ევგენი პრიმაკოვი

პრიმაკოვი: განვიცდით ყველაფერს, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ხდება

39
(განახლებულია 09:13 22.12.2020)
 „როსსოტრუდნიჩესტვომ“, ეროვნებათა საქმეები ფედერალურმა სააგენტომ და „როსმოლოდიოჟმა“ ხელის მოაწერეს რუსეთის ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის საგზაო რუკას.

მარია ნაუმენკო

 „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვნელ ევგენი პრიმაკოვის თქმით, 2021 წელს ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებს დაეთმობა.

„ყურადღება, პირველ რიგში, დაეთმობა დსთ-ს, ახლო საზღვარგარეთს, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეს. ეს ის ქვეყნებია, რომლებთანაც ჩვენ საერთო ისტორიული ბედი გვაკავშირდებდა.  ჩვენ არ ვართ გულგრილები, განვიცდით ყველაფერს, რაც იქ ხდება. უფრო მეტიც, ეს ასახულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, მის პრიორიტეტებში. რა თქმა უნდა, ახლო საზღავრგარეთი პირველ რიგში“, ― განაცხადა პრიმაკოვმა.

დოკუმენტი შემუშავებულია „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ინიციატივით შემუშავდა რუსეთის 2025 წლამდე სახელმწიფო ეროვნული პოლიტიკის საფუძველზე.

სააგენტოებს განზრახული აქვთ, მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიებები უცხოეთში, რომლებიც საზღვარგარეთ ჩამოაყალიბებს რუსეთის, როგორც მრავალეროვნული და პოლიკონფესიური ქვეყნის იმიჯს. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია ღონისძიებები რუსული ეთნოტურიზმისა და ხალხური რეწვის პოპულარიზაციისთვის.  

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ახალგაზრდული თანამშრომლობის თვალსაზრისით. შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იყოს მცდელობები, აეკრძალოთ ურთიერთობა ახალგაზრდებს, მაგრამ როგორც კონკრეტული ღონისძიებების, მაგალითად, ახალგაზრდობისა და სტუდენტების მსოფლიო ფესტივალის პრაქტიკა აჩვენებს,  ეს შეუძლებელია. ასეთი საერთაშორისო ურთიერთობა არის პირდაპირი გზა უცხოეთში ჩვენი თანატოლების გულებისკენ“, ― აცხადებს „როსმოლოდიოჟის“ ხელმძღვანელი ალექსანდრ ბუგაევი.

ერთობლივი ღონისძიებები იქნება სამზადისი რელიაგიათშორისი და ინტერეთნიკური მსოფლიო კონფერენციისთვის, რომელიც რუსეთში 2022 წელს გაიმართება გაეროს, იუნესკოს, გაეროს პარლამენტთშორისი კავშირისა და ცივილიზაციათა ალიანსის მხარდაჭერით.

39
თემები:
რუსეთი დღეს (718)
ვაქცინაცია ბრაზილიაში

რუსული ვაქცინის რეგისტრაციას ორ კვირაში 25 ქვეყანაში გეგმავენ

14
(განახლებულია 17:51 26.01.2021)
ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულმა ვაქცინა „სპუტნიკV"-მ რეგისტრაცია 14 ქვეყანაში გაიარა

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინა „სპუტნიკV"-ს უახლოეს პერიოდში ოცზე მეტ ქვეყანაში დაარეგისტრირებენ, მიაჩნია პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის დირექტორ კირილ დმიტრიევს, იუწყება РИА Новости.

ფონდის დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად მუშაობდა და ვაქცინის წარმოების კუთხით ბევრი პარტნიორობა შეიქმნა.  

„ამჟამად ვაქცინა „სპუტნიკV" 14 ქვეყანაშია რეგისტრირებული, უახლოეს ორ კვირაში რეგისტრაციას 25-ზე მეტ ქვეყანაში ველით“, - განაცხადა დმიტრიევმა დავოსის მასოფლიო ეკონომიკური ფორუმის სესიაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში იმართება.

ვაქცინა „სპუტნიკ V" ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას და დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში და თურქმენეთში. დაწყებულია ვაქცინის ევროკავშირში რეგისტრაციის ინიცირების პროცესი.

14
კირილ ვიშინსკი და მარია ბუტინა პიკეტზე

ვიშინსკიმ და ბუტინამ ჟურნალისტების დევნა გააპროტესტეს

9
(განახლებულია 19:54 26.01.2021)
მოსკოვში ლატვიის საელჩოს წინ ორმა საზოგადო მოღვაწემ და ჟურნალისტმა მარია ბუტინამ და კირილ ვიშინსკიმ საპროტესტი პიკეტი გამართეს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საზოგადო მოღვაწე მარია ბუტინამ და ჟურნალისტმა კირილ ვიშინსკიმ პიკეტი მოაწყვეს მოსკოვში ლატვიის საელჩოს წინ, იუწყება РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუტინამ და ვიშინსკიმ ამ სახით გაპროტესტეს ჟურნალისტების დევნა, რომლებიც ლატვიასა და მთლიანად ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულ მასმედიასთან თანამშრომლობენ. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ლატვიის სპეცსამსახურებმა Sputnik-ის და Baltnews-ის თანამშრომელი ლატვიელი ჟურნალისტები დააკავეს და ჩხრეკა ჩაატარეს მათ სახლებში.

„ჩემი აქცია — ეს არის მცდელობა, ყურადღება გავამახვილებინო საერთაშორისო სტრუქტურებსა და ჩვენს თანამემამულეებს ბალტიისპირეთში ჟურნალისტების მიმართ შექმნილ ვითარებაზე“, — განაცხადა მარია ბუტინამ.

კირილ ვიშინსკის თქმით, „ლატვიამ უნდა დაიცვას კანონი და არ დაარღვიოს ჟურნალისტთა უფლებები“.

მანამდე მარია ბუტინას პროექტის #Своихнебросаем ფარგლებში ტელეარხმა RT-მ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია წამოიწყო ლატვიაში 2020 წლის 3 დეკემბერს დაკავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად.

ლატვიის უსაფრთხოების სამსახური მათ ევროკავშირის სასანქციო რეჟიმის დარღვევას ედავება Sputnik-თან და Baltnews-თან თანამშრომლობის გამო, რომლებიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს შემადგენლობაში შედიან. თავად სააგენტო არანაირ სასანქციო სიაში არ ფიგურირებს, შეზღუდვები კონკრეტულად მის გენერალურ დირექტორს დმიტრი კისელიოვს ეხება.

 

9
თემები:
რუსეთი დღეს (718)
ყვავილი ზამთარში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 იანვარი

0
(განახლებულია 12:08 26.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 27 იანვარია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

დღეს მგზნებარე ვნებებისა და განცდების დღეა. ემოციურ ფონზე მოსალოდნელია ცვალებადი განწყობა, სპონტანური მოქმედებები და გრძნობები, ექსცენტრულობა. ადამიანებს მწვავე რეაგირება ექნებათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით ექსპერტები გირჩევენ, არ შეეხოთ სხვების გრძნობებსა და ინტერესებს – ეს, შესაძლოა, სავალალოდ დასრულდეს. ამ დღეს პლუსიც აქვს – მომატებული ამბიციურობა და პატივმოყვარეობა სამუშაოზე, კარიერასა და სიყვარულში წარმატებების მიღწევას შეუწყობს ხელს.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი: ექსპერტები გირჩევენ, რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ თავი ჭორებისა და ინტრიგებისგან, რომ ამაში ჩათრეული არ აღმოჩნდეთ. რაც არ უნდა ბობოქარი მოვლენები განვითარდეს ირგვლივ, განზე უნდა დარჩეთ, შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი და მხოლოდ საკუთარი საქმე გააკეთოთ. გარშემომყოფები თქვენ გარეშეც მოაგვარებენ სიტუაციას, მაგრამ თუ თავს ვერ შეიკავებთ და ვინმეს მხარეს დაიჭერთ, საბოლოოდ ეს სანანებელი გაგიხდებათ – ამან თქვენს რეპუტაციაზე დამღუპველად შეიძლება იმოქმედოს.

კურო: სასურველი შედეგის მისაღწევად დღეს მხოლოდ „შემოვლითი“ გზებით უნდა ისარგებლოთ. გარშემომყოფებთან პირდაპირი საუბრის მცდელობა არაფერს მოიტანს, ხოლო „პარტიზანული“ მეთოდები კი, როგორიცაა, მაგალითად, მინიშნებები, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდება. ასე რომ, თუ საკუთარი იდეის წამოწევა გინდათ, ამისთვის საუკეთესო საშუალება იქნება მოხერხებულობა, საჭირო ადამიანის დარწმუნება ამ იდეაში ისე, რომ მან იფიქროს, თითქოს თვითონ მოუვიდა ეს აზრი თავში.

ტყუპი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს მოულოდნელად საკმაოდ მაცდური წინადადება შეიძლება მიიღოთ. ეს, შესაძლოა, თქვენს შემოსავლებს, მუშაობას ან პირად ცხოვრებას ეხებოდეს. თუმცა, სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. როდესაც დეტალებს ჩაუღრმავდებით და კარგად გათვლით, მომგებიანია თუ არა ეს წინადადება თქვენთვის, მხოლოდ მაშინ შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

კირჩხიბი: დღეს ნამდვილ სუპერმენად იგრძნობთ თავს. ვარსკვლავები მოგანიჭებენ უსაზღვრო ენერგიას, აივსებით აზარტით, ვერ იგრძნობთ დაღლილობას და ამ ყველაფრის წყალობით მთების გადადგმა შეგიძლიათ. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ რაღაც გადაუჭრელი საკითხები გაქვთ „მარაგში“ – დღეს შესანიშნავი შანსია ყველაზე უიმედო ჩანაფიქრის განხორციელებისთვისაც კი. და მაინც, როდესაც „მთების გადადგმას“ დაიწყებთ, ზედმეტიც არ მოგივიდეთ – ზომიერება მაინც კარგი რამაა.

ლომი: გარშემომყოფები რამე საკითხისადმი მოულოდნელი მიდგომით შეიძლება გააკვირვოთ. არაა გამორიცხული, რომ პრობლემის, რომელზეც ბევრი ადამიანი ამაოდ იმტვრევდა თავს, გადაჭრის ძალზე დახვეწილი მეთოდი წარმოადგინოთ. დღეს არასტანდარტული აზროვნება გახასიათებთ და ამის წყალობით ბევრ ამოცანას სხვა კუთხით შეხედავთ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება შემოქმედების სფეროებში მოღვაწე ლომებისთვის – შთაგონების მოზღვავებას იგრძნობთ.

ქალწული: დღეს განსაკუთრებულად დამოუკიდებლად იგრძნობთ თავს. ნებისმიერი მცდელობა ირგვლივ მყოფთა მხრიდან, რომ რჩევა მოგცენ ან გმართონ, პირად შეურცხყოფად იქნება თქვენი მხრიდან აღქმული. ასეთი პოზიცია, ერთი მხრივ, შესაძლოა, თქვენთვის გარშემომყოფებთან კონფლიქტებით შემობრუნდეს. მეორე მხრივ კი, დამოუკიდებლები ვერ მიიღებთ ვერანაირ ჩარჩოს, საზღვარს და ეს საქმეებზე შეიძლება პოზიტიურად აისახოს. იქ, სადაც სხვა ჩიხში მოექცევა, თქვენ არაორდინარულ გადაწყვეტილებას შესთავაზებთ.

სასწორი: დღეს რაღაც მოვლენამ შეიძლება გაგანაწყოთ და კალაპოტიდანაც კი ამოგაგდოთ. მაგრამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არ ღირს. ეს ნორმალურია – საქმეებში ხან ყველაფერი კარგად გამოდის და ხან – არა. ირგვლივ მყოფების იმედზე ყოფნაც ყოველთვის არ ღირს. დღეს უნდა გახსოვდეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ანგარიში უნდა ჩააბაროთ და ვისი იმედიც უნდა გქონდეთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. ასეთ შემთხვევაში იმედგაცრუებაც ნაკლები გექნებათ.

მორიელი: დღეს დილიდან ლიდერის პოზიციაზე იგრძნობთ თავს. და საქმე ის კი არაა, რომ სხვებზე მბრძანებლობა მოგინდებათ, არამედ მთავარია ის, რომ გარშემომყოფები თქვენ სიტყვას დაუგდებენ ყურს. თქვენი ნათქვამი ძალზე დამაჯერებელი იქნება და ამის წყალობით დიდი ძალისხმევის გარეშე მიიპყრობთ ყურადღებას, დააინტერესებთ ადამიანებს და დაარწმუნებთ საკუთარ სიმართლეში. სწორედ ეს უნდა გააკეთოთ დღეს – წარმოადგინოთ თქვენი იდეები, პროექტები ხოლო ყოფით საკითხებზე დროის დახარჯვა მართლაც გაუმართლებელი იქნება.

მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფები, თითქოს შეთანხმებულად, თქვენი მოთმინების გამოცდას მოაწყობენ, რომელიც ისედაც უკვე სავსეა. გასაკვირი არცაა, რომ რაღაც მომენტში მოთმინების ფიალა გაივსოს და „აფეთქდეს“ ეს რომ არ მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, „ორთქლი ნელ–ნელა გამოუშვათ“ და არ დაელოდოთ მის ავსებას. სჯობს, მაგალითად, მთელი დღე იბუზღუნოთ, ვიდრე მრისხანება მთელი დღე აგროვოთ და მერე ერთიანად ამოხეთქოთ – მოაწყოთ გრანდიოზული სკანდალი.

თხის რქა: დღეს არაერთი სიურპრიზი შეიძლება გელოდებოდეთ. არა გამორიცხული, რომ ამის წყალობით რაღაც–რაღაცებს სრულიად სხვა კუთხით შეხედოთ. საქმეებში, შესაძლოა, ახალი ფაქტები გამოჩნდეს, არ გარშემომყოფებიდან ერთ–ერთმა აბსოლუტურად სხვა მხრიდან აჩვენოს თავი. ეს, რა თქმა უნდა, საქმეებისგან მოგწყვეტთ, მაგრამ ახალ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.

მერწყული: დღეს რისკავთ, რომ რომელიღაც საინტერესო იდეა საფუძველშივე ამოძირკვოთ. ამაში დამნაშავე თქვენი მოუთმენლობა იქნება გადაწყვეტილების მიღებისა და სურვილის არქონა, რომ დეტალებს ჩაუღრმავდეთ. მერე რომ სანანებელი არ გაგიხდეთ, გახსნილი უნდა იყოთ ნებისმიერი ახალი აზრის, პროექტისა და იდეისთვის. ბოლოს და ბოლოს, მათზე უარის თქმას ყოველთვის მოასწრებთ.

თევზები: დღეს საშუალება მოგეცემათ, რომ თქვენი ორგანიზატორული უნარები წარმოაჩინოთ, თუნდაც ეს ნიჭი „ღრმა ძილის მდგომარეობაში“ იყოს. გარშემომყოფებისთვის დავალების მიცემა, მოვალეობების გადანაწილება, ენთუზიაზმით დამუხტვა – ეს ყველაფერი დღეს თქვენთვის ძალზე იოლია. თუნდაც სხვების ხელმძღვანელობის საშუალება არ გქონდეთ, სულ მცირე, საკუთარი თავის შესანიშნავად ორგანიზებას მაინც მოახერხებთ.

0