ზომბების აღლუმი

პოლიცია ზომბი–ექიმს ეძებს: ვრცელდება საშიში ვიდეო

112
(განახლებულია 20:30 03.09.2020)
ვიდეორგოლი, რომელზეც ექიმი–ზომბის ქალაქის ქუჩებში მოძრაობაა აღბეჭდილი, სოციალური ქსელებით გავრცელდა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პოლიცია ეძებს ბლოგერ ივან სიჩოვს, რომელიც ექიმი–ზომბის გრიმით დადიოდა დონის როსტოვის ქუჩებში სასწრაფო დახმარების მანქანით და გამვლელებს აშინებდა.

პრანკის ვიდეო სოციალური ქსელებით გავრცელდა.

View this post on Instagram

A post shared by Иван Сычёв (@ivain_sychev) on

თავად ბლოგერი საკუთარ Instagram-აკაუნტზე წერს, რომ ამ პერფორმანსის მიზანი ექიმების დაუდევრობაზე ყურადღების გამახვილება იყო. სიჩოვი ირწმუნება, რომ დედამისი სწორედ ექიმების უცოდინრობის გამო დაიღუპა — სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალს გულის შეტევა ვერ დაუდგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ახლა არა მარტო სიჩოვს, არამედ მის თანამზრახველებსაც ეძებს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ვიდეორგოლის გადაღებაში.

 

112
თემები:
რუსეთი დღეს (606)
“ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობაზე დასაქმებულ ხომალდებს აღარ დააზღვევენ

22
(განახლებულია 09:45 23.09.2020)
ცირკულარი „დაბეჯითებით“ ურჩევს კლუბის წევრებს, „შეაფასონ და მინიმუმამდე დაიყვანონ კონტრაქტების გაფორმების რისკები Nord Stream 2–თან და Turk Stream–თან

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. გემთმფლობელების ურთიერთდასადაზღვევო კლუბების საერთაშორისო ჯგუფმა (IG P&I) გადაწყვიტა, არ დააზღვიოს ის ხომალდები, რომლებმაც შეიძლება მონაწილეობა მიიღონ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ მშენებლობაში.

ამის შესახებ ცნობილი ხდება ცირკულარიდან, რომელიც ჯგუფის წევრი ყველა კლუბის სახელით გავრცელდა.

„[თითოეული კლუბის] წევრებს შევახსენებთ, რომ არ უნდა არსებობდეს არანაირი დაზღვევა ხომალდებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ან რაც კლუბს სანქციების დარღვევის საფრთხის წინაშე აყენებს. დამზვევებისთვის პირდაპირი სასანქციო საფრთხის ფონზე, ამერიკული კანონების — CAATSA–სა და PEESA–ს გათვალისწინებით, კლუბი არ გასცემს დაზღვევებს იმგვარი საქმიანობისთვის, როგორებიცაა „ჩრდილოეთის მაკადი–2“ ან „თურქული ნაკადი“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან ცირკულარი „დაბეჯითებით“ ურჩევს კლუბის წევრებს, „შეაფასონ და მინიმუმამდე დაიყვანონ კონტრაქტების გაფორმების რისკები Nord Stream 2–თან და Turk Stream–თან, რათა თავი აარიდონ სანქციებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG ერთადერთ აქციონერთან – „გაზპრომთან“ ერთად. ევროპელი პარტნიორები ― Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall მშენებლობას სანახევროდ, ანუ თითოეული 950 მლნ ევროთი აფინანსებენ.

აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ.

გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი, რომელშიც შევიდა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ. შედეგად – მშენებლობა შეჩერდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 ივლისს გამოაქვეყნა ახალი რეკომენდაციები „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში და მასში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გარდა, ასევე ჩართო პროექტ „თურქული ნაკადის“ მეორე ტოტი, რომელზეც მანამდე სანქციები არ ვრცელდებოდა.

გაზსადენი „თურქული ნაკადი“ მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში ჩაეშვა. ის ორი ტოტისგან შედგება და თითოეულის სიმძლავრე 15,75 მლრდ კუბური მეტრია. პირველი ტოტის დანიშნულება — ეს რუსული გაზის თურქი მომხმარებლებისთვის მიწოდებაა, ხოლო მეორე ტოტისა — სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის მომარაგება ბუნებრივი აირით.

22
თემები:
მსოფლიო დღეს
ვლადიმირ პუტინი

გაეროს გენერალური ასამბლეა: პუტინმა კრიზისის დაძლევის გზები წარადგინა

36
გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, გაითვალისწინოს ყველა ქვეყნის ინტერესები და დაეყრდნოს სახელმწიფოების ყველაზე ფართო თანხმობის პრინციპს

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე ვიდეომიმართვაში მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, უფრო სრულად გაითვალისწინოს ყველა ქვეყნის ინტერესი.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ გაერომ ახალ რეალიებთან ადაპტაცია უნდა შეძლოს.

„მიმდინარე ცვლილებები, რა თქმა უნდა, ახდენს თავის გავლენას გაეროს მთავარ ორგანოზე - უშიშროების საბჭოზე, დისკუსიაზე მისი რეფორმირების მიდგომების თაობაზე. ჩვენი ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ უშიშროების საბჭომ უფრო სრულად გაითვალისწინოს ყველა ქვეყნის ინტერესი, მათი პოზიციების მრავალფეროვნება, დაეყრდნოს სახელმწიფოების ყველაზე ფართო თანხმობის პრინციპს“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას საერთო მოქმედებებისკენ გაეროს პრინციპებზე დაყრდნობით, რათა უზრუნველყოფილი იყოს დღევანდელი და მომავალი თაობების ღირსეული ცხოვრება.

„ურთიერთდაკავშირებულ, ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში, საერთაშორისო მოვლენების მორევში საჭიროა ერთად ვიმოქმედოთ და ამ დროს დავეყრდნოთ გაეროს წესდებაში დაფიქსირებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენი ორგანიზაციის მაღალი მისიის შესრულებას და დღევანდელი და მომავალი თაობების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა განაცხადა, რომ გაერო ღირსეულად ასრულებს თავის მთავარ მისიას - მშვიდობის შენარჩუნებას და დახმარებას ლოკალური კრიზისების გადალახვაში, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის ვეტოს უფლება მუშაობს, ის საჭიროა და ასახავს მსოფლიოში არსებულ რეალურ სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს.

„მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ხუთი ბირთვული ქვეყნის უფლება დღესაც ასახავს მსოფლიოში არსებულ რეალურ სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას შეეხო.

რუსეთში არ გამორიცხავენ COVID-19-ის ვაქცინის მიწოდებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში >>

„ყველანი გადავაწყდით პრინციპულად ახალ გამოწვევას - კორონავირუსის პანდემიას. დაავადება პირდაპირ შეეხო მილიონობით ადამიანს, წაგვართვა ყველაზე ძვირფასი - ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე. კარანტინები, საზღვრების დახურვა, უამრავი რთული პრობლემა შეექმნა პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მოქალაქეებს - ეს ყველაფერი დღევანდელი დღის რეალიებია. განსაკუთრებით ეს მძიმე აღმოჩნდა უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რომლებსაც იძულებითი შეზღუდვების გამო კვირაობით, ზოგჯერ თვეობითაც კი არ შეეძლოთ თავიანთ ახლობლებთან, შვილებთან, შვილიშვილებთან ჩახუტება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ექსპერტებმა ჯერ კიდევ ვერ შეაფასეს სრულად ეპიდემიასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური შოკის მასშტაბი, ყველა მისი შორეული შედეგი. „მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რომ გლობალური ეკონომიკის აღდგენას ძალიან, ძალიან ბევრი დრო დასჭირდება“, - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უფასოს სთავაზობს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს გაეროს თანამშრომლების ასაცრელად.

მისი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ასევე კიბერუსაფრთხოების პრობლემა, რადგან ციფრული ტექნოლოგიები ექსტრემისტებისა და რადიკალების ხელში შეიძლება აღმოჩნდეს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების გახანგრძლივებას პრიორიტეტული საკითხი უწოდა. გარდა ამისა, რუსეთი მხარს უჭერს ყველა კოსმოსური ქვეყნის მიერ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას კოსმოსის მილიტარიზაციის აკრძალვის შესახებ, დასასრულს აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

36
ზურგის მასაჟი

ზურგში ტკივილები საშიში დაავადების ნიშანია: ბრიტანელი ექიმები

0
(განახლებულია 12:39 23.09.2020)
სპეციალისტების თქმით, ზურგში ტკივილები შესაძლოა სულაც არ იყოს მალთაშორისი დისკების დაავადება და ეს სასიკვდილოდ საშიშ დაავადებაზე მიანიშნებდეს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ტკივილები ზურგში შესაძლოა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარებაზე მიანიშნებდეს, იუწყება გამოცემა Express–ი კიბოს კვლევის საქველმოქმედო ფონდ Cancer Research UK–ის სპეციალისტებზე დაყრდნობით.

ექიმების თქმით, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, გამომდინარე ამ ოგანოს მდებარეობიდან, შეიძლება მარტივად აირიოს მალთაშორისი დისკების დაავადებაში. ამასთან ტკივილები შეიძლება დაიწყოს მუცლის არეში და მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდეს ზურგზე.

„დისკომფორტი ძლიერდება, როდესაც ადამიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობას იღებს, და სუსტდება ჯდომის დროს. მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს ჭამის შემდეგ. ეს ყველაფერი გარკვეული ნერვების დაზიანების თავისებურებებს უკავშირდება“, —  განმარტავენ ექიმები.

სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ზურგში გამუდმებული ტკივილები აქვს და ამასთან ეს არც შესაბამისი ტრავმებით ან ფიზიკური დატვირთვებით არ არის გამოწვეული, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.  

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება