მოსკოვში აფეთქება მოხდა: ვრცელდება ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, ხუთსართულიანი შენობიდან უკვე გამოიყვანეს ათობით ადამიანი.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. მოსკოვში ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ აფეთქება მოდა, იუწყება РИА Новости საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.

ინციდენტი კუბინკის ქუჩაზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რასაც შემდეგ ხანძარი მოჰყვა. ცეცხლი სახლის სამ სართულს უკიდია.

სააგენტოს ცნობით, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.

ცეცხლმოკიდებული შენობიდან ათობით ადამიანი გამოიყვანეს. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0