რუსული ვაქცინა

რუსული ვაქცინის 2 მლნ დოზა ყაზახეთს გადაეცემა

249
(განახლებულია 18:31 26.08.2020)
მანამდე რუსეთმა და ყაზახეთმა შეთანხმება გააფორმეს იმის შესახებ, რომ ყაზახეთი გარანტირებული რაოდენობის ვაქცინას მიიღებს.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. რუსეთი ყაზახეთს ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Спутник V-ს 2 მლნ დოზაზე მეტს მიაწვდის, განაცხადა პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

გარდა ამისა, როგორც დმიტრიევი განმარტავს, იგეგმება საკითხის განხილვა, რომელიც მიწოდების 5 მლნ დოზამდე გაზრდას შეეხება.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ის მოქალაქეები, რომლებიც რისკის ჯგუფებში შედიან, უფასოდ და ნებაყოფლობით აიცრებიან რუსული ვაქცინით მას შემდეგ, რაც პრეპარატი კლინიკური კვლევების ყველა ეტაპს წარმატებით გაივლის. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და ყაზახეთმა შეთანხმება გააფორმეს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოცდების დასრულების შემდეგ ყაზახეთი გარანტირებული რაოდენობის ვაქცინას მიიღებს.

რუსეთმა პირველმა მსოფლიოში დაარეგისტრირა კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის ვაქცინა, რომელიც გამალეის სახელობის ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით.

 

249
თემები:
რუსეთის დახმარება მსოფლიოს: ბრძოლა COVID-19-თან (28)
ქათამი

ორჯერ იაფი და ბევრხორციანი: გამოყვანილია ქათმის ახალი ჰიბრიდი

8
(განახლებულია 12:49 21.09.2020)
რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სახეობა გამოიყვანეს, რომელიც უცხოურ ანალოგებზე ორჯერ იაფი იქნება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სამრეწველო ჰიბრიდი გამოიყვანეს, რომელიც ნაყოფიერების მხრივ მსოფლიო კონკურენტებს ჯაბნის, იუწყება მედია.

ამასთან, „სმენა 9“ – ასე ეწოდა ახალ ჰიბრიდს — მინიმუმ ორჯერ იაფი იქნება უცხოურ ანალოგებზე.

ჰიბრიდის (კროსის) გენოფონდი 70 სამეურნეო–სასარგებლო ნიშანს შეიცავს. ახალი ბროილერი იყენებს ნაკლებ საკვებს და იძლევა ბევრ ხორცს. ამასთან, იზრდება სწრაფად: დღე–ღამეში დაახლოებით 66 გრამს იმატებს და 5–6 კვირაში 42 გრამიანი წიწილა დაახლოებით 2,3–2,8 კგ ხდება.

სპეციალისტების თქმით, ახალი  ჰიბრიდი მეფრინველეობის ფაბრიკებისთვის მაღალ ეკონომიკურ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

„სმენა 9–ის“ სახელმწიფო რეგსტრაცია 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

8
თემები:
რუსეთი დღეს
კორონავირუსის ვაქცინა

ცნობილია, ვინ არ შეიძლება აიცრას COVID-19-ზე: აკადემიკოსი განმარტავს

34
(განახლებულია 13:18 21.09.2020)
აკადემიკოსმა განმარტა, რომელი დაავადებების შემთხვევაში აქვს კორონავირუსზე ვაქცინაციას უკუჩვენება, და თავსებადია თუ არა ის გრიპის ვაქცინასთან.

თბილისი, 21 სექტემბერი ― Sputnik. კორონავირუსზე ვაქცინაციაზე შეზღუდვები შეიძლება ეხებოდეს პირველადი იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანების მცირე ჯგუფებს, აღნიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ალექსანდრ კარაულოვმა RT-სთან ინტერვიუს დროს, როდესაც განმარტავდა, ვინ არ შეიძლება აიცრას COVID-19-ზე.

პირველადი იმუნოდეფიციტი – ეს არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ვლინდება დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში (მაქსიმუმ 3 წლამდე). ახასიათებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის განსხვავებული სიმძიმით მიმდინარე ინფექციები – ფილტვების ანთება, ძვალ-სახსროვანი სისტემის ანთება, სეფსისი და ა.შ.

„აუტოიმუნურ, რევმატოლოგიურ და ონკოლოგიურ დაავადებებსაც კი ვერ ექნება უკუჩვენება“, ― ხაზი გაუსვა კარაულოვმა.

აკადემიკოსის თქმით, გრიპსა და პნევმოკოკურ ინფექციებზე ვაქცინაცია ხელს არ უშლის კორონავირუსზე აცრას და ეს უკვე ახლავე უნდა მოხდეს, ვინაიდან „უკვე ოთხი კვირის შემდეგ შესაძლებელი იქნება კორონავირუსზე აცრაც“.

კარაულოვმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო საზოგადოებაში დისკუსია მიმდინარეობს COVID-19-ის ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და სწორედ რუსული ვაქცინა Sputnik V გახდის შესაძლებელს, განისაზღვროს რისკის ჯგუფების მოსალოდნელი ვაქცინაციის საფუძვლიანი კრიტერიუმები.  

მსოფლიოში პირველი კორონავირუსული ვაქცინა Sputnik V, რომელიც გამალეის კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად, რუსეთმა აგვისტოში დაარეგისტრირა. მასობრივი ვაქცინაცია ვაქცინის წარმოების ზრდისა და პოსტრეგისტრაციული კვლევების მონაცემების დაგროვების კვალდაკვალ დაიწყება.

 

34
თემები:
რუსეთი დღეს
ცესკოს შენობა

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცესკომ წესები დაადგინა

0
(განახლებულია 16:20 21.09.2020)
ცესკოს დადგენილებით რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენებისა და სხვა წესები.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ (ცენტრალური საარჩევნო კომისია) საპარლამენტო არჩევნების დღისთვის, მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩევლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების სანიტარიულ–ჰიგიენურ წესებს კენჭისყრის პერიოდში.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

თერმოსკრინინგის გავლა კენჭისყრის შენობაში შესვლამდე სავალდებულოა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის. თუ პირს დაუფიქსირდება 37°С, ან უფრო მეტი ტემპერატურა, ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. თუ მაღალი ტემპერატურის გამო კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები შენობაში შესვლამდე ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ>>

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ზედაპირებს, რომლებზეც ხშირად ხდება შეხება, სათანადო წესით ჩაუტარდეს დეზინფექცია (სამ საათში ერთხელ ან დაბინძურების მიხედვით), ხოლო საარჩევნო უბნები შეძლებისდაგვარად განიავდეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე მოეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. 

რაც შეეხება ამომრჩეველს, მათთვის შემდეგი წესები იმოქმედებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე კონკურსანტებს COVID-19 დაუდასტურდა>>

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმისტრით, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი.

სანიტარიულ–ჰიგიენურ წესები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის შეიმუშავა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაცია იზრუნებს, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ. ამისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიაა დაგეგმილი.

„ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020