ადამიანების ძებნა ნანგრევებში

უნიკალური კომპლექსი: ნანგრევებში ადამიანების ძებნა სუნთქვის მიხედვით იქნება შესაძლებელი

59
(განახლებულია 17:11 25.08.2020)
მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური მოწყობილობა, რომელიც ნანგრევებსა თუ მეწყერებში მოყოლილი ადამიანების ძებნას გააიოლებს.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შექმნილია უნიკალური მობილური რადიოლოკაციური კომპლექსი, რომელიც ნანგრევებში ჩამარხული ადამიანების ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა მისი სიცოცხლის ნიშნების საფუძველზე, იუწყება რუსეთის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციათა საკითხების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

მეცნიერებმა სიახლე ამ დღეებში წარმოადგინეს ფორუმზე „არმია 2020“.

„მოწყობილობა ორ რეჟიმში იმუშავებს, რაც ადამიანის სუნთქვისა და ასევე მოძრაობის საფუძველზე ადამიანის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, კომპლექსი გამოთვლის მანძილსაც“, — ნათქვამია ინსტიტუტის ოფიციალურ საიტზე.

აღინიშნება, რომ რადიოლოკაციურ კომპლექსს ნანგრევების ქვეშ 10 კვადრატულ მეტრამდე ფართობის გამოსაკვლევად საშუალოდ სამ წუთამდე დრო სჭირდება.

სიახლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი — ეს ძებნის მაღალი ხარისხის სანდოობაა.

სწავლულები აცხადებენ, რომ კომპლექსი პრაქტიკულად შეუცვლელი იქნება არა მარტო ნანგრევებში, არამედ მეწყერებში ჩამარხული ადამიანების ძებნის პროცესშიც.

 

59
თემები:
რუსეთი დღეს (609)
მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კვოტები უცხოელთათვის რუსეთის უმაღლესებში:ადგილების რაოდენობა გაიზრდება, სისტემა დაიხვეწება

22
(განახლებულია 13:51 25.09.2020)
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბიტურიენტებისთვის უფასო კვოტების გამოყოფის ფორმატი დასახვეწია, მიიჩნევს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორი ევგენი პრიმაკოვი.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ევგენი პრიმაკოვი „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელად მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა.

Руководитель Россотрудничества Евгений Примаков
© photo: Sputnik / Alexey Danichev
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორი ევგენი პრიმაკოვი.

მან მაშინვე დააანონსა სერიოზული ცვლილებები სააგენტოს საქმიანობაში. ერთ-ერთ მტკივნეულ თემად მან რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი მოქალაქეებისთვის სასწავლო კვოტების გამოყოფის სისტემა დაასახელა.

„კვოტების რაოდენობა გაიზრდება - პრეზიდენტმა პუტინმაც განაცადა, რომ მეტი კვოტა იქნება. 2023 წლისათვის კვოტების რაოდენობა ორჯერ უნდა გაიზარდოს. მაგრამ ჩვენს კოლეგებთან მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდან, სახელმწიფო სათათბიროდან ვმსჯელობთ იმაზე, რომ თავად ამ კვოტების სისტემა არც ისე ეფექტურია“, - განუცხადა Sputnik-ს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორმა ევგენი პრიმაკოვმა.

მან მაგალითად მოიყვანა ბელარუსი, რომლისთვისაც უმაღლეს სასწავლებლებში საბიუჯეტო ადგილების დიდი რაოდენობაა გამოყოფილი, მაგრამ რუსეთი „პოლონეთსაც ვერ უწევს კონკურენციას“.

„პოლონელები არამარტო სწავლის საშუალებას აძლევენ სტუდენტებს, არამედ სთავაზობენ მათ გარკვეულ სტიპენდიებს, გრანტებს. რთულია გაუწიო კონკურენცია, თუ ჩვენ მხოლოდ ჩამოსვლას და სწავლას ვთავაზობთ. უნდა დავხვეწოთ სისტემა, რათა ამ კვოტების ნაწილში მაინც გრანტების და სტიპენდიების კომპონენტი გაჩნდეს. რომ მხოლოდ ასე არ ხდებოდეს - მიდით და ისწავლეთ, არამედ - აი თქვენ ავიაბილეთი, აი საცხოვრებლის ან საერთო საცხოვრებლის საფასური“, - აღნიშნა პრიმაკოვმა.

