COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Спутник V

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის მოცულობა სამოქალაქო ბრუნვისთვის გაიზრდება

41
ექსპერტების გათვლებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჯამური წარმოება თვეში არანაკლებ 5 მილიონი დოზა იქნება

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. რუსეთში „სპუტნიკ V“ ვაქცინის მოცულობა სამოქალაქო ბრუნვისთვის მომავალ კვირას გაიზრდება, წერს РИА Новости გამალეის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრ გინცბურგის განცხადებაზე დაყრდნობით.

„მომდევნო კვირაში „სპუტნიკ V“ პრეპარატის რაოდენობა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში გამოვა, მნიშვნელოვნად მოიმატებს“, - განაცხადა გინცბურგმა ტელეარხ Россия 24-თვის მიცემულ ინტერვიუში.

გამალეის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წარმოების გაფართოება მოხდება იმის ხარჯზე, რომ ბრუნვაში გამოვა პრეპარატები, რომლებიც იწარმოება არა მხოლოდ გამალეის ცენტრის, არამედ საწარმო „გენერიუმის“ ბაზაზე. „სპუტნიკ V“ მალე დამზადდება ასევე „რ-ფარმას“, „ბინოფარმისა“ და „ბიოკადის“ საწარმოებში.

გინცბურგის გათვლებით, ვაქცინის მთლიანი წარმადობა თვეში არანაკლებ 5 მილიონ დოზას შეადგენს.

41
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1229)
გენადი ონიშჩენკო

ონიშჩენკომ განმარტა, რატომ არ უნდა აიცრას კორონავირუსზე უკლებლივ ყველა ადამიანი

16
მსოფლიოს ათობით ქვეყანა მუშაობს ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელმაც მსოფლიოში აგორებული პანდემია უნდა შეაჩეროს

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უნდა ჩაუტარდეს რისკ-ჯგუფებს, და არ მთელს მოსახლეობას, ამის შესახებ წერს РИА Новости.

მისი თქმით, რისკ-ჯგუფში შედიან არამარტო ხანდაზმული ადამიანები, არამედ ონკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და კარდიოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები. ყოფილი მთავარი სანიტარული ექიმის თქმით, ამ სიაში არიან ასევე მასწავლებლები და ექიმები.

„ეს საკმარისი იქნება ეპიპროცესის გასაჩერებლად“, - განმარტა მან.

ონიშჩენკომ ასევე მოუწოდა მოსახლეობას, სერიოზულად მოეკიდონ აცრებს, რადგან ეს „სერიოზული იმუნობიოლოგიური ოპერაციაა“, თანაც ზოგიერთი დაავადების დროს მათი გაკეთება უკუჩვენებების გამო არ შეიძლება.

„ყველა დანარჩენისთვის შედეგი იქნება უკვე ერთი თვის შემდეგ, გაჩნდება ანტისხეულების დამცავი დონე. ეს საშუალებას მოგვცემს კოლექტიური იმუნიტეტის 60%-ზე და მეტი დონის გამომუშავებისთვის“, - დასასრულს აღნიშნა მან.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა უკვე 61 მილიონ ადამიანს აჭარბებს, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

16
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1229)

გზა მშივოდბისკენ: როგორ ეხმარება რუსეთი მთიანი ყარაბაღის მკვიდრებს - ვიდეო

17
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მკვიდრები მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდებიან. ამაში მათ რუსი სამშვიდობოები და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ეხმარებათ

საინჟინრო ჯარები გზებს ასუფთავებენ და სატრნასპორტო მოძრაობას აღადგენენ, გამნაღმველები განაგრძობენ საბრძოლო ქმედებების ზონის განაღმვას და ფეთქებადი საგნებისგან გაწმენდას. მაშველებმა რეგიონში ჩაიტანეს სპეცტექნიკა, სამშენებლო მასალები და ჰუმანიტარული დახმარება. კიდევ რით დაეხმარება რუსეთი ყარაბაღის მცხოვრებებს - იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

17
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1229)