ლავროვი: რუსეთი მზადაა დასახმარებლად ყარაბაღის საკითხში

© photo : photo: courtesy of Press service of the Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეშფოთებულია კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდით

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტელეფონით ესაუბრა სომეხ კოლეგა ზოგრაბ მნაცაკანიანს, რა დროსაც მინისტრებმა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბრისას აღინიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტაა აუცილებელი, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
ერევანი სამშვიდობოების მომხრეა, ბაქო მიიჩნევს, რომ ცალმხრივი მოლაპარაკებები უაზრობაა
„დადასტურდა მზადყოფნა, დახმარება გაეწიოთ მხარეებს მთიანი ყარაბაღის დარეგულირების პროცესის პოლიტიკურ–დიპლომატიურ კალაპოტში დასაბრუნებლად ეუთოს მინისკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რუსეთის, აშშ–სა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადების შესაბამისად“, — ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ–ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0