მოსკოვი

რატომ არ ულოცავს პუტინი გამარჯვებას ბაიდენს: კრემლის განმარტება

105
(განახლებულია 18:15 09.11.2020)
დმიტრი პესკოვმა განმარტა ის სხვაობა, რომელიც აშშ-ის ოთხი წლის წინანდელ და ამჟამინდელ არჩევნებს შორის არსებობს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი განმარტავს, რატომ მიულოცა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს ოთხი წლის წინ გამარჯვება არჩევნების დასრულებისთანავე, ხოლო ჯო ბაიედნისთვის ჯერაც არ მიულოცავს.

მისი თქმით, აშშ-ის ორ საპრეზიდენტო არჩევნებს შორის დიდი განსხვავება არსებობს.

„განსხვავება სრულიად აშკარაა. თქვენ ხედავთ, რომ ახლა იქ გარკვეული იურიდიული პროცედურებია მოსალოდნელი, რომლებიც მოქმედმა პრეზიდენტმა დააანონსა. ამითაცაა ვითარება განსხვავებული და ამადაც მიგვაჩნია კორექტულად – დაველოდოთ შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას“, — განმარტა პესკოვმა.

ამასთან პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ იურიდიული დავების შესახებ განცხადებები არ გაკეთებულა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა უკვე მიულოცეს გამარჯვება. ამასთან დონალდ ტრამპის ადვოკატები „ათობით შტატში მოპარულ ხმებზე“ საუბრობენ და სასამართლოებში სარჩელები შეაქვთ ხმების თავიდან გადათვლისა და სავარაუდო დარღვევების გამოძიების მოთხოვნით.

როგორც ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი აცხადებს, მათ გუნდს სარჩელებთან დაკავშირებით დაახლოებით 90 მოწმე ჰყავს და ამასთან აქვთ სერიოზული მტკიცებულებები, რომ რამდენიმე შტატში ათასობით ბიულეტენი არის ბათილად გამოსაცხადებელი.

105
თემები:
რუსეთი დღეს (679)
რუსი სამშვიდობოები სტეპანაკერტში

რუსმა სამშვიდობოებმა სტეპანაკერტში საველე ჰოსპიტალი გაშალეს

5
(განახლებულია 13:31 30.11.2020)
რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში შედიან, რომელსაც ხელი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მოაწერეს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში საველე ჰოსპიტალი გაშალა, იუწყება РИА Новости.

„დასრულებულია პნევმოკარკასული მოდულების განთავსება. პირველ რიგში სამშვიდობო კონტინგენტის სამედიცინო მომსახურებაზე ვართ ორიენტირებული. ასევე მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ მშვიდობიან მოსახლეობასაც და საკუთარ ფონდებზე ორმოცამდე ადამიანი განვათავსოთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს სამედიცინო რაზმის ხელმძღვანელმა იაროსლავ ივანოვმა.

 მისი თქმით, ჰოსპიტალი აღჭურვილია სარეანიმაციო, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის, საოპერაციო განყოფილებებითა და ასევე სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კაბინეტებით. ადგილზე არის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის, ულტრაბგერითი კვლევისა და რენტგენის აპარატებიც.

რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში შედიან, რომელსაც ხელი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა — ვლადიმირ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს. შეთანხმება ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას ითვალისწინებს. ამასთან სომხეთი აზერბაიჯანს კელბაჯარის, ლაჩინისა და აგდამის რაიონებს უბრუნებს.

ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეაფასეს. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი მაქსიმალურად ხელსაყრელია აზერბაიჯანისთვის.

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი აღიარა, რომ დოკუმენტი მისთვის მძიმედ მისაღები იყო, თუმცა ამას შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, შეენარჩუნებინა ის, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში ყარაბაღი დაკარგავდა. ამას ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა პრემიერ–მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.

 

5
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020
ექიმები რეანიმაციაში

ორი ხილული სიმპტომი: დასახელდა COVID-19-ის მძიმე ფორმის წინასწარი ნიშნები

143
(განახლებულია 15:19 30.11.2020)
ექიმის თქმით, ამ ორი სიმპტომით გამოკვლევის გარეშეც შეიძლება დადგინდეს, ემუქრება თუ არა პაციენტს COVID-19-ის მძიმე ფორმა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსის მძიმე ფორმის დადგომაზე ორი მთავარი სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს — რამდენიმე დღის განმავლობაში 38 გრადუსის ზემოთ ტემპერატურა და სუნთქვის პრობლემები, აცხადებს ექიმი ვლადისლავ მოჰამედ ალი.

მისი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურა ციტოკინური შტორმის დასაწყისზე მიანიშნებს.

„ციტოკინური შტორმი — ბიოქომიური რეაქციების კასკადია, რაშიც ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე პასუხისმგებელი ფაქტორებია ჩართული. ციტოკინური შტორმისას უპირველესად ფილტვები ზიანდება, თუმცა იმავდროულად სხვა ორგანოებსაც ადგება დარტყმა“, — განმარტავს მოჰამედ ალი.

მეორე სიმპტომი — ეს ქოშინია.

„ქოშინის გაჩენა ან მისი გაძლიერება ასევე არის იმის ნიშანი, რომ ფილტვების დაზიანების ფართობი იზრდება“, — აცხადებს ექიმი.

მისი თქმით, COVID-19-ის მძიმე ფორმის მაუწყებელი სხვა სიმპტომები მხოლოდ ლაბორატორიულად ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით შეიძლება გამოვლინდეს.

 

143
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ამირან გამყრელიძე

„ეს პიკია" გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე

0
(განახლებულია 15:04 30.11.2020)
გამყრელიძის განცხადებით, არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, თუმცა, სიტუაცია მართვადია

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღის პიკში იმყოფება – ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი სამი–ოთხი ათასი შემთხვევაა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

გამყრელიძის განმარტებით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პიკი, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ დაიცავს მოსახლეობა დაწესებულ რეგულაციებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ინფიცირების შემთხვევები ცოტათი კიდევ გაიზარდოს, თუმცა, ჩვენ დაახლოებით ასეთი მაჩვენებლის ფარგლებში დავრჩებით“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

გამყრელიძემ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება შეაფასა როგორც რთული, მაგრამ მართვადი.

მსოფლიოს მასშტაბით სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ერთ–ერთი დაბალია, აღნიშნა მან. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს ერთ–ერთ მოწინავე კომპანიასთან უკვე გააფორმა შეთანხმება და პრეპარატი „რემდესივირი“ ქვეყანაში მალე შემოვა.

ამასთან, მედიკოსმა განმარტა, რომ მოცემული პრეპარატი ყოველდღიური მოხმარების არ იქნება და მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მოხდება.

 „მაღალი რანგის სპეციალისტმა თენგიზ ცერცვაძემ ეს პრეპარატი საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, კონკრეტულად როდის მოხდება მისი საქართველოში შემოტანა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ეს 2021 წლის მარტ–აპრილში მოხდება.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში