რეჟიმის დარღვევას ედავება Sputnik-თან და Baltnews-თან თანამშრომლობის გამო, რომლებიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს შემადგენლობაში შედიან. თავად სააგენტო არანაირ სასანქციო სიაში არ ფიგურირებს, შეზღუდვები კონკრეტულად მის გენერალურ დირექტორს დმიტრი კისელიოვს ეხება.

 

9
თემები:
რუსეთი დღეს
თბილისის მერია

ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

0
(განახლებულია 09:51 27.01.2021)
საჯარო მოხელე ერთ-ერთ კომპანიას სისტემატურად უქმნიდა პრობლემებს და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძეს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე გოგსაძისთვის გირაოს მოითხოვდა.

გოგსაძის დაკავების შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი.

გამოძიების ვერსიით, საჯარო მოხელემ, როგორც სატენდერო კომისიის მუშაობაზე პასუხისმგებელმა პირმა, რაიონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის გამაგრებაზე 2020 წლის 30 აპრილისთვის გამოცხადებული ტენდერის დროს,29 აპრილს ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი დაიბარა და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით.

სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით >>

გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიამ მაინც მიიღო მონაწილეობა ტენდერში და მოიგო ის, რადგან ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. ამ ფაქტით უკმაყოფილო ჩინოვნიკმა კომპანიისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ კომპანიას პრობლემები შეექმნა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ხოლო კორპუსის მცხოვრებლები ავარიულ შენობაში ცხოვრებას აგრძელებდნენ.

0