„როსსოტრუდნიჩესტვო“ დაინტერესებულია იმით, რომ უცხოელი სტუდენტები რუსეთში სწავლის შემდეგ გახდნენ მაღალი კლასის სპეციალისტები, თავიანთი სფეროს ექსპერტები, აღნიშნა მან. და სწავლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, დაიკავონ იქ მათთვის ღირებული პოზიციები და იპოვონ კარგი სამსახურები. თუმცა ახლანდელი სისტემის პირობებში ამ გეგმების განხორციელება ხშირად ვერ ხერხდება.

„არიან ახალგაზრდები, რომლებიც რუსეთში ჩამოსვლისას რთულ გარემოებებში აღმოჩნდებიან, შემდეგ უწევთ მუშაობა მეეზოვეებად, ტაქსაობა. ეს არასწორია თუნდაც ამ ახალგაზრდების სწავლაზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თვალსაზრისითაც“, - განმარტა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კვოტების გამოყოფის სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მკაფიო გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს. „გეგმები - ეს უკვე რაღაც მეტ-ნაკლებად მკაფიო, აწყობილი რამაა“, პრობლემა ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაზეა. თუმცა რეფორმირება აუცილებელია, დარწმუნებულია ევგენი პრიმაკოვი.

უცხოელი სტუდენტებისთვის კვოტების 15-დან 30 ათას საბიუჯეტო ადგილამდე გაზრდის საკითხი ვრცლად განიხილებოდა სახელმწიფო სათათბიროში 2020 წლის დასაწყისში. მაშინ სახელმწიფო დუმის დსთ–ის, ევრაზიაში ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ 15 ათასი ადგილი არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო როლს და ჰუმანიტარულ ძალას. და მაგალითად მოიყვანა პოლონეთი, რომელიც მხოლოდ ბელარუსის მოქალაქეებისთვის გამოყოფს 10 ათასს საბიუჯეტო ადგილს, და რუმინეთი, რომელიც უფასოდ ასწავლის 5 ათას მოლდოვის მოქალაქეს. ამ დროს კი რუსეთის უმაღლესებში სწავლის მსურველ უცხოელთა განაცხადების რაოდენობა 100 ათასს მიუახლოვდა. მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო უცხოელი სტუდენტებისთვის კვოტების 30 ათასამდე გაზრდას გეგმავს.

22
თემები:
რუსეთი დღეს (609)
დონალდ ტრამპი

პოლიტოლოგი: ტრამპს ნავალნის საქმეში ჩარევა არ სურს  

13
ახალი კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვს, ანგარიში წარუდგინოს კონგრესს იმის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის ფინანსებზე

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ამერიკელი სენატორების ჯგუფმა, ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით, კანონპროექტი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორის, მარკო რუბიოს საიტზე.

დოკუმენტი იმ რუსი ოფიციალური პირების საწინაათმდეგო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც, მისი ავტორების აზრით, „ღიად არღვევენ საერთაშორისო სამართლს“ და ჩართულები არიან ნავალნის „მოწამვლის“ საქმეში.

კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვს, ანგარიში წარუდგინოს კონგრესს იმის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის ფინანსებზე. გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებს თეთრ სახლს, პასუხი გასცეს კითხვას, დაარღვია თუ არა მათი აზრით რუსეთმა აშშ–ის კანონები, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს.

გარდა მარკო რუბიოსი, დოკუმენტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ და ასევე დემოკრატმა კრის კუნსმა, ბემ კარდინმა და კრის ვან ჰოლენმა.

იმისათვის, რომ კანონპროექტი მიიღონ, ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

რადიო Sputnik–ის ეთერში პოლიტოლოგმა ვლადიმირ მოჟეგოვმა სენატორების ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა.

„ეს წმიდად საჯარო საქმეა. რა ანგარიშები შეიძლება იყოს? ეს სრულიად წარმოუდგენელი რამაა. ეს არის წინასაარჩევნო ისტერიის გამწვავების რიტორიკა. და კიდევ: ნავალნის საქმე — ეს უფრო დემოკრატების დღის წესრიგია. რესპუბლიკელები უხალისოდ ეწერებოდნენ ამაში და როგორც მგონია, ამას მხარს არც მომავალში დაუჭერენ. ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ძალიან ფრთხილობს და დისტანცირდება ამ ყველაფრისგან. და პომპეოც ამბობდა, რომ რეაგირება საჭიროა მაშინ, როგორც კი მომხდარზე ყველა ფაქტი ცნობილი იქნება, რომ ჯერჯერობით მაინცდამაინც გასაგები არ არის, რა ხდება“, — აღნიშნა ვლადიმირ მოჟეგოვმა.

მისი აზრით, ამერიკელები გერმანელებისგან ნავალნის თაობაზე ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ, მაგრამ ასეთი მოთხოვნა მათგან არ ყოფილა.

„ეს იქნებოდა რაღაც საფუძველი სანქციებისთვის, მაგრამ ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა. ამიტომ მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ ჰაერის შერხევაა... ეს რაღაც ბნელი ისტორიაა, ამიტომ ტრამპს არ სურს მასში ჩარევა — დემოკრატების აფიორაა, რომელშიც უბრალოდ არ სურს ჩაძირვა. ვფიქრობ, დემოკრატები ამ დღის წესრიგს გაძლიერებულად გააპიარებენ, ხოლო ტრამპი რამდენადმე გვერდზე იდგება ამისგან“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.

ალექსეი ნავალნი ომსკში 20 აგვისტოს გადაიყვანეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. ექიმებმა მას ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაუდგინეს, რაც სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია. ნავალნის სისხლსა და შარდში შხამის კვალი ომსკში არ აღმოუჩენიათ.

მოგვიანებით ალექსეი ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. სექტემბრის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ბლოგერი საბრძოლო ნივთიერებათა ჯგუფის სუბსტანცია „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. მოსკოვმა ბერლინის ლაბორატორიიდან ანალიზების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ამასთან, რუსეთის ინფორმაციით, გერმანიის დაზვერვა BND–ს 1990-იანი წლებიდან ჰქონდა წვდომა „ნოვიჩოკზე“. გარდა ამისა, ნივთიერებას ოცამდე ქვეყანაც სწავლობდა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, ჩეხეთი. ხოლო რუსეთმა, პრეზიდენტის 1992 წლის ბრძანებულების თანახმად, შეაჩერა ქიმიური იარაღის სფეროში სამუშაოები და 2017 წელს მსგავსი ნივთიერებების მთელი მარაგი გაანადგურა — რაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) დაადასტურა.

13
თემები:
რუსეთი დღეს (609)
ხელბორკილი

ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე დააკავა

0
საქართველოს პროკურატურამ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ექსპერტიზა უკვე ჩაატარა და ისინი გაყალბებულად ცნო

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. პოლიციამ  დავით ფურცხვანიძე დააკავა, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ფოტოების თემა რამდენიმე ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ამოტივტივდა. როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებდა, ე.წ. სატელიტური ფოტოები ადასტურებდა, რომ გოგონას ავტომობილი დანაშაულის ადგილზე მოგვიანებით მიიყვანეს. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ფოტოები გაყალბებული იყო და წყაროს ძიება დაიწყო.

ფურცხვანიძის დაკავების დეტალებზე პროკურატურა ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ, რომ მიხეილ რამიშვილმა იგი ე.წ. სატელიტური ფოტოების წყაროდ დაასახელა. საქართველოს პროკურატურამ რამიშვილის ტელეფონიდან ამოიღო მონაცემები, რომლებიც ადვოკატისთვის ფოტოების გადაცემას ეხებოდა. 

ფოტოების საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე  „მტკიცებულებების გაყალბებისა“ და „ კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის“ მუხლებით.

23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმეზე ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურაში ამტკიცებდნენ, რომ პარალელური გამოძიება რამიშვილს საადვოკატო პრაქტიკაში ხელს არ შეუშლის.

რამიშვილი და გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას შესაძლო სუიციდზე და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.
სკანდალური ფოტოები, რომელთაც პროკურატურამ ყალბი და დამონტაჟებული უწოდა, ადვოკატმა რანიშვილმა პირველად ტელეკომპანია Formula–ს ეთერში სექტემბრის დასაწყისში გაასაჯაროვა.

0