Спутник V

„რუსი მეცნიერების მიღწევები“: The New York Times–ის ჟურნალისტი რუსული ვაქცინით აიცრა

130
(განახლებულია 00:16 10.01.2021)
მთავარი კითხვები ვაქცინასთან დაკავშირებით სკეპტიკოსების მხრიდან ოპერატიული რეგისტრაციის გამო გაჩნდა, მაგრამ, როგორც კრამერი წერს, მოგვიანებით მის უსაფრთხოებაში თავად დარწმუნდა

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. The New York Times–ის ჟურნალისტი კორონავირუსის რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"–თი აიცრა და ამის შესახებ სტატია დაწერა, იუწყება РИА Новости.

კორესპონდენტმა აღიარა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პრეპარატის ცდების მსვლელობის შესწავლის შემდეგ მიიღო. მისი აზრით, ძირითადი კითხვები სკეპტიკოსების მხრიდან ვაქცინის ოპერატიულად დარეგისტრირების გამო გაჩნდა, თუმცა, როგორც კრამერმა აღნიშნა, ვაქცინის უსაფრთხოებაში მოგვიანებით ის თავად დარწმუნდა.

„ცდების შედეგებს, როგორც ჩანს, შეიძლება ვუწოდოთ რუსი მეცნიერების გაუყალბებელი მიღწევები“, – აღნიშნა მან.

ამასთან, კორესპონდენტმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ პრეპარატი ხელმისაწვდომია რუსეთის საავადმყოფოებში. მისი თქმით, ვაქცინაცია რუსეთში, აშშ–ისა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მკაფიოდ და კარგად არის ორგანიზებული.

როგორც კრამერი წერს, მან შეძლო და თავი აარიდა ბევრ გვერდით ეფექტს, რომლის თაობაზეც მედიკოსები აფრთხილებდნენ, მაგალითად, ძლიერ თავის ტკივილს, ტემპერატურის მომატებას.

ჟურნალისტმა აღიარა, რომ უნდობლად ეკიდება კამათს ვაქცინაციაზე მთელ მსოფლიოში და პრეპარატის სწრაფ რეგისტრაციას „პოლიტიზებულ“ ნაბიჯად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, მან მკითხველს ურჩია, ყურადღება მიაქციოს იმას, რომ „სპუტნიკ V"–ს უკვე აწვდიან ბელარუსს, არგენტინასა და სხვა ქვეყნებს, და შესაბამისად, ნებისმიერი სერიოზული შედეგების შესახებ უკვე გახდებოდა ცნობილი.

რუსეთში სამოქალაქო ვაქცინაცია კორონავისურსზე 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. ამჟამად შესაძლებელია გამალეის ცენტრში შექმნილი პრეპარატ „სპუტნიკ V"–თი აცრა.

საქართველომ შეიძლება ისარგებლოს რუსული ვაქცინით, თუ მას ჯანმო აღიარებს>>

პოსრეგისტრაციული კვლევის ფარგლებში ჩატარებული მონაცემების ანალიზის შედეგებით, პრეპარატმა აჩვენა 91,4 პროცენტი ეფექტურობა, ხოლო მძიმე შემთხვევებში – 100 პროცენტი.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდა რისკის ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებს: ექიმებს, მასწავლებლებს, სოცმუშაკებს, შემდეგ სფეროები გაფართოვდა და მასში ჩაერთნენ მრავალფუნქციური ცენტრების, ვაჭრობის, მომსახურების სფეროების წარმომადგენლები, მოხალისეები, სტუდენტები, საბანკო და საფინანსო სექტორების წარმომადგენლები, სახელისუფლებო და საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლები.

130

რუსეთში COVID-19-ზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება

1
რუსეთში შემდეგი კვირიდან კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას უკვე დაავალა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მომზადება

დაგვეხმარება თუ არა ვაქცინა „უფრო გართულებული“ პანდემიის დამარცხებაში? რომელ ქვეყნებში ცრიან ადამიანებს პრეპარატი „სპუტნიკ ვ-თი“? და უნდა გვქონდეს თუ არა იაკუტიელი მეცნიერების მიერ არყის ფესვიდან დაზმზადებული ვაქცინის იმედი?

1
ვაქცინაცია

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინას დაარეგისტრირებენ

5
პრეპარატი არსებითად განსხვავდება სხვა ვაქცინებისგან, კლინიკურმა კვლევებმა მისი ეფექტურობა გამოავლინა

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე რუსული ვაქცინა უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ.

უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც შექმნილია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩუმაკოვის სახელობის ფედერალურ სამეცნიერო კვლევით ცენტრში. ანა პოპოვას თქმით, წინასწარი კლინიკური ცდები „ძალიან კარგია და თვალსაჩინოა“.

ამგვარად, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაზე უკვე სამი ეფექტური ვაქცინაა შემუშავებული.

„მეორე ასეთი ქვეყანა მსოფლიოში არ არის, სადაც საკუთარი ვაქცინები გამოავლინეს - გარდა იმისა, რომ შექმნეს ლაბორატორიაში, წარმოების შესაძლებლობაც მისცეს. ეს უიშვიათესი, უნიკალური შემთხვევაა“, - აღნიშნა პოპოვამ.

ჩუმაკოვის ცენტრის ვაქცინა, მსოფლიოში რეგისტრირებული სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, არის პირველი თაობის ვაქცინა (ვირიონული) ანუ შეიცავს მთლიან, დაუნაწევრებელ, მაგრამ მოკლულ SARS-CoV-2 ვირუსს და არა მის ნაწილს.

როგორც ცნობილია, რუსეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა - „სპუტნიკ V“ , რომელიც გამალეის ცენტრშია შექმნილი, და „როსპოტრებნადზორის“ ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრ „ვექტორის“ მიერ შექმნილი ვაქცინა. მოსკოვში მასობრივი ვაქცინაცია 5 დეკემბერს დაიწყო, რუსეთის სხვა რეგიონებში - 15 დეკემბერს. 

5
საპატრულო პოლიცია

თბილისის ზღვაზე მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

0
ბრალდებულმა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაპირისპირებას წინ უძღოდა შელაპარაკება.

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 38 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0