რუსმა მწერალმა პუტინი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკადემიკოსის თქმით, მის მიერ პუტინის წარდგენას ნობელის მშვიდობის პრემიაზე ამერიკული მხრიდან „მძვინვარე რეაქცია“ მოჰყვა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. რუსმა აკადემიკოსმა და მწერალმა სერგეი კომკოვმა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა, რის შესახებაც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს უკვე ფაქტობრივად მეოთხე წარდგენაა ნობელის მშვიდობის პრემიაზე. განაცხადი მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გავგზავნე და უკვე 10 სექტემბერს ის ოსლოში ნობელის პრემიების შტაბ-ბინაში მშვიდობის კომიტეტმა მიიღო“, — განაცხადა კომკოვმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ნობელის კომიტეტის ერთ-ერთმა მდივანმა ხელი მოაწერა განაცხადს მისი მიღების თაობაზე, „ამერიკის მხრიდან მძვინვარე რეაქცია“ დაიწყო.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზეა წარდგენილი

„უკვე საღამოს, ადგილობრივი დროით 16 სააათის შემდეგ, ოსლოში ამერიკის წარმომადგენელმა <...> სასწრაფოდ ლამის ხელით დაწერა განცხადება ნობელის მშვიდობის პრემიაზე ტრამპის წარდგენის შესახებ — კაცმა არ იცის, რისთვის: არაბთა საამიროებსა და ისრაელს შორის რაღაც კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირებისთვის“, — აღიშნა კომკოვმა.

მისი თქმით, ნობელის კომიტეტმა მომდევნო წლის მარტამდე უნდა განიხილოს განაცხადები და ამის შემდეგ ყველას, ვისაც წინადადება აქვს გაგზავნილი, წერილობით უნდა შეატყობინოს, რომ მათი განაცხადი მიღებული, განხილული და დარეგისტრირებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა და განაცხადა, რომ თუ ვლადიმირ პუტინს პრემიას მიანიჭებენ, მშვენიერი იქნება, თუ არა — ეს საშინელება არ არის.

„თქვენ ხომ იცით, რომ ამ პრემიაზე აბსოლუტურად განსხვავებულ ადმიანებს წარადგენენ. ეს იმათი ინიციატივაა, ვინც ამგვარ წინადადებას აყენებს. ამ შემთხვევაში ეს აღნიშნული მწერალია. არსებობს ნომინანტების განხილვის გარკვეული პროცედურა. თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, შესანიშნავი იქნება, არ მიიღებენ და არც ამაშია არაფერი საშინელება“, — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0