ჯო ბაიდენი

„შეიძლება პირიქითაც მოხდეს“: პოლიტოლოგის კომენტარი ბაიდენისთვის მიცემულ რჩევაზე

72
(განახლებულია 19:51 16.12.2020)
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის განცხადებაზე, რომ ბაიდენმა მოსკოვთან დაკავშირებით ობამას შეცდომები არ უნდა გაიმეოროს, რუსეთში კომენტარი გააკეთეს.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ უნდა გაიმეოროს თანაპარტიელი ბარაკ ობამას შეცდომები, რომლებიც მან რუსეთთან ურთიერთობებში დაუშვა, განაცხადა დონალდ ტრამპის ყოფილმა თანაშემწემ ფიონა ჰილმა.

პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ბაიდენმა სხვა მიდგომა უნდა აირჩიოს.

„ობამა რუსეთს არასერიოზულად ეკიდებოდა და მას რეგიონულ „დერჟავად“ მოიხსენიებდა. [ობამას ადმინისტრაციას] არ სურდა რუსეთზე ძალიან ბევრი ეფიქრა“, — მიაჩნია ჰილს.

მისი თქმით, ობამას გაპრეზიდენტების მომენტიდან „მსოფლიო სრულიად შეიცვალა“ და ახლა ბაიდენის ადმინისტრაციას „სხვაგვარად ფიქრი მოუწევს“.

აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი ანალიტიკოსმა მიხაილ ნეიჟმაკოვმა გააკეთა რადიო Sputnik-ის ეთერში.

„ეს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ, სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება რუსეთის გაზრდილი გავლენა, მისი ახალი შესაძლებლობები, აქტიურობა ახლო აღმოსავლეთში, ოპერაციები სირიაში და ა.შ. მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ იგივე ფიონა ჰილი არცთუ იშვიათად ახსენებდა რუსეთსა და მის ხელმძღვანელობას საკმაოდ ცივად. გავიხსენოთ მისი ბრალდება „მოუქნელობაში“. ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ ამერიკულ საექსპერტო და პოლიტიკურ საზოგადოებაში, ერთი მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც აღიარებენ რუსეთის ახალ შესაძლებლობებს მსოფლიოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარებაზე გავლენის მოსახდენად, მეორე მხრივ კი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ექსპერტებიც კი გამოვლენ რუსეთთან შედარებით რბილი პოლიტიკის გატარების მოწოდებით. ანუ შესაძლოა პირიქით მოხდეს — მოსკოვთან დამოკიდებულებაში ხისტი ხაზის გატარება მოითხოვონ“, — თქვა ნეიჟმაკოვმა.

გამომდინარე აქედან, ექსპერტის აზრით, ბაიდენს უფრო გაუჭირდება მოსკოვთან ურთიერთობების აგება, ვიდრე ობამას.

მოსაზრება: და მაინც ბაიდენი – რამ შეუშალა ხელი ტრამპს რევანშში>>

„ეს უფრო რთული კი იმიტომ იქნება, რომ ობამას შემდეგ გასულ დროში სანქციების, ბრალდებებისა და ურთიერთობებში წინააღმდეგობების ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდა“, — აღნიშნა ნეიჟმაკოვმა.

14 დეკემბერს აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრის კენჭისყრის შედეგების თანახმად, დემოკრატ ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა ერგო, ხოლო დონალდ ტრამპს — 232. შესაბამისად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ბაიდენია არჩეული. კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.

 

72
თემები:
რუსეთი დღეს (705)
რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V

ბრაზილიაში რუსული ვაქცინის სასწრაფო გამოყენების ნებართვას ითხოვენ

10
(განახლებულია 12:56 16.01.2021)
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი და ბრაზილიური ფარმაცევტული კომპანია შეთანხმდნენ, რომ წელს ქვეყანა „სპუტნიკV"-ს 150 მილიონ დოზას მიიღებს

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ბრაზილიურმა კომპანია União-მ მარეგულირებელ ორგანო Anvisa-სგან ვაქცინა „სპუტნიკV"-ს სასწრაფო გამოყენების ნებართვა ითხოვა, იუწყება პორტალი G1.

აღნიშნულია, რომ საუბარია 10 მილიონ დოზაზე, რომელიც პირველ კვარტალში პოტენციურად ხელმისაწვდომი იქნება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი და União Quimica შეთანხმდნენ, რომ წელს ბრაზილია „სპუტნიკV"-ს 150 მილიონ დოზას მიიღებს.

ვაქცინა „სპუტნიკV" გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის მიერ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა. პრეპარატი ადამიანის ადენოვირუსის ვექტორის კარგად შესწავლილ პლატფორმაზეა შექმნილი, რომლის უპირატესობებია უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობა. პრეპარატმა 91,4%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ხოლო მძიმე შემთხვევებში - 100%-იანი.

რუსეთის გარდა, პრეპარატი უკვე რეგისტრირებულია არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელასა და პარაგვაიში.

10
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 16 იანვარი

102
(განახლებულია 23:15 15.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილის, წინასწარმეტყველის მალაქიას და  მოწამე გორდის ხსენების დღეს არნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი 1862 წლის 5 იანვარს ოზურგეთის რაიონ სოფელი ლიხაურში დაიბადა. 1883 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.

პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი შეუდგა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო" და „საქართველოს სიძველენი". თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი. იგი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი.

1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. მისი დამსახურებაა „ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერის აღმოჩენა, რომელიც უცვლელად გამოსცა 1920 წელს. სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში), გამოიკვლია და აღწერა ქართული ისტორიული ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცემულ იქნა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში. 

წითელი არმიის საქართველოში შემოსვლის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. 

ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "გეორგიკა" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი. 1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.

წინასწარმეტყველი მალაქია

წმიდა წინასწარმეტყველი მალაქია ქრისტეს შობამდე 400-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონის სამეფო სპარსეთის მეფე კვიროსმა დაიმორჩილა და იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. თავისი სიკეთითა და სათნოებით წინასწარმეტყველი ხალხს აოცებდა, ამიტომაც უწოდეს „მალაქია”, რაც ანგელოზს, მახარებელს ნიშნავს. მალაქიას წინასწარმეტყველება ჩართულია ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნებს შორის. აქ იგი ამხელს იუდეველებს და წინასწარ ჭვრეტს იესო ქრისტესა და მის წინამორბედის მოსვლას და უკანასკნელ სამსჯავროს მალაქიას „წინასწარმეტყველთა ბეჭედს” უწოდებენ, რადგან იგი უკანასკნელი იყო იმ მართალთაგან, ვისაც უფალი წინასწარხედვით მადლს ანიჭებდა. მალაქიადან იოანე ნათლისმცემლის მოსვლამდე 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გახმიანებულა ებრაელთა შორის.

წმიდა მოწამე გორდი

წმიდა მოწამე გორდი III საუკუნის დასასრულს დაიბადა კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში. როცა წამოიზარდა, იგი სამხედრო სამსახურში შევიდა და მალე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ასისთავის წოდებაც დაიმსახურა. IV საუკუნეში, ქრისტიანთა დევნილობის განახლების დროს, წმიდანი განერიდა ამ სოფელს და უდაბნოში განმარტოვდა, რომ ღვთის სათნო ღვაწლით მომზადებულიყო მაცხოვრის უტკბესი სახელის აღსარებისათვის. 320 წელს გორდი აშკარად გამოვიდა ქალაქის პრეფექტის წინაშე ქრისტიანთა დასაცავად, რისთვისაც იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

102
საპროტესტო აქცია ExpoGeoriga-სთან

Expo Georgia-სთან აქციაზე დაკავებული პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

0
(განახლებულია 17:48 16.01.2021)
სამართალდამცველებმა აქციის ცხრა მონაწილე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-სთან აქციაზე დაკავებული ცხრავე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, იუწყება პირველი არხი.

Expo Georgia-სთან, სადაც დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა ჩატარდა, მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტებმა  საპროტესტო აქცია გამართეს.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა გზის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს. აქციაზე ცხრა პირი დააკავეს.

დღეს „ქართული ოცნებამ“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარე (ირაკლი კობახიძე) და პოლიტსაბჭოს წევრები აირჩია. პარტიის განახლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა საბოლოოდ დატოვა.

0