ტეპლოვიზორი

რუსეთში „კოვიდსაწინააღმდეგო“ საშვთა სისტემა შექმნეს

466
(განახლებულია 12:16 23.08.2020)
სიახლე მოიცავს „ტეპლოვიზორს“, სამუშაო ადგილს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით და აბსოლუტურად შავ სხეულს გამოსახულების დაკალიბრებისთვის

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ჰოლდინგი „შვაბე“ (შედის „როსტეხში“) გამოსაშვებად ამზადებს „კოვიდსაწინააღმდეგო“ ტეპლოვიზორების მოდიფიკაციას სახეების ამოცნობის და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ფუნქციებით, იუწყებიან ჰოლდინგის პრესსამსახურში.

„შვაბეში“ შემუშავებული ტეპლოვიზორების საფუძველზე შეიქმნება ინტელექტუალური აღჭურვილობა გამშვებ პუნქტებზე ადამიანების კონტროლისა და გატარებისთვის. სიახლე მოიცავს „ტეპლოვიზორს“, სამუშაო ადგილს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით და აბსოლუტურად შავ სხეულს გამოსახულების დაკალიბრებისთვის. კომპლექსს ასევე აქვს ობიექტზე დაშვების კონტროლისა და მართვის სისტემასთან ინტეგრაციის შესაძლებლობა და აღჭურვილია სრულფორმატიანი ეკრანით შემომავალი ინფორმაციის ვიზუალიზაციისთვის“, - განაცხადეს „შვაბეში“, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

ახალ სისტემას მიენიჭა სახელწოდება „ზორკი“. ამ ბრენდით 1948-1960 წლებში ზვერევის სახელობის კრასნოგორსკის ქარხანა მცირეფორმატიანი შორეული დიაპაზონის ფოტოაპარატებს უშვებდა.

ადამიანური ფაქტორი

შემქმნელების თქმით, ახალი სისტემა არის უნივერსალური ინსტრუმენტი უსაფრთხოების გაზრდისთვის, განსაკუთრებით ხალხმრავალ ორგანიზაციებში - განსაკუთრებით შორეული დიაპაზონის გამო.

„იმ პირობით, რომ თანამშრომლები აღრიცხული არიან სპეციალურ მონაცემთა ბაზაში, მანამ სანამ პირის საშვი წამკითხველს შეეხება, კომპლექსი მიიღებს გადაწყვეტილებებს, შეუშვას ან გამოუშვას თუ არა ადამიანი, ამოიცნობს მის ვინაობას ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა, მაგალითად, სქესი, ამოიცნობს არის თუ არა მისი სახე დაფარული დამცავი ნიღბით, ჩაიწერს ვიდეოს და ა.შ. ”, - აღნიშნეს პრესსამსახურში.

ამავე დროს, ფუნქციონირების დროს ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი - სისტემას შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი საქმიანობა და საჭიროების შემთხვევაში აცნობოს ოპერატორს ან სხვა პასუხისმგებელ პირს.

„სისტემა აწყობილია და მთლიანად გამართულია, „შვაბეს“ სპეციალისტები ამზადებენ კომერციულ ნაწილს და გაყიდვების სტრატეგიას. სიახლე უახლოეს მომავალში გავა ბაზარზე", - განაცხადეს ჰოლდინგში.

466
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1148)
ქათამი

ორჯერ იაფი და ბევრხორციანი: გამოყვანილია ქათმის ახალი ჰიბრიდი

21
(განახლებულია 19:56 21.09.2020)
რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სახეობა გამოიყვანეს, რომელიც უცხოურ ანალოგებზე ორჯერ იაფი იქნება.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სამრეწველო ჰიბრიდი გამოიყვანეს, რომელიც ნაყოფიერების მხრივ მსოფლიო კონკურენტებს ჯაბნის, იუწყება მასმედია.

ამასთან, „სმენა 9“ – ასე ეწოდა ახალ ჰიბრიდს — მინიმუმ ორჯერ იაფი იქნება უცხოურ ანალოგებზე.

ჰიბრიდის (კროსის) გენოფონდი 70 სამეურნეო–სასარგებლო ნიშანს შეიცავს. ახალი ბროილერი იყენებს ნაკლებ საკვებს და იძლევა ბევრ ხორცს. ამასთან, იზრდება სწრაფად: დღე-ღამეში დაახლოებით 66 გრამს იმატებს და 5-6 კვირაში 42-გრამიანი წიწილა დაახლოებით 2,3–2,8 კგ ხდება.

