„როსია სეგოდნიას“ პროექტების განახლებული ლოგოები

„როსია სეგოდნიამ“ „ბროლის პირამიდის“ პრემია მოიგო

14
(განახლებულია 11:20 17.10.2020)
„გთხოვთ, ისუნთქეთ!“ - ონლაინ-აქცია რუსი ექიმებისა და მოხალისეების მხარდასაჭერად, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეების გადასარჩენად იბრძვიან. აქცია მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ არის ინიცირებული.

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. მედიაჯგუფმა Россия сегодня („როსია სეგოდნია“) გაიმარჯვა პრემიაში „ბროლის პირამიდა“, იუწყებიან სააგენტოს პრესსამსახურში.

„მედიაჯგუფმა Россия сегодня პრემია „ბროლის პირამიდის“ გამარჯვებულია. ჩვენ მივიღეთ ოქროს ჯილდო ნომინაციაში „წლის კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია პრესრელიზში.

მედიაჯგუფის ეგიდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის 40-ზე მეტი პროექტი მოქმედებს. ეს არის დახმარება შვილად აყვანის კუთხით, პროექტი Найди меня, мама („მიპოვე, დედა“), შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო პროექტი SputnikPro და ა.შ.

„წლის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი პროექტი გახდა ონლაინ-აქცია რუსი მედიკოსების და მოხალისეების მხარდასაჭერად Пожалуйста, дышите! („გთხოვთ, ისუნთქეთ!“). აქციის პორტალი წარმოადგენს ფოტოების და მოკლე ისტორიების ბაზას მადლიერების სიტყვებით, რომლებიც ექიმების, მედმუშაკების, საავადმყოფოების და ჰოსპიტლების თანამშრომლებისა და მოხალისეების და „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადების მისამართით ისმის. პორტალზე წარმოდგენილი ყველა ისტორია მოგვაწოდეს პაციენტებმა, აქციის გმირების ახლობლებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა და უბრალოდ არაგულგრილმა ადამიანებმა“, - ნათქვამია პრესრელიზში.

„გთხოვთ, ისუნთქეთ!“ - ონლაინ-აქცია რუსი ექიმებისა და მოხალისეების მხარდასაჭერად, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეების გადასარჩენად იბრძვიან. აქცია მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ არის ინიცირებული.

პრემია „ბროლის პირამიდა“ გადაეცემა კომპანიებისა და ადამიანების მართვის საუკეთესო გამოცდილების გავრცელების, ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროსადმი ყურადღების გამახვილების მიზნით, ასევე იმ ორგანიზაციების წახალისებისთვის, რომლებიც ადამიანური რესურსების სფეროში მოწინავე მეთოდებს და ტექნოლოგიებს ნერგავენ.

14
თემები:
რუსეთი დღეს (647)

კონფრონტაციის საფრთხე: რუსეთის ელჩი ევროპაში ჰიპერბგერით რაკეტებზე კომენტარს აკეთებს

8
(განახლებულია 15:30 29.10.2020)
მანამდე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, ნებაყოფლობით თქვას უარი რუსეთის ევროპულ ნაწილში რაკეტა 9М729-ის განთავსებაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ნატო ასევე გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ევროპაში გამალებული სარაკეტო შეიარაღება კონფრონტაციის პოტენციალს ზრდის,  განაცხადა რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა.

ასეთი კომენტარით უპასუხა დიპლომატმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო’ბრაიენის ოთხშაბათის განცხადებას, რომ ვაშინგტონი მზადაა, რუსეთის შესაკავებლად, ევროპაში ჰიპერბგერითი იარაღი და ბალისტიკური რაკეტები  განათავსოს.

„ასეთი განზრახვა რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოებაში დისბალანსის საფრთხეს აჩენს და კონფრონტაციული პოტენციალის ზრდისკენ მივყავართ <...> თუ ვაშინგტონი მართლაც დაინტერესებულია „შეიარაღებაზე რეალური კონტროლით“, ამისათვის ევროპის კონტინენტზე სარაკეტო შეიარაღების გამალებული ზრდის ესკალაცია აუცილებელი არ არის “, — ნათქვამია ანტონოვის კომენტარში, რომელსაც საელჩო საკუთარ Facebook–გვერდზე აქვეყნებს.

მან „კონსტრუქციულ ალტერნატივად“ შეაფასა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადება, რომელიც მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში დეესკალაციისლენ არის მიმართული.

„რუსეთი მზადაა უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევებისთვის, რათა ევროპის კონტინენტზე და მსოფლიოს სხვა რეგიონებსი ახალი გამალებული სარაკეტო შეიარაღება აღიკვეთოს“, — დაასკვნა ანტონოვმა.

შეგახსენებთ: საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულებამ, რომლის მიზანიც გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო, 2019 წლის 2 აგვისტოს შეწყვიტა მოქმედება, ვინაიდან აშშ ხელშეკრულებიდან გავიდა. ეს ნაბიჯი ვაშინგტონმა იმით ახსნა, რომ მოსკოვი ვალდებულებებს არ ასრულებდა. კერძოდ, აშშ–მა რუსეთი შეთანხმებით აკრძალული რაკეტა 9М729–ის შექმნა–გამოცდაში დაადანაშაულეს, მოსკოვში კი ირწმუნებიან, რომ რაკეტის მოქმედების რადიუსი არ აღემატება დასაშვებ 500 კმ–ს.

