მოსკოვში COVID-19-ზე ვაქცინაციის პროგრამა ფართოვდება

© photo : photo: courtesy of RDIF and the Gamaleya Centerრუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"
რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს, თუ მათ არ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები უკუჩვენების ჩამონათვალიდან და ბოლო 30 დღის განმავლობაში არ გადაუტანიათ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. რუსეთის დედაქალაქში 13 იანვარს იწყება ვაქცინაცია მოქალაქეთა ახალი ჯგუფებისთვის, წერს РИА Новости მოსკოვის მერზე სერგეი სობიანინზე დაყრდნობით.

აცრაზე ჩაწერა შეუძლიათ შემდეგ სფეროებში დასაქმებულ თანამშრომლებს:

  • სამეცნიერო კვლევები და სამუშაოები;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიის, სატელეკომუნიკაციო და კომუნიკაციების სფერო;
  • მოსახლეობის სოციალური მომსახურების სფერო, რომელსაც ახორციელებენ კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები;
  • უძრავი ქონების მართვა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები:
  • სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრია.

ხუთშაბათს, 14 იანვარს იხსნება ვაქცინაციის დამატებით 30 პუნქტი, მათი საერთო რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო
რუსული ვაქცინით 1,5 მილიონი ადამიანი აიცრა

კორონავირუსზე მოქალაქეთა ვაქცინაცია რუსეთში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. აცრა ტარდება პრეპარატით „სპუტნიკ V", რომელიც გამალეის ცენტრში ადამიანის ადენოვირუსის ვექტორის კარგად შესწავლილ პლატფორმაზეა შექმნილი.

ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს, თუ მათ არ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები უკუჩვენების ჩამონათვალიდან და ბოლო 30 დღის განმავლობაში არ გადაუტანიათ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია.

ორსულებსა და მეძუძურ დედებს ვაქცინის გაკეთება ეკრძალებათ.

პირველ ეტაპზე დაიწყო ძირითადი რისკ-ჯგუფების მოქალაქეთა ვაქცინაცია: ექიმები, პედაგოგები, სოციალური მუშაკები. შემდეგ მათ შეუერთდნენ კულტურული დაწესებულებების, სავაჭრო და მომსახურების სფეროს, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, მრეწველობისა და მასმედიის თანამშრომლები, ასევე სამშენებლო კომპლექსის მუშაკები, მოხალისეები, სტუდენტები, საბანკო და საფინანსო სექტორის, ხელისუფლებისა და საბიუჯეტო ინსტიტუტების თანამშრომლები.

ყველა ახალი ამბავი
0