რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“

რუსული ვაქცინით 1,5 მილიონი ადამიანი აიცრა

30
(განახლებულია 19:29 11.01.2021)
ვაქცინა „სპუტნიკ V" უკვე რეგისტრირებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში. დაწყებულია ვაქცინის რეგისტრაციის პროცესის ინიცირება ევროკავშირში.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. უკვე 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით „სპუტნიკ V", წერს РИА Новости რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდზე დაყრდნობით.

„უკვე 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა პრეპარატით „სპუტნიკ V", – ნათქვამია განცხადებაში.

გამალეის ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრ გინცბურგმა 5 იანვარს РИА Новости-ს განუცხადა, რომ რუსეთში „სპუტნიკ V"-თი უკვე 1 მილიონზე მეტი მოქალაქე აიცრა და რაიმე ახალი არასასურველი რეაქცია პრეპარატზე არ გამოვლინდა.

ვაქცინა „სპუტნიკ V“ რეგისტრირებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში. დაწყებულია ვაქცინის რეგისტრაციის პროცესის ინიცირება ევროკავშირში.

„სპუტნიკ V“ მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული ანტიკორონავირუსული ვაქცინაა, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა შექმნილია ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, რომელიც კარგადაა შესწავლილი და შემოწმებული. ვაქცინა ორი კომპონენტისგან შედგება და ინექცია ორჯერ კეთდება სამკვირიანი შუალედით.

30

„ჩრდილოეთის ნაკადი - 2“: აშშ ევროპულ კომპანიებს ახალი სანქციებით ემუქრება

15
აშშ ევროპულ კომპანიებს „ჩრდილოეთი ნაკადი - 2-ის“ გამო სანქციებით ემუქრება. უახლოეს დღეებში სახელმწიფო დეპარტამენტმა უდნა გამოაქვეყნოს იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც, მათი აზრით, გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ

ეს საწარმოები ამერიკის ახალი შეზღუდვების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“ რუსეთიდან გაზით მოამარაგებს ევროპას ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით. მისი გამტარობა წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. აშშ-მა არაერთხელ დაუწესა სანქციები პროექტს, რათა მისი რეალიზება ვერ მოხერხებულიყო. რუსეთსა და ევროპაში მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით ამერიკელები ევროკავშირს საკუთარ უფრო ძვირ გაზს შესთავაზებენ.

15
ვაქცინაცია კორონავირუსზე მოსკოვში

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა პარაგვაიში დაარეგისტრირეს

13
სამხრეთ ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეოპარატით უკვე იცრება არგენტინის, ბოლივიის, ვენესუელისა და ბრაზილიის მოსახლეობა

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. პარაგვაის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკV" დაარეგისტრირა, იუწყება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი.

ვაქცინა დაარეგისტრირეს დაჩქარებული წესით, სახელმწიფოს ტერიტორიაზე დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარების გარეშე. ანალოგიურად დაარეგისტრირეს პრეპარატი არგენტინაში, ბოლივიაში, ვენესუელაში, სერბეთში, ალჟირსა და პალესტინაში.

პარაგვაიში პრეპარატის მიწოდებას უზრუნველყოფენ ფონდის საერთაშორისო პარტნიორები ინდოეთში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და სხვა ქვეყნებში.

ფონდის გენერალური დირექტორის, კირილ დმიტრიევის თქმით, ლათინური ამერიკის მრავალი ქვეყანა დაინტერესებულია რუსული ვაქცინით. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს დროს „სპუტნიკV" რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გაივლის რეგისტრაციას.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გამალეის ცენტრშია შექმნილი. ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა განაცხადა, რომ ვაქცინის უსაფრთხოება სრულად არის დამტკიცებული, ხოლო მისმა ეფექტურობამ 91,4% შეადგინა.

13
გველეთის ჩანჩქერი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 იანვარი

0
(განახლებულია 11:36 15.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 16 იანვარია, შაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მთავარი გახდება ისეთი თვისებები, როგორიცაა კონკრეტულობა და პრაგმატიზმი. როდესაც ხელს მოჰკიდებთ ნებისმიერ საქმეს, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ის და რას მიიღებთ ამისგან. სწორედ ასე ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ნებისმიერ საკითხში თავიანთ ინტერესებზე დაფიქრდებიან. რამის გაკეთება მხოლოდ ალტრუიზმის გამო ძალზე რთული იქნება. ამიტომ, თუ რამის გაკეთებას გადაწყვეტთ, საკუთარი აზრი მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ: რა უნდა გაკეთდეს, რატომ და ვის რა სარგებელს მოუტანს ეს.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი: დღეს ძალებისგან გამოფიტვა გემუქრებათ – სულ უბრალო საქმის გაკეთებაც კი გაგიჭირდებათ. ამიტომ სამომავლოდ გადადეთ ყველაფერი, რისი გადადებაც შესაძლებელია. თუ საქმე თქვენს აქტიურ ჩარევას მოითხოვს, ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ ყველაფერში ქაოსი შეიტანოთ. ამის ბრალი იქნება არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა, არამედ პესიმისტური სულიერი განწყობაც. ექსპერტები ამბობენ, რომ საკმარისი იქნება, თავს შეუძახოთ და მელანქოლიური მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, რომ ეს დღე საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს გააჩენს.

კურო: კაშკაშა ემოციებით სავსე დღე გელოდებათ. მდიდარი წარმოსახვის წყალობით შემოქმედებით საქმიანობაში თავის გამოჩენა შეგიძლიათ. თუმცა მთავარი მაინც დღეს გრძნობათა სპონტანურობა იქნება – ვნებათა მთელი „ქარტეხილი“. ამის საბაბი ნებისმიერ რამ შეიძლება გახდეს – ღიმილი, პაემანზე დაპატიჟება, საკუთარი ფანტაზიები, რამე მინიშნება... თქვენი დღე ცისარტყელის ყველა ფერით აივსება და ყველაფერი იმ განცდების წყალობით, რომლებიც თქვენს გულს ააძგერებს.

ტყუპი: დღეს რაღაც საკითხში გამარჯვება გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, გამარჯვება სიყვარულში, ან ვინმესთვის კამათის მოგება. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს იმისთვის, რომ არა მხოლოდ განამტკიცოთ მიღწეული პოზიციები, არამედ წინაც გადადგათ ნაბიჯი და კონკურენტები უკან მოიტოვოთ. ეს დღე იდეალურია იმისთვის, რომ დაისახოთ ამბიციური გეგმები, მიაღწიოთ სასურველს და კარიერის საკითხებს მიხედოთ.

კირჩხიბი: დღეს ვარსკვლავები კარგ შესაძლებლობებს მოგცემენ და შანსები რომ ხელიდან არ გაუშვათ, სწრაფად ფიქრი და მოქმედებებია საჭირო. დიდი ალბათობით, საჭირო იქნება მოქნილი და არასტანდარტული მოქმედება. ამისთვის კი ყველა თვისება გაქვთ: კომუნიკაბელურობა, სწრაფი რეაქცია და ავანტიურული სული. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ გარშემომყოფების სიმპათია მოიპოვოთ და ნებისმიერი მოვლენა თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ, ანუ გაქვთ შანსი, „მინუსი“ „პლუსად“ აქციოთ.

ლომი: ესაა დღე, როდესაც რეალობად შეგიძლიათ აქციოთ ყველაზე გრანდიოზული გეგმებიც კი. ვარსკვლავები დიდ წარმატებებს გპირდებიან ამბიციურ წამოწყებებში. თუ რამე გლობალურ პროექტს წამოიწყებთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სამუშაო იქნება ეს, ბიზნესი, სიყვარული თუ სხვა, არ ინანებთ: გეგმები დროთა განმავლობაში განხორციელდება, ხოლო შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ არ ღირს „დაწვრილმანება“ და დროის უაზრო და ყოველდღიურ საზრუნავზე დახარჯვა – არ შეუშინდეთ ოცნებებს და იმოქმედეთ – წინ ახალი ჰორიზონტები გელოდებათ.

ქალწული: დღეს რაღაც საკითხში არჩვენის წინაშე დადგომა მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკითხი მნიშვნელოვნად არც მოგეჩვენოთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ამ გადაწყვეტილებაზე შემდგომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას არ აჰყვეთ ემოციებს, სხვების რჩევებს, „მკითხაობას“. საკითხზე კარგად დაფიქრდით, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მას და ეს თქვენი არჩევანი შემდეგ სანანებელი არ გაგიხდებათ.

სასწორი: დღეს უკომპრომისოდ ხართ განწყობილი – ან ყველაფერი, ან არაფერი. მიზანს მკაფიოდ დაინახავთ და მისკენ მიმავალ გზაზე მომთხოვნი იქნებით როგორც გარშემომყოფების, ისე საკუთარი თავისადმი. გასაკვირი არ იქნება, თუ უკმაყოფილო იქნებით და გააკრიტიკებთ ირგვლივ მყოფებს. თქვენ ფიქრობთ, რომ გინდათ, საქმე კარგად წავიდეს, გარშემომყოფები კი ფიქრობენ, რომ მათ ექსპლუატაციას ეწევით და მათზე მბრძანებლობთ. სხვათა შორის, ამგვარი დამოკიდებულების წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ არა ადამიანებთან ურთიერთობებში.

მორიელი: დღეს „დამოუკიდებლობის“ დღე გაქვთ. ირგვლივ მყოფთა მოსაზრებები ყველაზე ნაკლებად აგაღელვებთ – დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ასეთი განწყობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ ბიზნესში და გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ჩხუბის მიზეზიც შეიძლება გახდეს. სხვათა შორის, თუ ვინმეს თქვენთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდება, არაა საჭირო კამათი, საკმარისი იქნება რჩევის კითხვა – თქვენ ბრძენი მრჩევლის როლს სიამოვნებით შეასრულებთ, გაუზიარებთ მას საკუთარ გამოცდილებას, მხარს დაუჭერთ და დაეხმარებით.

მშვილდოსანი: თქვენი ენერგიულობა დღეს მხოლოდ შესაშური იქნება: აქტიურობა, შრომისუნარიანობა, თავდაჯერებულობა. არაა გასაკვირი, თუ ასეთი შემართებითა და მოზღვავებული ძალებით ყველაზე რთულ და მწვავე საკითხებს შეეჭიდებით, იქნება ეს ძველი, თაროზე შემოდებული საქმეები თუ ახალი პროექტი. ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, რომ რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, ეცადოთ და არ გააღიზიანოთ გარშემომყოფები თქვენი „რკინისებრი“ თავდაჯერებულობით.

თხის რქა: დღეს მოულოდნელი სირთულეები გელოდებათ, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ უამრავი ძალა და ენერგია გექნებათ მათთან საბრძოლველად. ვარსკვლავები და პლანეტები დაგეხმარებიან, რომ აღიჭურვოთ ნებისყოფით, კომუნიკაბელურობით, სხვების დარწმუნების უნარით, რომელთა წყალობითაც ნებისმიერი სიტუაციის თქვენთვის სასარგებლოდ შემობრუნება შეგიძლიათ. ყოველი ვითარების უკან ხომ, როგორც წესი, კონკრეტული ადამიანები დგანან, ხოლო ადამიანებთან შეთანხმებას აუცილებლად შეძლებთ.

მერწყული: დღეს თქვენთვის მშრალი ფაქტებისა და ციფრების დღეა, ხოლო ყველაფერი, რისი დასაბუთებაც ლოგიკურად არის საჭირო, გართულდება. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ენდოთ ისეთ არასაიმედო რამეს, როგორიც ინტუიციაა. სამაგიეროდ, გათვლები და ფაქტების ანალიზი იოლად გამოგივათ. მიუძღვენით დღე ზუსტ მეცნიერებებს, დაგეგმვასა და ფინანსებს – არ ინანებთ. ბევრი რამ შეგიძლიათ, მაგალითად, გადასახადების მოწესრიგება, ბიუჯეტის გათვლა და გენიალური გეგმის შედგენა, თუ როგორ „გახდეთ მილიონერი“.

თევზები: დღეს რისკავთ, რომ თქვენი თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში გადაიზარდოს. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ შეგიძლიათ, უარი უთხრათ ირგვლივ მყოფებს დახმარებაზე, უარყოთ მათი რჩევები და ეს იმით გაამართლოთ, რომ თქვენ უფრო კარგად იცით ყველაფერი. ექსპერტები გაფრთხილებენ, რომ თუნდაც 100 პროცენტით იყოთ რამეში დარწმუნებული, ეს არ ნიშნავს, რომ 100 პროცენტით მართალი ხართ. ყველაზე დიდი შეცდომა ის იქნება, იფიქროთ, რომ შეცდომას არ დაუშვებთ. წარმატებებს დღეს მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიაღწევთ.

0