დამცავი პირბადეები

ძალიან ეფექტური: რუსეთში სპილენძის ნანონაწილაკებიანი პირბადეების წარმოება დაიწყო

77
(განახლებულია 16:58 17.11.2020)
რუსი მეცნიერების მიერ შექმნილი სპილენძის ნანონაწილაკებიანი პირბადე მრავალჯერადია და ის ანტისეპტიკურ თვისებებს 50 გარეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსმა მეცნიერებმა დაიწყეს ბიოაქტიური სპილენძის ნანონაწილაკებიანი მრავალჯერადი სამედიცინო ნიღბების წარმოება, რომლებსაც სპილენძის ნარჩენებისგან იღებენ.

სპეციალისტების თქმით, სპილენძს აქვს ძლიერი ანტისეპტიკური თვისებები, რასაც ნანონაწილაკების მქონე ნიღაბი 50 და მეტი გარეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს. ურალის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციისა და ქიმიის კათედრის დოცენტის ტატიანა შერსტობიტოვას თქმით, ამ ქიმიურ ელემენტს აქვს უნარი, ხელი შეუშალოს ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების სასიცოცხლო აქტივობას.

„ნანონაწილაკების სახით სპილენძი საკმარისად დიდხანს რჩება ქსოვილზე და შეუძლია პათოგენური ორგანიზმებისგან გრძელვადიანი დაცვა უზრუნველყოს. ეს, რა თქმა უნდა, ინფექციისგან დაცვას აძლიერებს“, — განაცხადა შერსტობიტოვამ.

გავრცელებული ინფორმაციით, სპილენძის ნანონაწილაკებიანი პირბადის ფასი 500 რუბლი (დაახლოებით 22 ლარი) იქნება.

 

77
თემები:
რუსეთი დღეს (679)
რუსი სამშვიდობოები სტეპანაკერტში

რუსმა სამშვიდობოებმა სტეპანაკერტში საველე ჰოსპიტალი გაშალეს

3
(განახლებულია 13:31 30.11.2020)
რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში შედიან, რომელსაც ხელი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მოაწერეს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში საველე ჰოსპიტალი გაშალა, იუწყება РИА Новости.

„დასრულებულია პნევმოკარკასული მოდულების განთავსება. პირველ რიგში სამშვიდობო კონტინგენტის სამედიცინო მომსახურებაზე ვართ ორიენტირებული. ასევე მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ მშვიდობიან მოსახლეობასაც და საკუთარ ფონდებზე ორმოცამდე ადამიანი განვათავსოთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს სამედიცინო რაზმის ხელმძღვანელმა იაროსლავ ივანოვმა.

 მისი თქმით, ჰოსპიტალი აღჭურვილია სარეანიმაციო, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის, საოპერაციო განყოფილებებითა და ასევე სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კაბინეტებით. ადგილზე არის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის, ულტრაბგერითი კვლევისა და რენტგენის აპარატებიც.

რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში შედიან, რომელსაც ხელი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა — ვლადიმირ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს. შეთანხმება ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას ითვალისწინებს. ამასთან სომხეთი აზერბაიჯანს კელბაჯარის, ლაჩინისა და აგდამის რაიონებს უბრუნებს.

ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეაფასეს. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი მაქსიმალურად ხელსაყრელია აზერბაიჯანისთვის.

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი აღიარა, რომ დოკუმენტი მისთვის მძიმედ მისაღები იყო, თუმცა ამას შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, შეენარჩუნებინა ის, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში ყარაბაღი დაკარგავდა. ამას ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა პრემიერ–მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.

 

3
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020
ექიმები რეანიმაციაში

ორი ხილული სიმპტომი: ცნობილია COVID-19-ის მძიმე ფორმის წინასწარი ნიშნები

135
(განახლებულია 11:20 30.11.2020)
ექიმის თქმით, ამ ორი სიმპტომით გამოკვლევის გარეშეც შეიძლება დადგინდეს, ემუქრება თუ არა პაციენტს კოვიდის მძიმე ფორმა

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსის მძიმე ფორმის დადგომაზე ორი მთავარი სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს — რამდენიმე დღის განმავლობაში 38 გრადუსამდე ტემპერატურა და  სუნთქვის პრობლემები, აცხადებს ექიმი ვლადისლავ მოჰამედ ალი.

მისი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურა ციტოკინური შტორმის დასაწყისზე მიანიშნებს.

„ციტოკინური შტორმი — ეს ბიოქომიური რეაქციების კასკადია, რომელშიც ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე  პასუხისმგებელი ფაქტორებია ჩართული. ციტოკინური შტორმისას უპირველესად ფილტვები ზიანდება, თუმცა იმავდროულად სხვა ორგანოებსაც ადგება დარტყმა“, — განმარტავს მოჰამედ ალი.

მეორე სიმპტომი — ეს ქოშინია.

„ქოშინის გაჩენა ან მისი გაძლიერება ასევე არის იმის ნიშანი, რომ ფილტვების დაზიანების ფართობი იზრდება“, — აცხადებს ექიმი.

მისი თქმით, COVID–19–ის მძიმე ფორმის მაუწყებელი სხვა სიმპტომები მხოლოდ ლაბორატორიულად ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით შეიძლება გამოვლინდეს.

 

135
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
გიორგი სუხიტაშვილი

„შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც ბანკში ვიხდი“ - მომღერალმა შესაძლოა ბინა დაკარგოს

0
(განახლებულია 13:37 30.11.2020)
გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ავტომობილს ყიდის, რათა ბანკში ბინის გამო აღებული სესხი გადაფაროს. ამის შესახებ მომღერალმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მატერიალური პრობლემის წინაშე დგას და ბინის სესხის გადახდა უჭირს.

 

მომღერლის თქმით, მისი ბოლო კონცერტი წინა წლის 30 ნოემბერს გაიმართა და მისმდგომარეობაში ბევრი ხელოვანია, დღევანდელი თვიური ანაზღაურება კი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბანკში შესატანი თანხის ოდენობა. თითქმის ერთწლიანი წყვეტა მაქვს პროფესიული, თუკი არ ჩავთვლით წინა ახალ წელს პატარ-პატარა კონცერტებს.

34 წლის გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება