უკვე მესამედ: ქართველი რეჟისორის დადგმა მოსკოველი მაყურებლის რჩეულ სპექტაკლებს შორისაა

© photo: Vakhtangov Theatre / FB„რიჩარდ III“ ვახტანგოვის თეატრის სცენაზე
„რიჩარდ III“ ვახტანგოვის თეატრის სცენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის „რიჩარდ III“ რუსეთის დედაქალაქის ყველაზე პოპულარული სპექტაკლების ტოპში უკვე მესამედ მოხვდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სპექტაკლი „რიჩარდ III“, რომელიც ქართველმა რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე 2017 წელს დადგა, Ticketland.ru-ს ვერსიით ყველაზე პოპულარული წარმოდგენების ტოპ–ათეულში შევიდა.

ავთანდილ ვარსიმაშვილი უკრაინაში ფესტივალის პრიზიორი გახდა>>

რუსულ სცენაზე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქართულ გუნდთან ერთად მუშაობდა. სპექტაკლის სცენოგრაფია მირიან შველიძეს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარია თეო კუხიანიძე, მუსიკალურად კი სპექტაკლი ელისო ორჯონიკიძემ გააფორმა. წარმოდგენაში გია ყანჩელის მუსიკა ჟღერს.

სცენა სპექტაკლიდან „შინელი - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრის მსახიობები ბელარუსში თეატრალურ ფორუმს გახსნიან

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მაქსიმ სევრინოვსკი, ოლგა ტუმაიკინა, ელენა სოტნიკოვა, ქსენია კუბასოვა, იგორ კარტაშოვი და სხვები.

„პიესა „რიჩარდ III“ გენიალურია. ესაა ხელისუფლების ენციკლოპედია, „ძერჟავული“ ძალის, გვირგვინის ხელში ჩაგდების სახელმძღვანელო. შექსპირმა ყველა დროისა და ხალხის დიქტატორის ხასიათი ზუსტად წარმოადგინა ნაპოლეონამდე, სტალინამდე, ჰიტლერამდე და ხელისუფლების სხვა უზურპატორებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. მან თითქოს გვიწინასწარმეტყველა მათი გამოჩენა და ამავე დროს ფანტასტიკურად ზუსტად აღწერა დიქტატორის პიროვნების გახრწნის ფსიქოლოგიური პროცესი, როდესაც მას უკვე სისხლი ახრჩობს და ცხოვრებაში მთავარი მიზანი აღარ აქვს“, – აღნიშნა ვარსიმაშვილმა.

ქართველი რეჟისორის სპექტაკლის გარდა, ტოპ–დადგმებში ვახტანგოვის თეატრის კიდევ ორი სპექტაკლი მოხვდა – რიმას ტუმინასის „ევგენი ონეგინი“ და გლებ პანფილოვის „აუდიენცია“.

ყველა ახალი ამბავი
0