ვაქცინა Sputnik V - პირველი კომპონენტი

ყაზახეთში რუსული ვაქცინის წარმოება დაიწყო

33
(განახლებულია 18:41 21.12.2020)
მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ყაზახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს წარმოება დაიწყო, იუწყება რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სამსახური.

კომპლექსი უკვე მოინახულა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ასკარ მამინმა.

„ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ასკარ მამინი ყარაგანდის ფარმაცევტულ კომპლექსს ეწვია, სადაც ვაქცინა Sputnik V-ს წარმოებამ აიღო სტარტი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ–ჟომარტ ტოკაევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეთანხმებათა რეალიზაციის ფარგლებში“, — აცხადებს მთავრობის პრეს-სამსახური.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ აგვისტოში დაარეგისტრირა, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა შექმნილია ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, რომელიც კარგადაა შესწავლილი და შემოწმებული. რუსი სპეციალისტების თქმით, მისი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა — უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობაა.

„სპუტნიკ V“-ს ეფექტურობამ კორონავირუსული ინფექციების მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ 100% შეადგინა. დაავადების დადასტურებულ შემთხვევებს შორის პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირდა 20 მძიმე შემთხვევა, მაშინ, როცა ვაქცინით აცრის შემთხვევაში მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18-დან 60 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადების არმქონე პირებს.

 

33
თემები:
რუსეთი დღეს (718)
კირილ ვიშინსკი და მარია ბუტინა პიკეტზე

ვიშინსკიმ და ბუტინამ ჟურნალისტების დევნა გააპროტესტეს

6
(განახლებულია 14:05 26.01.2021)
მოსკოვში ლატვიის საელჩოს წინ ორმა საზოგადო მოღვაწე და ჟურნალისტმა, მარია ბუტინამ და კირილ ვიშინსკიმ საპროტესტი პიკეტი გამართეს

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საზოგადო მოღვაწე მარია ბუტინამ და ჟურნალისტმა კირილ ვიშინსკიმ პიკეტი მოაწყეს მოსკოვში ლატვიის საელჩოს წინ, იუწყება РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუტინამ და ვიშინსკიმ ამ სახით გაპროტესტეს ჟურნალისტების დევნა, რომლებიც ლატვიასა და მთლიანად ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულ მედიასთან თანამშრომლობენ. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ლატვიის სპეცსამსახურებმა Sputnik–თან და  Baltnews–თან თანამშრომელი ლატვიელი ჟურნალისტები დააკავეს და ჩხრეკა ჩაატარეს მათ სახლებში.

„ჩემი აქცია — ეს არის მცდელობა, ყურადღება გავამახვილებინო საერთაშორისო სტრუქტურებსა და ჩვენს თანამემამულეებს ბალტიისპირეთში ჟურნალისტების მიმართ შექმნილ ვითარებაზე“, — განაცხადა არია ბუტინამ.

კირილ ვიშინსკის თქმით, „ლატვიამ უნდა დაიცვას კანონი და არ დაარღვიოს ჟურნალისტთა უფლებები“.

მანამდე მარია ბუტინას პროექტის #Своихнебросаем ფარგლებში ტელეარხმა RT–მ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია წამოიწყო ლატვიაში 2020 წლის 3 დეკემბერს დაკავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად.

ლატვიის უსაფრთხოების სამსახური მათ ევროკავშირის სასანქციო რეჟიმის დარღვევას ედავება

Sputnik–სა და Baltnews–თან თანამშრომლობის გამო, რომლებიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня–ს შემადგენლობაში შედიან. თავად სააგენტო არანაირ სასანქციო სიაში არ ფიგურირებს, შეზღუდვები კონკრეტულად მის გენერალურ დირექტორ დმიტრი კიდელიოვს ეხება.

 

6
თემები:
რუსეთი დღეს (718)
კირილ ვიშინსკი

500 დღე კიევის საპატიმროში: კირილ ვიშინსკიმ წიგნი გამოსცა

4
(განახლებულია 13:36 26.01.2021)
ჟურნალისტმა კირილ ვიშინსკიმ, რომელიც კიევში თვითგამოცხადებული დონბასის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს ღალატში იყო ეჭვმიტანილი, საპატიმროში 15 თვე გაატარა

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მედიაჯგუფ Россия сегодня–ს აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ ვიშინსკიმ მოსკოვში გამოსცა წიგნი სახელწოდებით „Жил напротив тюрьмы…“.

წიგნის სათაური აღებული ანეგდოტიდან, რომელიც ვიშინსკიმ კიევის საგამოძიებო იზილატორიდან კოლეგებისადმი მიწერილ წერილში გაიხსენა 2019 წლის მარტში:

„კოლეგებო, მოგესალმებით კიევიდან! მე პრაქტიკულად ორ ნაბიჯში ვარ საკუთარი სახლიდან. ანეგდოტი — „ადრე ციხის პირდაპირ ვცხოვრობდი, ახლა კი სახლის პირდაპირ ვცხოვრობ“ — ჩემზეა“.

