შექმნილია ჰაერში COVID-19-ისა და სხვა ვირუსების აღმომჩენი მოწყობილობა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიდამცავი კოსტიუმების წარმოდგენა
დამცავი კოსტიუმების წარმოდგენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დეტექტორი-ბიოს“ ჰაერში ვირუსული და ბაქტერიული ბუნების მქონე ინფექციური დაავადებების 86-მდე აღმძვრელისა და ასევე ტოქსინების ერთდროულად გამოვლენა შეუძლია.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ჰაერში ვირუსების, მათ შორის, COVID-19-ის აღმომჩენი პირველი მოწყობილობა „დეტექტორი–ბიო“ რუსეთის ფორუმ „არმია 2020“-ზე წარმოადგინეს, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში კრასნოგორსკის ზვერევის სახელობის ქარხნის დირექტორმა ალექსანდრ ნოვიკოვმა.

ადამიანების ძებნა ნანგრევებში - Sputnik საქართველო
უნიკალური კომპლექსი: ნანგრევებში ადამიანების ძებნა სუნთქვის მიხედვით იქნება შესაძლებელი
„ქარხანა წარმოადგენს სრულიად ახალ პროდუქტს — სამედიცინო-ბიოლოგიურ მოწყობილობა „დეტექტორ–ბიოს“, რომელიც შენობაში ბაქტერიებს, ტოქსინებსა და ვირუსებს, მათ შორის COVID-19-საც განსაზღვრავს. ეს გამალეის სახელობის ცენტრთან ერთობლივი ნამუშევარია. ამ მოწყობილობის მეშვეობით ჰაერის სინჯის ავტომატურ ანალიზზე 10-დან 30 წუთამდე იხარჯება — პათოგენების კონცენტრაციიდან გამომდინარე და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით“, — განაცხადა ნოვიკოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, „დეტექტორი–ბიო“ უნიკალური პროექტია და რუსეთის ბაზარზე ანალოგი არ აქვს.

„დეტექტორი-ბიოს“ დანიშნულებაა — ჰაერში ვირუსული და ბაქტერიული ბუნების მქონე ინფექციური დაავადებების 86-მდე აღმძვრელისა და ასევე ტოქსინების ერთდროულად გამოვლენა სრულიად ავტომატურ რეჟიმში. მოწყობილობა გამოიყენება მასობრივი თავშეყრის ადგილებში (მეტრო, აეროპორტები, რკინიგზის სადგურები და სხვ.) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

ყველა ახალი ამბავი
0