გასულ ორშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, ნებაყოფლობით თქვას უარი რუსეთის ევროპულ ნაწილში რაკეტა 9М729-ის განთავსებაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ნატო ასევე გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს. გარდა ამისა, მან ასევე შესთავაზა ალიანსს, შემოწმდეს Aegis Ashore-ს კომპლექსები ევროპის ბაზებზე და ასევე 9М729-ები კალინინგრადის ობიექტებზე.

თუმცა ევროპაში რუსეთის ლიდერის ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ. კერძოდ, ბერლინში აღნიშნეს, რომ ასეთი იდეეები „ნდობას არ იმსახურებს“. ლონდონმა კი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების ჩავარდნაში.    

 

 

8
თემები:
რუსეთი დღეს (647)
ხედი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე

უპასუხისმგებლო მიდგომა: რუსეთში დასავლეთის რეაქცია გააკრიტიკეს

19
(განახლებულია 20:03 28.10.2020)
რუსეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ „პრეზიდენტ პუტინის წინადადებებაზე თვალის დახუჭვა“ ევროპული უსაფრთხოების საკითხისადმი უპასუხისმგებლო მიდგომაზე მეტყველებს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის ქვეყნები თავიანთივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ „უპასუხისმგებლო მიდგომას“ აფიქსირებენ და თვალს ხუჭავენ რუსეთის მცდელობაზე, დაასტაბილუროს ვითარება ევროპაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

ორშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წარმოადგინა ის ნაბიჯები, რომლებიც მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში დაძაბულობის შესასუსტებლად მიაჩნია აუცილებლად. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, ნებაყოფლობით თქვას უარი რუსეთის ევროპულ ნაწილში რაკეტა 9М729-ის განთავსებაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ნატო ასევე გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს. გარდა ამისა, მან ასევე შესთავაზა ალიანსს, შემოწმდეს Aegis Ashore-ს კომპლექსები ევროპის ბაზებზე და ასევე 9М729-ები კალინინგრადის ობიექტებზე.

თუმცა ევროპაში რუსეთის ლიდერის ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ. კერძოდ, ბერლინში აღნიშნეს, რომ ასეთი იდეეები „ნდობას არ იმსახურებს“. ლონდონმა კი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების ჩავარდნაში.    

„პირველი ნეგატიური სიგნალები, საკმაოდ დაუფიქრებელი, სწორედ ევროპისგან მოვისმინეთ“, — განაცხადა რიაბკოვმა РИА Новости-სთან ინტერვიუში.

მინისტრის მოადგილის თქმით, ახლა ფსონები „მეტად მაღალია“ და ისინი, ვინც „პრეზიდენტ პუტინის წინადადებების იგნორირებასა და მათზე თვალის დახუჭვას ცდილობენ, მეტად უპასუხისმგებლოდ უდგებიან ევროპული უსაფრთხოების საკითხს“.  

„გახმოვანებული წინადადებების სერიოზულობა მათ გამოწვლილვით შესწავლას მოითხოვს. ამ წინადადებების სიღრმე ფუნდამენტურ გააზრებას საჭიროებს. იგი ასახავს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის განწყობას, მოძებნოს ევროპაში სამხედრო–პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის გზა, რათა არ დაუშვას იქ ახალი „სარაკეტო კრიზისები“, — აღნიშნა რიაბკოვმა.

2019 წლის 2 აგვისტოს მოქმედება შეწყვიტა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულებამ, რომლის მიზანიც გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო. ვაშინგტონმა ხელშეკრულებიდან გასვლა იმით ახსნა, რომ მოსკოვი ვალდებულებებს არ ასრულებდა. თუმცა, რუსული მხარის განცხადებით, აშშ-ს ამის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ანალოგიური ნაბიჯების საპასუხოდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აჩერებდა.

19
თემები:
რუსეთი დღეს (647)
წინასაარჩევნო კამპანია

მეღვინეებმა თბილისში „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გამართეს

0
(განახლებულია 16:08 29.10.2020)
ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაიმართა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და პარტიის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა.

აქციის მონაწილეებმა – კახეთიდან და შიდა ქართლიდან ჩამოსული მევენახეები – ყოფილი მმართველი პარტიის „დანაშულებრივი“ წარსული გაიხსენეს. 

„ვენახს გვიგინებენ, სარწმუნოებას გვიგინებენ, სალოცავებს გვიგინებენ, ერსა და ბერს აგინებენ, რა უნდათ ამათ პარლამენტში“, –  განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან..

მევენახეებმა  აქცია გამართეს ოპოზიციურ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შენობასთანაც. მათ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული ტელეკომპანიის გენდირექტორის ნიკა გვარამიას  მიერ  ქართული ღვინისა და მევენახეებისა წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს. კერძოდ,  გასული წლის ივლისში გადაცემა „აქცენტებში“ გვარამიამ განაცხადა, რომ „სულ არ აინტერესებს“ რუსეთში გაიყიდება თუ არა ქართული ღვინო და მინერალურ წყლები..

აქციის მონაწილეების თქმით, ტელეკომპანიის გენდირექტორმა არამარტო კახეთი, არამედ უძველესი მეღვინეობის კულტურა შეურაცხყო.

ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაიმართა.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება