რუსეთში საცხოვრებელ სახლში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულთა შორის ბავშვია

© photo: courtesy of EMERCOM of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშიგაზის აფეთქება იაროსლავლში
გაზის აფეთქება იაროსლავლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველები მთელი ღამე ეძებდნენ დაღუპულთა ცხედრებს. ბუნებრივი აირის აფეთქება იაროსლავლში საცხოვრებელ სახლში მოხდა

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. იაროსლავლში მრავალსართულიან სახლში გაზის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, წერს РИА Новости რეგიონის მთავრობაზე დაყრდნობით.

აფეთქება პარასკევს 10-სართულიან საცხოვრებელ სახლში მოხდა. მესამედან მეხუთე სართულამდე ჩამოინგრა კონსტრუქციების ნაწილი, განუცხადა სააგენტოს რეგიონის საგანგებო სამსახურების წარმომადგენელმა.

სავაჭრო ცენტრი City Mall საბურთალოზე - Sputnik საქართველო
აფეთქებას გადაურჩა: რა მოხდა სავაჭრო ცენტრ City Mall-ში

ნანგრევების ქვეშ იპოვეს ორი ქალისა და რვა წლის ბავშვის ცხედრები.

დაშავდა ოთხი ადამიანი. აქედან სამი ჰოსპიტალიზებულია საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში.

დაზიანდა 12 ბინა, აქედან მთლიანად დაინგრა ექვსი.

ამ დროისათვის სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. სადარბაზოში მცხოვრები სხვა ადამიანები არ დაშავებულან.

 

ყველა ახალი ამბავი
0