ვაქცინა

დუმაში სურთ, რომ მსოფლიოში პირველი კორონავირუსული ვაქცინის შემქმნელები ნობელზე წარადგინონ

39
(განახლებულია 13:27 08.10.2020)
დუმაში მიაჩნიათ, რომ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შემქმნელები ნობელის პრემიაზე წარდგენას იმსახურებენ „საკაცობრიო მნიშვნელობის გარღვევისათვის“.

თბილისი, 8 ოქტომბერი ― Sputnik. გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული ცენტრის მეცნიერები, რომლებმაც მსოფლიოში პირველი ვაქცინა შექმნეს COVID-19-ის წინააღმდეგ, წარდგენილი უნდა იყვნენ 2021 წლის ნობელის პრემიაზე, მიაჩნიათ რუსეთის სახელმწიფო დუმის ჯანდაცვის კომიტეტში. 

საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ ოგულმა განაცხადა, რომ საუბარია საკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენაზე.

„ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა, რომლითაც დღეისათვის თითქმის 36 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და მილიონზე მეტი დაღუპული, ნამდვილი გარღვევაა მეცნიერებასა და მედიცინაში. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ეს გარღვევა რუსი მეცნიერების დამსახურებაა. მიმაჩნია, რომ მათი შრომა მთელი მსოფლიოს საზოგადოებამ უნდა დააფასოს“, ― განაცხადა დეპუტატმა.  

ოგულის მოსაზრებას ეთანხმებიან ჯანდაცვის კომიტეტის სხვა წევრებიც. ბორის მენდელევიჩის თქმით, პირველი ვაქცინის შემქმნელები ნამდვილად იმსახურებენ ნობელის პრემიაზე წარდგენას „მსოფლიო მნიშვნელობის გარღვევისათვის“.

აგვისტოში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად. პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ V“ ორგანიზმში ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს სამკვირიანი ინტერვალით.

ვაქცინის პოსტრეგისტრაციული კლინიკური კვლევები მოსკოვში 7 სექტემბერს დაიწყო, ორი დღის შემდეგ პირველი მოხალისეები აიცრნენ. სულ კვლევებში 40 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 10 ათასს პლაცებო გაუკეთდება. ეს აუცილებელია ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად.

39
თემები:
რუსეთი დღეს (639)
მამაკაცი მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით

მარტოხელა მამაკაცი: განაჩენი თუ... დასახელდა დაოჯახებისთვის კრიტიკული ასაკი

71
(განახლებულია 15:38 22.10.2020)
არის თუ არა განაჩენი 40 წელს გადაცილებული მამაკაცისთვის მარტოხელობა და რამდენად დიდია მისი დაქორწინების შანსი – ფსიქოლოგი განმარტავს.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. არის თუ არა მარტოხელობა გადაწყვეტილი 40 წლის ასაკში და აქვს თუ არა ამ ასაკში მამაკაცს დაოჯახების შანსი, ამის შესახებ რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ოჯახის ფსიქოლოგმა ნატალია პანფილოვამ ისაუბრა.

მისი თქმით, 40 წელზე მეტი ხნის მარტოხელა მამაკაცები იშვიათად ქორწინდებიან. მაშინაც კი, თუ მათ ცხოვრების თანამგზავრი ჰყავთ, ისინი არ ჩქარობენ ოჯახურ მარწუხებში მოქცევას.

„საშუალოდ 35 წლის შემდეგ ჰორმონალური ფონი თანდათან იცვლება. მამაკაცები მოწიფულობას ერგებიან და ამას თავისი შედეგები მოაქვს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანები უფრო რიგიდულნი ხდებიან, მათ აღარ სურთ ექსპერიმენტები“, — აღნიშნა ნატალია პანფილოვამ.

ფსიქოლოგის განმარტებით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცები შეცდომებს უფრო ადვილად ეგუებიან, ხვდებიან, რომ მათი გამოსწორების შესაძლებლობა არსებობს. ასაკის მატებასთან ერთად კი გადამწყვეტი ნაბიჯებისა ეშინიათ, არ სურთ შეცვალონ კომფორტული და ჩვეული ცხოვრების წესი, რომელიც ამ დროისთვის ჩამოუყალიბდათ.

„მამაკაცს, რაც უფრო ახლოს არის 40 წელთან, მით უფრო ნაკლები შეცდომის დაშვება სურს. მას უკვე აღარ უნდა არანაირი ექსპერიმენტი. ამ ასაკში ადამიანს უკვე აქვს ჩვევები, რომლისგან თავის დაღწევაც რთულია და ის არც ცდილობს მათ მოშორებას. თუ ქალი თანახმაა – მოერგოს ამ მამაკაცის ცხოვრებას, მაშინ ის მასთან ერთად იცხოვრებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დაქორწინდებიან“, — ამბობს პანფილოვა.

ამასთან ირკვევა, რომ იმავე ასაკის ქალბატონებსაც ნაკლებად აინტერესებთ 40 წელს გადაცილებული მამაკაცები.

რაც შეეხება ახალგაზრდა გოგონებს, ხშირად დიდი სიამოვნებით იწყებენ ურთიერთობას უფროს კაცებთან, მაგრამ როგორც კი აღმოაჩენენ, რომ მასთან გამუდმებით მორგებაა საჭირო, ხოლო მამაკაცი ურთიერთობებში უფრო შორს წასვლას არ აპირებს, ისინიც მაშინვე კარგავენ ინტერესს.

71
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
„რიჩარდ III“ ვახტანგოვის თეატრის სცენაზე

უკვე მესამედ: ქართველი რეჟისორის დადგმა მოსკოველი მაყურებლის რჩეულ სპექტაკლებს შორისაა

44
(განახლებულია 20:32 21.10.2020)
ცნობილი ქართველი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის „რიჩარდ III“ რუსეთის დედაქალაქის ყველაზე პოპულარული სპექტაკლების ტოპში უკვე მესამედ მოხვდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სპექტაკლი „რიჩარდ III“, რომელიც ქართველმა რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე 2017 წელს დადგა, Ticketland.ru-ს ვერსიით ყველაზე პოპულარული წარმოდგენების ტოპ–ათეულში შევიდა.

ავთანდილ ვარსიმაშვილი უკრაინაში ფესტივალის პრიზიორი გახდა>>

რუსულ სცენაზე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქართულ გუნდთან ერთად მუშაობდა. სპექტაკლის სცენოგრაფია მირიან შველიძეს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარია თეო კუხიანიძე, მუსიკალურად კი სპექტაკლი ელისო ორჯონიკიძემ გააფორმა. წარმოდგენაში გია ყანჩელის მუსიკა ჟღერს.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მაქსიმ სევრინოვსკი, ოლგა ტუმაიკინა, ელენა სოტნიკოვა, ქსენია კუბასოვა, იგორ კარტაშოვი და სხვები.

„პიესა „რიჩარდ III“ გენიალურია. ესაა ხელისუფლების ენციკლოპედია, „ძერჟავული“ ძალის, გვირგვინის ხელში ჩაგდების სახელმძღვანელო. შექსპირმა ყველა დროისა და ხალხის დიქტატორის ხასიათი ზუსტად წარმოადგინა ნაპოლეონამდე, სტალინამდე, ჰიტლერამდე და ხელისუფლების სხვა უზურპატორებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. მან თითქოს გვიწინასწარმეტყველა მათი გამოჩენა და ამავე დროს ფანტასტიკურად ზუსტად აღწერა დიქტატორის პიროვნების გახრწნის ფსიქოლოგიური პროცესი, როდესაც მას უკვე სისხლი ახრჩობს და ცხოვრებაში მთავარი მიზანი აღარ აქვს“, – აღნიშნა ვარსიმაშვილმა.

ქართველი რეჟისორის სპექტაკლის გარდა, ტოპ–დადგმებში ვახტანგოვის თეატრის კიდევ ორი სპექტაკლი მოხვდა – რიმას ტუმინასის „ევგენი ონეგინი“ და გლებ პანფილოვის „აუდიენცია“.

44
თემები:
საქართველო და კულტურა
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

კორონავირუსის მიუხედავად: ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა დამთვალიერებლებს კარები გაუღო

0
(განახლებულია 18:54 22.10.2020)
მუზეუმი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და პირველი ორი თვე დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც  კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს ერთდროულად ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა. ამჯერად ქვეყანაში მნახველებისთვის კარები ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

პირველი მუზეუმი, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა, იყო ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ასევე პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

ორი თვის განმავლობაში ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უფასოდ იმუშავებს. მუზეუმის შენობაში არის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცეებიც. გარდა ამისა, მუზეუმში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ადგილები - კაფე, მუზეუმის მაღაზია და სხვა.

მუზეუმის განახლებულ დარბაზში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარება იგეგმება.

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით შეიქმნა.

ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც  იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მან აღმოაჩინა ვანის ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. თუმცა იმ მიზნით, რომ მუზეუმს მეტი ექსპონატი დაეტია, 2012 წელს უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. არქიტექტურული პროექტი გერმანულმა საპროექტო კომპანია Ellis Williams Architects-ის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა