„შეცდომა იყო“: მონტენეგროს ოპოზიციის ლიდერმა ანტირუსული სანქციები შეაფასა

37
(განახლებულია 17:48 01.09.2020)
ოპოზიციური კოალიციის ლიდერის თქმით, რუსეთი „მონტენეგროსთან უკეთეს ურთიერთობებს იმსახურებს ისტორიული კავშირებისა და ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილის გამო“.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მონტენეგროს მიერ რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების მხარდაჭერა შეცდომა იყო, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუს დროს ოპოზიციური კოალიციის „მონტენეგროს მომავლისთვის“ ლიდერმა ზდრავკო კრივოკაპიჩმა. 

„ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და გლობალურ დონეზე, როგორც არ უნდა გვინდოდეს, არანაირი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. ცნობილია, ვინ თიბავს და ვის მოაქვს წყალი (სერბული ანდაზა - რედ.), ამიტომ დაუშვებელია ის, რომ ასეთი პატარა სახელმწიფო გახდეს პირველი, ვინც რუსეთის ფედერაციას სანქციებს დაუწესებს“, — განუცხადა ოპოზიციის ლიდერმა სააგენტოს.

მისივე თქმით, სანქციებმა ეკონომიკური ზარალი გამოიწვია.

„შეგახსენებთ, რომ ჩვენ ღვინო Plantaze გავიტანეთ ექსპორტზე, ტურისტებად კი დომინირებდნენ სტუმრები სერბეთიდან, ბოსნია–ჰერცეგოვინიდან და რუსეთიდან“, — აღნიშნა კრივოკაპიჩმა.

მისი თქმით, COVID-19-ის გამო მონტენეგროს საზღვრების დახურვა თვეების განმავლობაში რუსეთის, სერბეთისა და ბოსნია–ჰერცეგოვინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში დამსვენებელთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ, ხელისუფლების მხრიდან დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო.

უდიდესი ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „მონტენეგროსთან უკეთეს ურთიერთობებს იმსახურებს ისტორიული კავშირებისა და ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილის გამო“.

არჩევნები მონტენეგროში 30 აგვისტოს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ოპოზიციას უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩის პარტიას (DPS).

37
თემები:
მსოფლიო დღეს (2071)
ქათამი

ორჯერ იაფი და ბევრხორციანი: გამოყვანილია ქათმის ახალი ჰიბრიდი

0
(განახლებულია 12:49 21.09.2020)
რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სახეობა გამოიყვანეს, რომელიც უცხოურ ანალოგებზე ორჯერ იაფი იქნება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სამრეწველო ჰიბრიდი გამოიყვანეს, რომელიც ნაყოფიერების მხრივ მსოფლიო კონკურენტებს ჯაბნის, იუწყება მედია.

ამასთან, „სმენა 9“ – ასე ეწოდა ახალ ჰიბრიდს — მინიმუმ ორჯერ იაფი იქნება უცხოურ ანალოგებზე.

ჰიბრიდის (კროსის) გენოფონდი 70 სამეურნეო–სასარგებლო ნიშანს შეიცავს. ახალი ბროილერი იყენებს ნაკლებ საკვებს და იძლევა ბევრ ხორცს. ამასთან, იზრდება სწრაფად: დღე–ღამეში დაახლოებით 66 გრამს იმატებს და 5–6 კვირაში 42 გრამიანი წიწილა დაახლოებით 2,3–2,8 კგ ხდება.

სპეციალისტების თქმით, ახალი  ჰიბრიდი მეფრინველეობის ფაბრიკებისთვის მაღალ ეკონომიკურ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

„სმენა 9–ის“ სახელმწიფო რეგსტრაცია 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

0
თემები:
რუსეთი დღეს
კორონავირუსის ვაქცინა

ცნობილია, ვინ არ შეიძლება აიცრას COVID-19-ზე: აკადემიკოსი განმარტავს

32
(განახლებულია 13:18 21.09.2020)
აკადემიკოსმა განმარტა, რომელი დაავადებების შემთხვევაში აქვს კორონავირუსზე ვაქცინაციას უკუჩვენება, და თავსებადია თუ არა ის გრიპის ვაქცინასთან.

თბილისი, 21 სექტემბერი ― Sputnik. კორონავირუსზე ვაქცინაციაზე შეზღუდვები შეიძლება ეხებოდეს პირველადი იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანების მცირე ჯგუფებს, აღნიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ალექსანდრ კარაულოვმა RT-სთან ინტერვიუს დროს, როდესაც განმარტავდა, ვინ არ შეიძლება აიცრას COVID-19-ზე.

პირველადი იმუნოდეფიციტი – ეს არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ვლინდება დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში (მაქსიმუმ 3 წლამდე). ახასიათებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის განსხვავებული სიმძიმით მიმდინარე ინფექციები – ფილტვების ანთება, ძვალ-სახსროვანი სისტემის ანთება, სეფსისი და ა.შ.

„აუტოიმუნურ, რევმატოლოგიურ და ონკოლოგიურ დაავადებებსაც კი ვერ ექნება უკუჩვენება“, ― ხაზი გაუსვა კარაულოვმა.

აკადემიკოსის თქმით, გრიპსა და პნევმოკოკურ ინფექციებზე ვაქცინაცია ხელს არ უშლის კორონავირუსზე აცრას და ეს უკვე ახლავე უნდა მოხდეს, ვინაიდან „უკვე ოთხი კვირის შემდეგ შესაძლებელი იქნება კორონავირუსზე აცრაც“.

კარაულოვმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო საზოგადოებაში დისკუსია მიმდინარეობს COVID-19-ის ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და სწორედ რუსული ვაქცინა Sputnik V გახდის შესაძლებელს, განისაზღვროს რისკის ჯგუფების მოსალოდნელი ვაქცინაციის საფუძვლიანი კრიტერიუმები.  

მსოფლიოში პირველი კორონავირუსული ვაქცინა Sputnik V, რომელიც გამალეის კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად, რუსეთმა აგვისტოში დაარეგისტრირა. მასობრივი ვაქცინაცია ვაქცინის წარმოების ზრდისა და პოსტრეგისტრაციული კვლევების მონაცემების დაგროვების კვალდაკვალ დაიწყება.

 

32
თემები:
რუსეთი დღეს