ვაქცინა კორონავირუსზე

რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მსურველ ქვეყანას მიაწვდის

53
რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. ამჟამად ქვეყანაში მუშაობა კიდევ რამდენიმე პრეპარატზე მიმდინარეობს

თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. რუსეთი მხარს უჭერს „დიდი ოცეულის“ ფორუმის დოკუმენტის პროექტს, რომლის თანახმად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, და მზად არის ის ყველა მსურველ ქვეყანას მიაწოდოს. ამის შესახებ კრემლის ვებგვერდზეა ნათქვამი.

„რუსეთი მხარს უჭერს ამჟამინდელი სამიტის საკვანძო გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეჭვგარეშეა, იმუნიზაციის პრეპარატები საყოველთაო საზოგადოებრივ საკუთრებას უნდა წარმოადგენდეს. და ჩვენი ქვეყანა, რუსეთი, რა თქმა უნდა მზად არის მიაწოდოს ყველა მსურველს ჩვენი მეცნიერების მიერ შექმნილი ვაქცინები“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკV",  რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა სამკვირიანი შუალედით პრეპარატის ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს.

„სპუტნიკV" ჯანმოს იმ 10 ვაქცინის ჩამონათვალში შედის, რომლებიც ყველაზე ახლოსაა კლინიკური გამოცდების მესამე დაზის დასრულებასა და მასობრივი წარმოების დასაწყისთან. რუსეთმა ჯანმოს ვაქცინის დაჩქარებული რეგისტრაციისა და გადაკვალიფიკაციის შუამდგომლობით მიმართა.

სექტემბერში რუსულ სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ დასრულდა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები. „ვექტორის“ ვაქცინა სახელწოდებით „ეპივაკკორონა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე რუსული ვაქცინა გახდა.

ასევე გრძელდება მუშაობა ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შექმნისა და კვლევების ცენტრში ცოცხალი ვაქცინის შემუშავებაზე.

53
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1232)
რუსი სამშვიდობოები სტეპანაკერტში

რუსმა სამშვიდობოებმა სტეპანაკერტში საველე ჰოსპიტალი გაშალეს

3
(განახლებულია 13:31 30.11.2020)
რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში შედიან, რომელსაც ხელი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მოაწერეს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში საველე ჰოსპიტალი გაშალა, იუწყება РИА Новости.

„დასრულებულია პნევმოკარკასული მოდულების განთავსება. პირველ რიგში სამშვიდობო კონტინგენტის სამედიცინო მომსახურებაზე ვართ ორიენტირებული. ასევე მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ მშვიდობიან მოსახლეობასაც და საკუთარ ფონდებზე ორმოცამდე ადამიანი განვათავსოთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს სამედიცინო რაზმის ხელმძღვანელმა იაროსლავ ივანოვმა.

 მისი თქმით, ჰოსპიტალი აღჭურვილია სარეანიმაციო, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის, საოპერაციო განყოფილებებითა და ასევე სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კაბინეტებით. ადგილზე არის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის, ულტრაბგერითი კვლევისა და რენტგენის აპარატებიც.

რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში შედიან, რომელსაც ხელი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა — ვლადიმირ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს. შეთანხმება ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას ითვალისწინებს. ამასთან სომხეთი აზერბაიჯანს კელბაჯარის, ლაჩინისა და აგდამის რაიონებს უბრუნებს.

ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეაფასეს. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი მაქსიმალურად ხელსაყრელია აზერბაიჯანისთვის.

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი აღიარა, რომ დოკუმენტი მისთვის მძიმედ მისაღები იყო, თუმცა ამას შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, შეენარჩუნებინა ის, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში ყარაბაღი დაკარგავდა. ამას ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა პრემიერ–მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.

 

3
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020
ექიმები რეანიმაციაში

ორი ხილული სიმპტომი: ცნობილია COVID-19-ის მძიმე ფორმის წინასწარი ნიშნები

133
(განახლებულია 11:20 30.11.2020)
ექიმის თქმით, ამ ორი სიმპტომით გამოკვლევის გარეშეც შეიძლება დადგინდეს, ემუქრება თუ არა პაციენტს კოვიდის მძიმე ფორმა

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსის მძიმე ფორმის დადგომაზე ორი მთავარი სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს — რამდენიმე დღის განმავლობაში 38 გრადუსამდე ტემპერატურა და  სუნთქვის პრობლემები, აცხადებს ექიმი ვლადისლავ მოჰამედ ალი.

მისი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურა ციტოკინური შტორმის დასაწყისზე მიანიშნებს.

„ციტოკინური შტორმი — ეს ბიოქომიური რეაქციების კასკადია, რომელშიც ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე  პასუხისმგებელი ფაქტორებია ჩართული. ციტოკინური შტორმისას უპირველესად ფილტვები ზიანდება, თუმცა იმავდროულად სხვა ორგანოებსაც ადგება დარტყმა“, — განმარტავს მოჰამედ ალი.

მეორე სიმპტომი — ეს ქოშინია.

„ქოშინის გაჩენა ან მისი გაძლიერება ასევე არის იმის ნიშანი, რომ ფილტვების დაზიანების ფართობი იზრდება“, — აცხადებს ექიმი.

მისი თქმით, COVID–19–ის მძიმე ფორმის მაუწყებელი სხვა სიმპტომები მხოლოდ ლაბორატორიულად ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით შეიძლება გამოვლინდეს.

 

133
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1232)
პატრული

„თუ არ ვიმუშავებთ, შიმშილით მოვკვდებით" რუსთავში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

0
(განახლებულია 14:09 30.11.2020)
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლების მიერ დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. რუსთავის მუნიციპალიტეტში  გარემოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და საქმიანობის გაგრძელების უფლებას მოითხოვეს.

ე.წ „სტამბულის ბაზრობის“ მოვაჭრეები სახელმწიფოსგან დახმარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო გარევაჭრობაა, რისი უფლებაც პანდემიის გამო აღარ ეძლევათ. მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულად დახმარებას ითხოვენ. 

„ჩვენ გვეუბნებიან – ორი თვე იჯექით სახლებში და შიმშილით მოკვდით. მე არ შემიძლია სახლში ჯდომა, შვილი მყავს, რომელიც უნდა ვარჩინო. ახალ წლამდე ღია სივრცეში მუშაობის უფლება მაინც მომცენ, დისტანციასაც დავიცავ, ოღონდ სახლში რამე მივიტანო. ისინი ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, ყურადღებას არ გვაქცევენ... თუ არ ვიმუშავებ, შიმშილით მოვკვდები“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

აქციაზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო, გარემოვაჭრეებს ვაჭრობის უფლება არ აქვთ, რის შესახებაც ისინი გაფრთხილებული არიან.

მოვაჭრეები საპროტესტო აქციების გამართვას იმ დრომდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ოთხი ათასს აღწევს.

ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით, საქართველოში 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები ამოქმედდა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები მოქმედებს ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის, რუსთავში – შეჩერებულია ტრანსპორტის გადააადგილება, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა)  სპორტ–დარბაზები და აუზები და ა.შ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში