დმიტრი პესკოვი

კრემლი კომენტარს არ გააკეთებს: პესკოვმა ბელარუსზე დასმულ შეკითხვას უპასუხა

387
(განახლებულია 16:55 26.08.2020)
ბელარუსში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გამოაცხადა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შეფასება რესპუბლიკის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპარლამენტს განუცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტი არც პრორუსული და არც ანტირუსული ხასიათის არ არის.

„მოცემულ შემთხვევაში სამართალდამცველი ორგანოების ამა თუ იმ ქმედების შეფასება, რომლებსაც წესრიგის უზრუნველყოფის ფუნქცია აკისრიათ, ჩვენი მეზობელი და მოკავშირე ბელორუსიის საშინაო საქმეებში ჩარევა იქნებოდა. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამგვარად უპასუხა მან მასმედიის წარმომადგენლების შეკითხვას, „როგორ აფასებს კრემლი ტიხანოვსკაიას სიტყვებს, რომ რესპუბლიკაში მშვიდობიანი რევოლუცია ხდება“.

ბელარუსში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გამოაცხადა ხმათა 80,1%-ით. ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნებში რეალურად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა. ოფიციალური მონაცემებით, პოლიციამ პროტესტის პირველ დღეებში 6,7 ათასი ადამიანი დააკავა. არეულობაში რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა, ხოლო აქციების ოთხი მონაწილე გარდაიცვალა.

 

387
თემები:
რუსეთი დღეს (607)
ვლადიმირ პუტინი

რუსმა მწერალმა პუტინი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

8
(განახლებულია 10:02 25.09.2020)
აკადემიკოსის თქმით, მის მიერ პუტინის წარდგენას ნობელის მშვიდობის პრემიაზე, ამერიკული მხრიდან „მძვინვარე რეაქცია“ მოჰყვა

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. რუსმა აკადემიკოსმა და მწერალმა სერგეი კომკოვმა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა 2021 წლისთვის, რის შესახებაც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს უკვე ფაქტობრივად მეოთხე წარდგენაა ნობელის მშვიდობის პრემიაზე. განაცხადი მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გავგზავნე და უკვე 10 სექტემბერს ის ოსლოში ნობელის პრემიერის შტაბბინაში მშვიდობის კომიტეტმა მიიღო“, — განაცხადა კომკოვმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ნობელის კომიტეტის ერთ–ერთმა მდივანმა ხელი მოაწერა განაცხადს მისი მიღების თაობაზე, „ამერიკის მხრიდან მძვინვარე რეაქცია“ დაიწყო.

„უკვე საღამოს, ადგილობრივი დროით 16 სააათის შემდეგ, ოსლოში ამერიკის წარმომადგენელმა <...> სასწრაფოდ ლამის ხელით დაწერა განცხადება ნობელის მშვიდობის პრემიაზე ტრამპის წარდგენის შესახებ — კაცმა არ იცის, რისთვის: არაბეთის საამიროებსა და ისრაელს შორის რაღაც კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირებისთვის“, — აღიშნა კომკოვმა.

მისი თქმით, ნობელის კომიტეტმა მომდევნო წლის მარტამდე უნდა განიხილოს განაცხადები და ამის შემდეგ ყველას, ვისაც წინადადება აქვს გაგზავნილი, წერილობით უნდა შეატყობინოს, რომ მათი განაცხადი მიღებულია, განხილული და დარეგისტრირებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა და განაცხადა, რომ თუ ვლადიმირ პუტინს პრემიას მიანიჭებენ — მშვენიერი იქნება, თუ არა — ეს საშინელება არ არის.

„თქვენ ხომ იცით, რომ ამ პრემიაზე აბსოლუტურად განსხვავებულ ადმიანებს წარადგენენ. ეს იმათი ინიციატივაა, ვინც ამგვარ წინადადებას აყენებს. ამ შემთხვევაში ეს აღნიშნული მწერალია. არსებობს ნომინანტების განხილვის გარკვეული პროცედურა. თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, შესანიშნავი იქნება, არ მიიღებენ და არც ამაშია არაფერი საშინელება“, — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

 

8
თემები:
რუსეთი დღეს (607)
ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

68
(განახლებულია 18:46 24.09.2020)
ვინ იფიქრებდა, რომ ფესტივალი, სადაც კინემატოგრაფისტებმა  კოვიდ-იზოლაციის შემდეგ სული მოითქვეს, ინფიცირების წყარო გახდებოდა

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი სოჭში კინოფესტივალ „კინოტავრზე“ კორონავირუსით დაინფიცირდა, იუწყება რუსული მედია.

თავად გიგინეიშვილს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსისგან მკურნალობს ასევე ფესტივალის ჟიურის წევრი, რეჟისორი ნიგინა საიფულაევა. გიგინეიშვილმა და საიფულაევამ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნეს, ჩაიტარეს PCR-ტესტები, შედეგები კი დადებითი აღმოჩნდა.

აღნიშნულია, რომ ტესტირება კორონავირუსზე გაიარეს „კინოტავრის“ სხვა სტუმრებმაც. ამიტომ ინფიცირებულთა რაოდენობა კინოჩვენებაზე შეიძლება გაიზარდოს.

მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით კორონავირუსი სოჭში „ჩაიტანა“ რეჟისორმა ალექსანდრ მოლოჩნიკოვმა. ღონიძიების წინ მან თავი შეუძლოდ იგრძნო, გაიკეთა ტესტი, მაგრამ შედეგი უარყოფითი იყო. ამიტომაც რეჟისორმა გადაწყვიტა წარეფგინა თავისი ფილმი პრემიერაზე. ამის შემდეგ მოლოჩნიკოვი კინოფესტივალის სხვა ღონისძიებებსაც ესტუმრა.

მოსკოვში დაბრუნებისას მოლოჩნიკოვმა განმეორებითი ტესტი გაიკეთა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მან კოლეგები გააფრთხილა და მათ ბოდიშიც მოუხადა.

68
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 25 სექტემბერს

0
(განახლებულია 20:56 24.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეივნის დასახლების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს