რუსეთმა ლატვიაში Baltnews-ისა და Sputnik-ის თანამშრომლების დაკავება დაგმო

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ანალოგიური ვითარება შეიქმნა ბალტიისპირეთის კიდევ ერთ რესპუბლიკაში, რაც ეუთოს მედიათავისუფლების საკითხთა წარმომადგენელმა უარყოფითად შეაფასა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო ლატვიის ხელისუფლების მოქმედებები პორტალ Baltnews-ისა და „Sputnik–ლატვიის“ რუსულენოვანი ჟურნალისტების მიმართ, რომელთა საცხოვრებლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, იუწყება სააგენტო РИА Новости.

ელენა ჩერიშევა, ლეონიდ სლუცკი და კირილ ვიშინსკი - Sputnik საქართველო
„სრული განუკითხაობა“ - ევროპელებს Sputnik ესტონეთის შესახებ უამბეს

მანამდე „Sputnik–ახლო საზღვარგარეთი“ იუწყებოდა, რომ აღნიშნული მედიასაშუალებების თანამშრომლებს ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად წაუყენეს ბრალდება, რაც ევროკავშირის სანქციების რეჟიმის დარღვევას ითვალისწინებს. დაკითხვის შემდეგ მათ გაუსვლელობის ხელწერილები ჩამოართვეს. ბრალდებულებს ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრებათ.

„ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც 3 დეკემბერს გატარდა რიგაში Sputnik-ის ბიუროს რუსულენოვანი თანამშრომლების მიმართ, ვაფასებთ დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების — მედიის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის უფლების გათელვად. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები დააკავეს, დაკითხეს და გაჩხრიკეს, წარუდგინეს სისხლის სამართლის ბრალდებები“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, „Sputnik–ლატვიის“ კოლექტივისთვის ევროკავშირის სანქციების რეჟიმის დარღვევაში ბრალის წაყენება კატეგორიულად მიუღებელია.

„აღნიშნული რესტრიქციები პერსონალური ხასიათისაა, შეეხება პირადად საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორს დმიტრი კისელიოვს და არ შეიძლება გავრცელდეს ყველაზე, ვინც მედიაჰოლდინგთან თანამშრომლობს“, — ხაზი გაუსვეს სამინისტროში.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „იმავდროულად გაუსწორდნენ საინფორმაციო საააგენტო Baltnews-ის რუსულენოვან ჟურნალისტებს და ასევე ლატვიის მთელ რიგ საზოგადო მოღვაწეებს“.

„ყოველივე ეს ნამდვილი სადამსჯელო აქციაა, რომელიც არანაირ ეჭვს არ ტოვებს, რომ ცრუ ბრალდებებს რუსოფობიული ქვეტექსტი აქვს. საკითხს ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე დავაყენებთ“, — ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო  Sputnik - Sputnik საქართველო
რიივასი Sputnik-ზე: ესტონეთში სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება არ შეიძლება

სამინისტროში იმედი აქვთ, რომ ეუთოს ახალი წარმომადგენელი მედიის თავისუფლების კუთხით უყურადღებოდ არ დატოვებს მომხდარს და მიუთითებს ლატვიას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე „მსგავსი თავდასხმების მიუღებლობაზე“ და ასევე „სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე“.

Россия сегодня-სა და RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი პასუხს გასცემს Baltnews-ისა და „Sputnik–ლატვიის“ თანამშრომლების სისხლის სამართლებრივ დევნას.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა გასულ წელს ესტონეთში, როდესაც ქვეყნის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დაემუქრა, თუ ისინი სათავო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას არ შეწყვეტდნენ. აღნიშნული ქმედებების საფუძვლად მათ ევროკავშირის მიერ 2014 წლის 17 მარტს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაწესებული სანქციები დაასახელეს. თუმცა ევროკავშირის რესტრიქციები ეხებოდა არა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს, რომელშიც შედის Sputnik, არამედ პირადად მის გენერალურ დირექტორს დმიტრი კისელიოვს. როგორც მანამდე ეუთოს მედიათავისუფლების საკითხების წარმომადგენელმა არლემ დეზირმა აღნიშნა, ტალინის სწრაფვა, გაავრცელოს ევროკავშირის პერსონალური სანქციები „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებზე, პრობლემებს ქმნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების სფეროში.

ყველა ახალი ამბავი
0