ლუკაშენკო: არსებობს ნავალნის შესახებ ჩანაწერის გამოუქვეყნებელი სენსაციური ნაწილი

© Press service of the President of the Republic of Belarus / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირაში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვარშავასა და ბერლინს შორის ნავალნის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე საუბარი ჩაიჭირეს, და მისი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაცემის პირობა დადო.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ არსებობს ვარშავასა და ბერლინს შორის ალექსეი ნავალნის შესახებ საუბრის გამოუქვეყნებელი ნაწილი სენსაციური დეტალებით.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ რადიო Говорит Москва-ს მთავარმა რედაქტორმა რომან ბაბაიანმა გაავრცელა, რომელმაც სამშაბათს სხვა რუსულ მედიასაშუალებებთან ერთად ინტერვიუ ჩაიწერა ბელარუსის ლიდერთან.

„სიტყვა სიტყვით ციტირებას არ მოვახდენ, მაგრამ მნიშვნელობას ახლავე გადმოვცემ. „ჩვენ ხელთ გვაქვს მთელი ეს საუბარი, გსურთ მოუსმინოთ?“ ჩვენ, ბუნებრივია, მაშინვე მოვახდინეთ რეაგირება: რა თქმა უნდა, გვსურს, მოდით, მოვუსმინოთ! ამაზე ის ამბობს: მაშინ ჰკითხეთ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს, ის მოგასმენინებთ, რადგან მას გადავეცი ის ფირიო. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჯერ არაფერია, ეს ჯერ კიდევ ყვავილებია. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ინფორმაცია გვაქვს და ნაყოფი გველოდება წინ“, — თქვა ბაბაიანმა რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში.

გასულ კვირაში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვარშავასა და ბერლინს შორის ნავალნის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე საუბარი ჩაიჭირეს, და მისი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაცემის პირობა დადო. მოგვიანებით ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა ONT-მ საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლად დასახელებული პირი ამბობს, რომ „რუსის მოწამვლის დადასტურება არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან ომში ყველა მეთოდი კარგია“. გერმანიის მინისტრთა კაბინეტში საუბარს ფიქტიური უწოდეს. პოლონეთმაც ასევე უარყო მონაცემები საუბრის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო   - Sputnik საქართველო
ბერლინის განცხადება ნავალნიზე: რუსეთი კომენტარს აკეთებს

ნავალნის ჰოსპიტალიზაცია 20 აგვისტოს ომსკში მოხდა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავში ის ცუდად გახდა. გამოკვლევების შედეგების საფუძველზე ანტიკორუფციული ფონდის დამფუძნებელს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც სისხლში შაქრის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. რა გახდა ამის მიზეზი – ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ ციმბირელმა ექიმებმა ნავალნის სისხლსა და შარდში შხამები ვერ აღმოაჩინეს.

მოგვიანებით ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ გერმანიის მთავრობამ სამხედრო ექიმების მონაცემებზე დაყრდნობით გამოაცხადა, რომ ბლოგერი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სუბსტანციით მოწამლეს. ორშაბათს პაციენტი კომიდან გამოიყვანეს და გათიშეს ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ყველა ახალი ამბავი
0