სპეციალისტების თქმით, ახალი  ჰიბრიდი მეფრინველეობის ფაბრიკებისთვის მაღალ ეკონომიკურ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

„სმენა 9“-ის სახელმწიფო რეგისტრაცია 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

21
თემები:
რუსეთი დღეს
კორონავირუსის ვაქცინა

ცნობილია, ვინ არ შეიძლება აიცრას COVID-19-ზე: აკადემიკოსი განმარტავს

52
(განახლებულია 13:18 21.09.2020)
აკადემიკოსმა განმარტა, რომელი დაავადებების შემთხვევაში აქვს კორონავირუსზე ვაქცინაციას უკუჩვენება, და თავსებადია თუ არა ის გრიპის ვაქცინასთან.

თბილისი, 21 სექტემბერი ― Sputnik. კორონავირუსზე ვაქცინაციაზე შეზღუდვები შეიძლება ეხებოდეს პირველადი იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანების მცირე ჯგუფებს, აღნიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ალექსანდრ კარაულოვმა RT-სთან ინტერვიუს დროს, როდესაც განმარტავდა, ვინ არ შეიძლება აიცრას COVID-19-ზე.

პირველადი იმუნოდეფიციტი – ეს არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ვლინდება დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში (მაქსიმუმ 3 წლამდე). ახასიათებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის განსხვავებული სიმძიმით მიმდინარე ინფექციები – ფილტვების ანთება, ძვალ-სახსროვანი სისტემის ანთება, სეფსისი და ა.შ.

„აუტოიმუნურ, რევმატოლოგიურ და ონკოლოგიურ დაავადებებსაც კი ვერ ექნება უკუჩვენება“, ― ხაზი გაუსვა კარაულოვმა.

აკადემიკოსის თქმით, გრიპსა და პნევმოკოკურ ინფექციებზე ვაქცინაცია ხელს არ უშლის კორონავირუსზე აცრას და ეს უკვე ახლავე უნდა მოხდეს, ვინაიდან „უკვე ოთხი კვირის შემდეგ შესაძლებელი იქნება კორონავირუსზე აცრაც“.

კარაულოვმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო საზოგადოებაში დისკუსია მიმდინარეობს COVID-19-ის ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და სწორედ რუსული ვაქცინა Sputnik V გახდის შესაძლებელს, განისაზღვროს რისკის ჯგუფების მოსალოდნელი ვაქცინაციის საფუძვლიანი კრიტერიუმები.  

მსოფლიოში პირველი კორონავირუსული ვაქცინა Sputnik V, რომელიც გამალეის კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად, რუსეთმა აგვისტოში დაარეგისტრირა. მასობრივი ვაქცინაცია ვაქცინის წარმოების ზრდისა და პოსტრეგისტრაციული კვლევების მონაცემების დაგროვების კვალდაკვალ დაიწყება.

 

52
თემები:
რუსეთი დღეს
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში

0
თავის ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეეხო მშვიდობის, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ოთხი საფუძველი, რომელზეც დგას „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“.

გაერო თავის იუბილეს კორონავირუსის პანდემიით შექმნილი სიტუაციის ფონზე აღნიშნავს. წევრი ქვეყნების ლიდერები რიგრიგობით გამოდიოდნენ სიტყვით ვიდეომიმართვების ფორმატში, რომელთა მთავარი გზავნილი იყო მომავლის ხედვა, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში.

პრეზიდენტის თქმით, პირველი საფუძველი არის მშვიდობა.

„მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად „გაყინული“ მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეორე საფუძველია - „სიცოცხლისუნარიანი პლანეტა“.

„ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა... ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია, ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მესამე საფუძველია - „ინკლუზიური და ჯანსაღი საზოგადოება“.

„კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

და მეოთხე საფუძველი, უკიდურესი, მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, არა უკანასკნელი - „განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში“.

„მიუხედავად ინფორმაციის სანდოობის მიმართულებითა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებისა, ინტერნეტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა განათლების, კულტურისა და კრეატიული ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაერო შეიქმნა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და გაძლიერების, თანამშრომლობის განვითარების მიზნით. ის მოწოდებულია წარმოადგენდეს ერების შეთანხმებული მოქმედებების ცენტრს საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. გაეროს წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს, მისი წევრი 193 სახელმწიფოა.

0
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი