თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. მოსკოვში 11 აგვისტოს გაიმართა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიმაკოვის ონლაინ-ლექცია. მან ისაუბრა სააგენტოს ახალ პრიორიტეტებზე, ზოგიერთი მიმართულება მან განიხილა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან.
ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ენისადმი ინტერესი იზრდება.
„ჩვენს ოთხთვიან სერტიფიცირებულ კურსებზე რუსული ენის შესწავლის მსურველი იმდენია, რომ კონკურსის მოწყობა გვიწევს. ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოებაა საჭირო“, - განაცხადა მან.
ამაზე საპასუხოდ ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, რომ დღეს „როსსოტრუდნიჩესტვო“ წარმატებით მუშაობს გრიბოედოვის თეატრთან და აღნიშნული პროექტის მთავარი დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ის სრულიად აპოლიტიკურია.
„საქართველოს შემთხვევაში ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ჩვენი მუშაობა აღიქვან როგორც პოლიტიკური ექსპანსია, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მსგავს ბრალდებებს წაგვიყენებენ. ჩვენი მუშაობა ნეიტრალურ ჰუმანიტარულ საფუძველზე წარიმართება“, - განაცხადა ევგენი პრიმაკოვმა.© photo: Sputnik / Алексей Даничев
საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად პრიმაკოვმა დაასახელა პროგრამა „ახალი თაობა“, რომლის ფარგლებში ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის მონახულება შეუძლია. სხვა მნიშვნელოვან მიმართულებად პრიმაკოვმა ქართველი სტუდენტებისთვის კვოტები დაასახელა.
„ვისურვებდით, რომ მეტი კვოტა იყოს, - აღნიშნა მან. - ამასთან უნდა გვესმოდეს, რომ ქართველ ახალგაზრდებს აქვთ ალტერნატივა - ევროპული უმაღლესები, თანაც ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ“.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და ზოგიერთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის შემთხვევაში კვოტების ნაწილი სტიპენდიების ფორმით გამოიყოს, დასასრულს აღნიშნა პრიმაკოვმა. ქართველი სტუდენტების მხარდაჭერა სტიპენდიების ფორმატში შესაძლებელს გახდის დაიფაროს სავიზო და სამგზავრო ხარჯები, ასევე ძირითად საცხოვრებელ პირობები.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: რისთვის არის ეს ყველაფერი? სტუდენტმა ძლივს მოაგროვა თანხა ბილეთისთვის, ჩავიდა რუსეთში, ნახევარი წლის შემდეგ კი მას „ტაქსაობის“ დაწყება მოუწია“, - განაცხადა პრიმაკოვმა.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. კემეროვოს ოლქის ლენინსკ–კუზნეცკის რაიონში მდებარე ტიხოვის სახელობის შახტში სამთო მასის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости რეგიონის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.
შემთხვევის დროს ტერიტორიაზე 44 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ 41–ის ამოყვანა მოხერხდა.
„ამ დროისთვის ორი მაღაროელის ცხედარია ნაპოვნი, კიდევ ერთი მაღაროელის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია“, – განაცხადეს უწყების პრეს–სამსახურში.
მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა მესამე მაღაროელის ცხედარიც იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
შახტაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებულია.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ უკეთეს შედეგებს აჩვენებს, ვიდრე ერთვექტორიანი პრეპარატები, განაცხადა მეცნიერთა საექსპერტო საბჭოს წარმომადგენელმა კარლოს სალამ.
„ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებდა ადენოვირუსების სხვადასხვა ვექტორების გამოყენების სტრატეგია [ამ მეთოდის] დიდი ეფექტურობის ჰიპოთეზის გამო. და ეს წარმოჩინდა: იმავე პლატფორმაზე დამზადებულ ვაქცინებთან შედარებისას უკეთეს შედეგებს ვხედავთ“, — ციტირებს РИА Новости სალას სიტყვებს.
ექსპერტმა ამას ინოვაციური შედეგი უწოდა.
ვაქცინა „სპუტნიკ V“, რომელიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების საფუძველზეა დამზადებული, გასული წლის აგვისტოში დარეგისტრირდა რუსეთში, რითაც ის COVID-19–ის პროფილაქტიკის პირველი ვაქცინა გახდა მსოფლიოში. ვაქცინა გამალეის ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით. პრეპარატი ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს სამკვირიანი შუალედით.
მეორე რუსული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ — ეს ნოვოსიბირსკის ცენტრ „ვექტორში“ შექმნილი „ეპივაკკორონაა“.
გარდა ამისა, ამ დროისათვის კლინიკური გამოცდების ეტაპზეა ჩუმაკოვის ცენტრში შექმნილი „ცოცხალი“ ვაქცინაც. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო დოკუმენტები მისი რეგისტრაციისათვის.
რუსკა მაყაშვილის თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ მათი ფავორიტი მსახიობი ორსულად არის. ამ სიახლის შესახებ „ფოლოუერებს“, რამდენიმე თვის წინ, რუსკამ თავად შეატყობინა, თუმცა არ უთქვამს გოგონას ელოდება თუ ვაჟს.
რუსკა მაყაშვილს და მის მეუღლეს, მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს, ერთი შვილი უკვე ჰყავთ. პატარა ილია ნიჟარაძე უსაყვარლესი ბიჭუნაა. რუსკა მაყაშვილი „რუსთავი 2“ -ის დილის ეთერში მისი დის ნინუცა მაყაშვილის, რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ნინუცამ მომავალი დისშვილის სქესი გაამხილა.
View this post on Instagram
„გაგვიმართლა და მეორე არის გოგო“, - აღნიშნა ნინუცამ, რაზეც რუსკას არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. ტელეწამყვანი მალევე მიხვდა, რომ საიდუმლო გაამხილა. „შემდეგი ჩართვა ჩემი გასვენება იქნება, მომკლავს“- განაცხადა ნინუცამ და სავარაუდოდ, ამ კადრებს ამოჭრიდნენ, თუმცა გადაცემა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
View this post on Instagram
ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ.
View this post on Instagram
წყვილი მშობლები პირველად 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია ახლა 3 წლისაა. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. ნოემბერში რუსკამ „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ამცნო, რომ მეორე შვილს ელოდება. მსახიობმა უამრავი მილოცვა მიიღო.