ავტორის თქმით, წიგნი ციხის შესახებ ნამდვილად არ არის. ვიშინსკის აზრით, ეს არის გულწრფელი და ფაქტებით დადასტურებული თხრობა იმისა, თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელიც მისთვის სრულიად უჩვეულო სამყაროში ხვდება, და რა ეხმარება მას გაძლებაში; ეს არის წიგნი იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია დიდ პოლიტიკას მყისიერად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.

„სენსაციებისა და საიდუმლობებისა არ ვიცი, მაგრამ ყველაზე ხმაურიანი რუსულ–უკრაინული გაცვლის ზოგი კულისებს მიღმა მომხდარი დეტალისთვის ფარდის ახდა ნამდვილად გამომივა. ყველაზე მეტად 2014 წლის მაიდნის შემდგომ, თანამედროვე უკრაინაზე მინდა მოგითხროთ — როგორს ვიცნობდი მას დაპატიმრებამდე, კიევში მუშაობისას, და როგორ დავინახე ის ციხეში და ციხიდან“, — წერს ვიშინსკი წიგნის წინასიტყვაობაში.

როგორც ტელეარხ RT–სა და მედიაჯგუფ Россия сегодня–ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი წერს წიგნის ანოტაციში:

  • „კირილ ვიშინსკიმ — უკრაინული წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარმა სიმბოლომ, შესანიშნავმა ჟურნალისტმა და ნამდვილმა მებრძოლმა წიგნი დაწერა ამ ყველაფრის შესახე. წაკითხვა სავალდებულოა“.

წიგნი 26 იანვარს გამოვიდა ონლაინ–გაყიდვების ქსელში.

კირილ ვიშინსკი, რომელიც პორტალ РИА Новости უკრაინას ხელმძღვანელობდა, კიევში 2018 წლის 15 მაისს დააკავეს. ის ეჭვმიტანილი იყო თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკის მხარდაჭერასა და სახელმწიფო ღალატში. ამ მუხლით მაქსიმალური სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ მას რვაჯერ გაუხანგრძლივა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. უსეთის პრეზიდენტმა ვითარება უპრეცედენტოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ვიშინსკი „მისი პირდაპირი პროფესიული საქმიანობის, ჟურნალისტური ფუნქციის შესრულების გამო დააკავეს“. კირილ ვიშინსკიმ უკრაინის ციხებში 15 თვე გაატარა და 2019 წლის 28 აგვისტოს გათავისუფლდა. იმავე წლის 7 სექტემბერს კი რუსეთში დაბრუნდა.

 

4
თემები:
რუსეთი დღეს (718)
დეზინფექცია საპყრობილეში

ქსნისა და გლდანის ციხეებში კორონავირუსის 78 შემთხვევა დაფიქსირდა

0
(განახლებულია 16:12 26.01.2021)
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ტესტირება ჩატარებულია 10 პენიტენციურ დაწესებულებაში. 6654 PCR-ტესტის შედეგად კორონავირუსი 113 პატიმარს გამოუვლინდა

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. საქართველოს ორ დიდ პენიტენციურ დაწესებულებაში  ჩატარებული 4.157  PCR–ტესტიდან  დადებითი პასუხი 78 შემთხვევაში დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე .

მინისტრის ინფორმაციით, PCR ტესტირება N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულებების  პატიმრებს ჩაუტარდათ.

კერძოდ,  გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 2.422 ტესტიდან  დადებითი  38 აღმოჩნდა. ლორთქიფანიძის განცხადებით, კორონავისრუსისთვის დამახასიათბელი სიმპტომების მქონე პირები სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილი, უსიმპტომოები კი - დაწესებულების საკარანტინე სივრცეში იზოლაციაში არიან მოთავსებული. 

რაც შეეხება ქსნის N15 დაწესებულებას, დაწესებულებაში ჩატარებული 1735 ტესტიდან დადებითი პასუხი 40 შემთხვევაში დაფიქსირდა – ყველა ინფიცირებული უსიმპტომოა და მათი ჰოსპიტალიზაცია არ განხორციელებულა.

„ამ ეტაპისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინტენსიური ტესტირებების პროცესი ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური PCR–ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილებზე აღჭურვილი არიან პირბადით, ხელთათმანებითა და ბახილებით, მათ PCR–ტესტირება უტარდებათ კვირაში ერთხელ, ხოლო სწრაფი ტესტი – 72 საათში ერთხელ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მკაცრი შეზღუდვები დაავადების პრაქტიკულად პირველივე გამოვლენიდან მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 31 იანვრამდე (ჩათვლით) შეუჩერდათ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მანამდე დაშვებული იყო.



 

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები