ტელევიზორის პულტი

მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი რეალითი-შოუ ДОМ-2 იხურება: ცნობილია თარიღი

174
(განახლებულია 21:23 18.12.2020)
ტელეპროექტი „დომ-2“ ეთერში პირველად 2004 წელს გავიდა და დღემდე არ შეწყვეტილა. ეს მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი რეალითი-შოუა

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. რუსული გასართობი არხის, ТНТ–ს ხელმძღვანელობამ ტელეპროექტ Дом-2–ს დახურვა გადაწყვიტა, იუწყება რუსული მედია არხის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„არხТНТ–ზე მთავრდება მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ყოველდღიური რეალითი–შოუ სიყვარულის შესახებ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შოუს ფინალი 30 დეკემბერს გაიმართება, შემდგომში კი მისთვის განკუთვნილ საეთერო დროს სტენდაფის ჟანრის ხუთი პროგრამა ჩაანაცვლებს.

როგორც ТНТ–ს დირექტორი რომან პეტრენკო აცხადებს, არხს სხვა ფორმატებზე სურს კონცენტრირება.

აღსანიშნავია, რომ Дом-2 პირველად ეთერში 2004 წლის 11 მაისს გავიდა გავიდა და მას შემდეგ განუწყვეტლად გრძელდება. მას მილიონობით მაყურებელი ჰყავდა. ამ ხნის განმავლობაში ტელეპროექტში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

174
თემები:
რუსეთი დღეს (716)
რუსული ვაქცინა

თურქეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს წარმოება დაიწყება

59
(განახლებულია 09:08 24.01.2021)
ვაქცინა „სპუტნიკ V" ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა ფარმაცევტული პროდუქციის წამყვან თურქ მწარმოებელთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს თურქეთში წარმოების შეთანხმება გააფორმა და ტექნოლოგიის ტრანსფერი დაიწყო, აცხადებენ ფონდში.

„წარმოების პოტენციური მოცულობა - წელიწადში „სპუტნიკ V"-ს მილიონობით დოზა, ასევე განიხილება მომავალში წარმოების შესაძლო გაფართოების საკითხი. ვაქცინის მიწოდება განხორციელდება როგორც თურქეთის შიდა ბაზარზე, ისე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნეს ფონდში.

თურქი პარტნიორები დიდ დაინტერესებას ავლენენ ვაქცინის მიმართ, რომლის ეფექტურობა 90%-ს აღემატება, განაცხადეს ფონდში.

ვაქცინა „სპუტნიკ V" ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას და დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში და თურქმენეთში. დაწყებულია ვაქცინის ევროკავშირში რეგისტრაციის ინიცირების პროცესი.

59
ვაქცინაცია რუსეთში

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 7,6 მილიონი დოზაა წარმოებული

10
(განახლებულია 14:18 23.01.2021)
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსზე 20 მილიონ რუსეთის მოქალაქეს აცრიან

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. რუსეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უკვე 7,6 მილიონი დოზაა წარმოებული, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ.

„შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ვაქცინის უკვე 7,6 მილიონი დოზაა წარმოებული, 2,1 მილიონი დოზა ქვეყნის რეგიონებს მიეწოდათ“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, სხვაობა აიხსნება იმით, რომ ვაქცინის ეს მოცულობები სხვადასხვა დროს არის წარმოებული. ვაქცინის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ის ხარისხის კონტროლს გადის, შემდეგ კი გამოსაყენებლად მიეწოდება.

ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ვაქცინაციის 2 250 პუნქტი მუშაობს.

„იმ მომენტისთვის, როდესაც პრეზიდენტმა მასშტაბურიდან მასობრივ ვაქცინაციაზე გადასვლის განკარგულება გასცა, რუსეთში იყო 1300-მდე ვაქცინაციის კაბინეტი, ახლა კი უკვე 2 250“, - განაცხადა გოლიკოვამ.

10
ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქცია თბილისში: მოქალაქეები კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

0
აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მათ შემსუბუქებას ითხოვენ.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება პირველი არხი.

კანცელარიასთან შეკრებილები არიან  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის სპორტსმენები, გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ მოუწოდებენ მთავრობას, შეამსუბუქოს რეგულაციები. მათივე განცხადებით, გახსნის შემთხვევაში მზად არიან რეკომენდაციები და არსებული წესები მკაცრად დაიცვან.

ასევე, აქციას ესწრებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც. როგორც პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, თუ შეზღუდვები არ მოიხსნა, ქვეყანას სიღარიბე ემუქრება.

„მე მგონია, თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ ჩავიძირებით სიღარიბის კიდევ უფრო ღრმა ჭაობში და იქიდან ამოსვლა იქნება კიდევ უფრო რთული. ყველა შეზღუდვა არის მოსახსნელი. პირადად მე ამ მოთხოვნებით ვარ მოსული, თუმცა შეიძლება აქ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა მოთხოვნით არის მოსული, ზოგს ტრანსპორტი ადარდებს, ზოგს საჰაერო ფრენების გახსნა და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის გამო საქართველოს მსგავსი შეზღუდვები არ დაწესებულა.

„უამრავი ქვეყანა არის, სადაც არ დაკეტილა არასდროს, არ დაკეტილა არც ბაღები და არც სკოლები. უამრავი ქვეყანაა, სადაც არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ცხოვრობენ ჩვეულებრივად. ჩვენ ვართ გაცილებით ღარიბი ქვეყანა და ჩვენთვის ნებისმიერი შეზღუდვა ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებას“, - ამბობს ჯაფარიძე.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

კიდევ უფრო მასშტაბური აქცია კანცელარიასთან ორშაბათს გაიმართება. ის ორგანიზაცია „მწვანეების“ მიერ არის დაგეგმილი და ღონისძიებაზე მისვლას 4,4 ათასი აპირებს, ხოლო დაინტერესებულია 18,3 ათასი ადამიანი.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

0