რუსმა სამშვიდობოებმა სტეფანაკერტში საველე ჰოსპიტალი გაშალეს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსი სამშვიდობოები სტეპანაკერტში
რუსი სამშვიდობოები სტეპანაკერტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში შედიან, რომელსაც ხელი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მოაწერეს.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში საველე ჰოსპიტალი გაშალა, იუწყება სააგენტო РИА Новости.

„დასრულებულია პნევმოკარკასული მოდულების განთავსება. პირველ რიგში სამშვიდობო კონტინგენტის სამედიცინო მომსახურებაზე ვართ ორიენტირებული. ასევე მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ მშვიდობიან მოსახლეობასაც და საკუთარ ფონდებზე 40-მდე ადამიანი განვათავსოთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს სამედიცინო რაზმის ხელმძღვანელმა იაროსლავ ივანოვმა.

მისი თქმით, ჰოსპიტალი აღჭურვილია სარეანიმაციო, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის, საოპერაციო განყოფილებებითა და ასევე სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კაბინეტებით. ადგილზე არის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის, ულტრაბგერითი კვლევისა და რენტგენის აპარატებიც.

რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში შედიან, რომელსაც ხელი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა — ვლადიმირ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს. შეთანხმება ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას ითვალისწინებს. ამასთან სომხეთი აზერბაიჯანს ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონებს უბრუნებს.

ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეაფასეს. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი მაქსიმალურად ხელსაყრელია აზერბაიჯანისთვის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი აღიარა, რომ დოკუმენტი მისთვის მძიმედ მისაღები იყო, თუმცა ამან შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, შეენარჩუნებინა ყარაბაღის ტერიტორია, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად დაკარგავდა. ამას ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.

 

ყველა ახალი ამბავი
0