მოსკოვი

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 3 მილიონს აჭარბებს

70
(განახლებულია 21:02 26.12.2020)
რუსეთში, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მეოთხე ადგილს იკავებს, მატების ტემპი 1%-ის დონეს ინარჩუნებს

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 29 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება კორონავირუსულ ინფექციასთან პრევენციისა და ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

„ბოლო 24 საათში რუსეთის 85 რეგიონში COVID-19-ს 29 258 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 4 571 (15,6%) - აქტიურად კონტაქტურ პირებში დაავადების კლინიკური გამოვლინებების გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეისათვის ქვეყანის 85-ვე რეგიონში კორონავირუსის 3 021 964 შემთხვევაა გამოვლენილი. პანდემიის დაწყებიდან რუსეთში 54 226 ადამიანი გარდაიცვალა (+567 ბოლო 24 საათში), ხოლო გამოჯანმრთელდა 2 426 439 ადამიანი (+28 185).

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევებით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. პირველზეა აშშ (18,7 მლნ), მეორეზე - ინდოეთი (10,1 მლნ), ხოლო მესამეზე - ბრაზილია (7,4 მლნ).

ჯანმომ COVID-19-ის აფეთქება 11 მარტს ეპიდემიად გამოაცხადა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 80 მილიონს უახლოვდება, 1,75 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.

70
შახტა

ტრაგედია ტიხოვის სახელობის შახტში: დაღუპულია სამი ადამიანი

56
(განახლებულია 17:03 22.01.2021)
მომხდარ ფაქტზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 217-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. რეგიონის ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახებს მატერიალურ დახმარებას ჰპირდება.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. კემეროვოს ოლქის ლენინსკ–კუზნეცკის რაიონში მდებარე ტიხოვის სახელობის შახტში სამთო მასის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости რეგიონის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.

შემთხვევის დროს ტერიტორიაზე 44 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ 41-ის ამოყვანა მოხერხდა.

„ამ დროისათვის ორი მაღაროელის ცხედარია ნაპოვნი, კიდევ ერთი მაღაროელის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა მესამე მაღაროელის ცხედარიც იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

შახტში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებულია.

56
თემები:
რუსეთი დღეს
Sputnik V

„ინოვაციური განსხვავება“: ექსპერტმა „სპუტნიკ V-ს“ უპირატესობა დაასახელა

22
(განახლებულია 14:19 21.01.2021)
ამ დროისათვის რუსეთში კლინიკური გამოცდების ეტაპზეა კიდევ ერთი - „ცოცხალი“ ვაქცინა, რომლის დასარეგისტრირებლად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა დოკუმენტაცია

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ უკეთეს შედეგებს აჩვენებს, ვიდრე ერთვექტორიანი პრეპარატები, განაცხადა მეცნიერთა საექსპერტო საბჭოს წარმომადგენელმა კარლოს სალამ.

„ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებდა ადენოვირუსების სხვადასხვა ვექტორების გამოყენების სტრატეგია [ამ მეთოდის] დიდი ეფექტურობის ჰიპოთეზის გამო. და ეს წარმოჩინდა: იმავე პლატფორმაზე დამზადებულ ვაქცინებთან შედარებისას უკეთეს შედეგებს ვხედავთ“, — ციტირებს РИА Новости სალას სიტყვებს.

ექსპერტმა ამას ინოვაციური შედეგი უწოდა.

ვაქცინა „სპუტნიკ V“, რომელიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების საფუძველზეა დამზადებული, გასული წლის აგვისტოში დარეგისტრირდა რუსეთში, რითაც ის COVID-19–ის პროფილაქტიკის პირველი ვაქცინა გახდა მსოფლიოში. ვაქცინა გამალეის ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით. პრეპარატი ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს სამკვირიანი შუალედით.

მეორე რუსული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ — ეს ნოვოსიბირსკის ცენტრ „ვექტორში“ შექმნილი „ეპივაკკორონაა“.

გარდა ამისა, ამ დროისათვის კლინიკური გამოცდების ეტაპზეა ჩუმაკოვის ცენტრში შექმნილი „ცოცხალი“ ვაქცინაც. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო დოკუმენტები მისი რეგისტრაციისათვის.

22
თემები:
რუსეთი დღეს
ტოკიოს ოლიმპიადის ლოგოტიპი

კიდევ გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიადა: IOC-ი კომენტარს აკეთებს

0
(განახლებულია 22:27 22.01.2021)
IOC (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი), თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი და ტოკიოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოება უზრუნველყოს

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი ამ ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გადადებას ან გაუქმებას გამორიცხავს, მიუხედავად მედიაში გავრცელებული ხმებისა, ნათქვამია IPC-ის განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის ხელისუფლებამ თამაშების გაუქმების შესახებ შეუთანხმებელი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კონცენტრირდება. იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის მოადგილემ მანაბუ საკაიმ უარყო ეს ინფორმაცია.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), IPC, საორგანიზაციო კომიტეტი „ტოკიო 2020“ და ყველა პარტნიორი განწყობილია თამაშების წარმატებით ჩატარებაზე და ორიენტირებულია ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების უსაფრთხო და საიმედო ორგანიზებაზე. ეს პოზიცია არ შეცვლილა და დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა IOC-მა, „ტოკიო 2020-მა“ და იაპონიის მთავრობამ“, — ნათქვამია IPC -ის განცხადებაში.

თავის მხრივ, ოლიმპიური თამაშების მინისტრმა სეიკო ჰასიმოტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა, საორგანიზაციო კომიტეტი და ტოკიოს ხელისუფლება განაგრძობს სპორტული ფორუმისთვის მზადებას.

ამასთან, ზოგი მაღალი რანგის იაპონელი ჩინოვნიკი არ გამორიცხავს თამაშების გადადებას. ოსაკას პრეფექტურის გუბერნატორმა იოსიმურა ჰიროფუმიმ განაცხადა, რომ ოლიმპიადის გადადება არ სურთ, მაგრამ „გადატანა რეალურია“.

ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა