რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში

რუსეთის დაზვერვა: დასავლეთი ყარაბაღზე შეთანხმების ჩაშლას გეგმავს

54
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკელებსა და ევროპელებს არ აღელვებთ, რომ მათმა პროვოკაციებმა შესაძლოა ახალი სისხლისღვრა და რეგიონის მძიმე სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა გამოიწვიოს

თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ სომეხი და აზერბაიჯანელი ნაციონალისტების პროვოცირებას ყარაბაღში ზავის ჩასაშლელად. იუწყება РИА Новости.

„ცდილობენ სომხების დარწმუნებას იმაში, რომ მშვიდობა მთიან ყარაბაღში - ერევნის მარცხია. უგდებენ იდეას „გამარჯვებამდე ბრძოლის გაგრძელების“ აუცილებლობაზე. აზერბაიჯანელებს, პირიქით, ეუბნებიან, რომ კრემლმა „მათ გამარჯვება მოპარა“, როდესაც აზერბაიჯანის ჯარს სტეპანაკერტის აღებამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა“, - მოჰყავს მისი სიტყვები დაზვერვის სამსახურის პრესბიუროს.

ნარიშკინის სიტყვებით, დასავლეთის მოქმედება იმაზე მეტყველებს, რომ „აშშ და მისი ევროპელი მეგობრები, როგორც ყოველთვის, თავიანთ ამოცანებს აგვარებენ უბრალო ადამიანების, ამჯერად - აზერბაიჯანელებისა და სომხების - ინტერესების ხარჯზე“.

„ამერიკელებსა და ევროპელებს არ აღელვებთ, რომ მათმა პროვოკაციებმა შესაძლოა ახალი სისხლისღვრა და რეგიონის მძიმე სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა გამოიწვიოს“, - განაცხადა მან.

ვითარება მთიან ყარაბაღში

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სამხედრო ესკალაციაში ადანაშაულებდა. რუსეთის შუამავლობით მხარეები 2020 წლის 10 ნოემბრიდან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, სომხეთი და აზერბაიჯანი რჩებიან დაკავებულ პოზიციებზე, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი შედიან რუსი სამშვიდობოები. ისინი განთავსდებიან მხარეთა გამყოფ ზოლზე და დერეფნის გასწვრივ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

ბაქომ და ერევანმა ტყვეების გაცვლაზე მოილაპარაკეს. სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ასევე ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები.

54
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (136)

ამერიკელმა სამხედროებმა ყირიმთან ახლოს სარაკეტო სროლები განახორციელეს

3
(განახლებულია 23:18 26.11.2020)
აშშ-ისა და რუმინეთის სამხედროებმა სარაკეტო სროლები მოაწყვეს ყირიმის სიახლოვეს. სასწავლო სროლები შავ ზღვაზე ერთობლივი სწავლება Rapid Falcon-ის („სწრაფი მიმინო“) ფარგლებში განხორციელდა

სამხედროები შორი მოქმედების ზალპური ცეცხლის ორი რეაქტიული სისტემის დანადგარ M142 HIMARS-იდან ისროდნენ. ისინი სპეციალურად რამდენიმე საათით გადაისროლეს გერმანიიდან რუმინეთის პოლიგონზე. დასავლურ მედიაში მანევრებს რუსი სამხედროებისთვის „სარაკეტო სიურპრიზი“ უწოდეს, მაგრამ მოსკოვში ამ ფორმულირებას არ ეთანხმებიან. ექსპერტებს მიაჩნიათ,რომ არანაირ სიურპრიზზე ლაპარაკიც კი არ არის: სამხედრო ტექნიკის გადასროლას ყოველთვის თვალს ადევნებენ. თანაც შავი ზღვის რეგიონში რუსეთს რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურები აქვს. ჩატარებული მანევრები სხვა არაფერია, თუ არა ამერიკელი სამხედროების მორიგი პროვოკაცია, რომელიც ფაქტობრივად რუსეთს კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ თავად აშშ-სა და მის მოკავშირეებს.  

3
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი

დასახელდა კორონავირუსის ყველაზე ადრეული სიმპტომები ბავშვებში

208
(განახლებულია 14:54 26.11.2020)
მანამდე აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა (CDC) გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებში იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულება შეინიშნება.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ბავშვებში კორონავირუსის ყველაზე ხშირი სიმპტომები — ტემპერატურა და ხველებაა, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ გორელოვმა.

მისი თქმით, ზოგ არასრულწლოვან პაციენტს ასევე აღენიშნება კუჭ-ნაწლავის პრობლემები — სხვა რესპირატორული ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე.

ამასთან, გორელოვმა დააზუსტა, რომ კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები ინფიცირებული ბავშვების მხოლოდ ორ პროცენტში შეინიშნება.

რაც შეეხება ყნოსვის დაკარგვას, სპეციალისტის თქმით, ეს არც ისე სახასიათოა სიმპტომია, ვინაიდან ადრეული ასაკის ბავშვებში რთულია დადგინდეს, აქვს თუ არა პატარას იგი.

მანამდე აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა (CDC) გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებში იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულება შეინიშნება. საუბარია ბავშვთა სისტემურ ანთებით სინდრომზე, ანუ კავასაკის სინდრომზე. აღნიშნული გართულება ხასიათდება სიცხით, გამონაყარით, მუცლის ტკივილით, პირღებინებით. გარდა ამისა, შესაძლო სიმპტომებს შორისაა ზედმეტი გაღიზიანება, მოდუნება, დიარეა, კონიუნქტივიტი, კისერზე ლიმფური კვანძების გადიდება, დამსკდარი ტუჩები ან გაწითლებული ენა, ხელებისა და ფეხების დასივება.

208
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან წასვლის პირობა დაასახელა

0
(განახლებულია 09:09 27.11.2020)
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის აზრით, შეერთებული შტატების საარჩევნო ინფრასტრუქტურა მესამე სამყაროს ქვეყნებისას ჰგავს

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თეთრ სახლს მასინ დავტოვებ, როდესაც ამომრჩეველთა კოლეგია ჯო ბაიდენს მისცემს ხმას, განაცხადა აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„რა თქმა უნდა, თქვენ ეს ისედაც იცით“, — ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შესაბამის შეკითხვას.

პრეზიდენტმა იქვე დაამატა, რომ ამომრჩეველთა კოლეგია „შეცდომას დაუშვებს“, თუ ბაიდენს დაუჭერს მხარს.

დონალდ ტრამპის თქმით, მას „ძალიან გაუჭირდება დამარცხების აღიარება“, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე მასობრივი ფალსიფიკაცია მოხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა აშშ–ის საარჩევნო ინფრასტრუქტურა მესამე სამყაროს ქვეყნებს შეადარა.

აშშ–ში არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, მაგრამ მისი საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მედიის ინფორმაციით დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გამარჯვებისთვის საკმარისი ელექტორალური ხმა მოაგროვა. მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა უკვე მიულოცა მას პრეზიდენტად არჩევა.

აშშ–ის მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს