კიბერშეტევა სახელმწიფო ორგანოებზე: აშშ-ში რუსეთის საელჩომ კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Mikhail Turgiev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საელჩო ვაშინგტონში
რუსეთის საელჩო ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ დასავლეთის ბრალდებები რუსი ჰაკერების სხვადასხვა შეტევებში მონაწილეობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ.

თბილისი, 14 დეკემბერი — sputnik. აშშ-ში რუსეთის საელჩომ უსაფუძვლო უწოდა ამერიკული მედიასაშუალებების მცდელობას, დაადანაშაულონ მოსკოვი შეერთებული შტატების სახელმწიფო ორგანოებზე ჰაკერულ შეტევაში, იუწყება РИА Новости.

პროგრამირება - Sputnik საქართველო
რუსეთის უშიშროების საბჭო: ყველა კიბერშეტევის 75%-ს აშშ ასრულებს

მანამდე სააგენტო Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰაკერთა ჯგუფმა, უცხოეთის სახელმწიფოს მთავრობის მხარდაჭერით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და ტელეკომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს სისტემაში შეაღწია. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ჰაკერული თავდასხმის მასშტაბი იმდენად სერიოზული იყო, რომ შაბათს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოც კი შეიკრიბა.  

Washington Post-ის ინფორმაციით, თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულეს, თუმცა გამოცემას ამის მტკიცებულებები არ მოუყვანია.

„ყურადღება მივაქციეთ ამერიკული მედიის მორიგ უსაფუძვლო მცდელობას, დაადანაშაულონ რუსეთი აშშ-ის სახელმწიფო ორგანოებზე ჰაკერულ შეტევაში. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: საინფორმაციო სივრცეში თავდასხმები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრინციპებს, მის ინტერესებსა და იმის გაგებას, თუ როგორ უნდა აიგოს ერთიერთობები სახელმწიფოთა შორის. რუსეთი არ აწარმოებს „შეტევით“ ოპერაციებს ვირტუალურ სივრცეში“, — ნათქვამია რუსეთის საელჩოს Facebook-გვერდზე.

ამასთან აღინიშნება, რომ რუსეთი მხარს უჭერს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს კიბერუსაფრთხოების სფეროში. გარდა ამისა, საელჩო ახსენებს ვლადიმირ პუტინის ინიციატივას საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში რუსულ–ამერიკული ურთიერთქმედებების აღდგენის კომპლექსური პროგრამის შესახებ.    

რუსი ჰაკერების შეტევა მთელ მსოფლიოში: საელჩომ კომენტარი გააკეთა>>

„ვაშინგტონისგან პასუხი ჯერაც არ მიგვიღია, ისევე, როგორც სხვა ჩვენი წინადადებების თაობაზე, რომლებიც კონსტრუქციული და თანასწორი დიალოგის წარმოებას შეეხება ორ ქვეყანას შორის“, — ხაზგასმულია საელჩოს პოსტში.

მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ დასავლეთის ბრალდებები რუსი ჰაკერების სხვადასხვა შეტევებში მონაწილეობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ. ამასთან რუსეთი სთავაზობდა დასავლეთს, აღედგინათ დიალოგი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა „კატეგორიული უარი“ მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0