ინტერნეტ-მომხმარებელმა არჩევანი გააკეთა: ცნობილია სტენინის კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი

© photo: Yuriy Smityuk / Stenincontestიური სმიტიუკის ფოტონამუშევარი
იური სმიტიუკის ფოტონამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი, მათი ნამუშევრები კონკურსის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდება და ასევე სპეციალურ გამოფენაზე გავა.

თბილისი, 4 აგვისტო ― Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო ფოტოკონკურსის საუკეთესო ნამუშევრად ინტერნეტ-მომხმარებელმა პრიმორიელი ჟურნალისტის იური სმიტიუკის ფოტო „ვრანგელის კუნძული“ დაასახელა. მასზე ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომელი და ინსპექტორი პაველ კულემეევია აღბეჭდილი „ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში“.   

ვრანგელის კუნძული რუსული არქტიკის ყველაზე ჩრდილოეთი ნაკრძალი კუნძულია. ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე კუნძულს პრაქტიკულად შუაზე ჰყოფს, რის გამოც ის ჩვენი პლანეტის დასავლეთ ნახევარსფეროშიც მდებარეობს და აღმოსავლეთ ნახევარსფეროშიც.

ანდრეი სტენინი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ პეჩორაში - Sputnik საქართველო
ადამიანი ფოტოაპარატით. ანდრეი სტენინის ხსოვნას

„ვრანგელის კუნძულზე“ სტუმრობა შეზღუდულია, თუმცა არსებობს ათამდე ტურისტული მარშრუტი ზაფხულობითა და შემოდგომით. ტურისტები იქ მხოლოდ რეინჯერების თანხლებით დაიშვებიან, რომლებიც არა მარტო ადამიანების, არამედ კუნძულის ბინადარი ცხოველების უსაფრთხოებაზეც ზრუნავენ.

სექტემბერში ანდრეი სტენინი სახელობის კონკურსი გამარჯვებულებს საიტ stenincontest.ru / stenincontest.com-ზე გამოაცხადებს. მაშინვე გაიხსნება მოსკოვში ლაურეატების გამოფენაც. გარდა ამისა, კონკურსის ორგანიზატორები ტრადიციული როუდ-შოუს მოწყობასაც გეგმავენ მსოფლიოს ქალაქებში წლის ბოლომდე.   

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი ― 18-დან 33 წლამდე ფოტორეპორტიორების ყოველწლიური კონკურსია. 2020 წელს კონკურსმა ხუთი ათასზე მეტ ნამუშევარს მოუყარა თავი 75 ქვეყნიდან. კონკურსის დაწყებიდან დღემდე გამარჯვებულების ნამუშევრები გამოფენილი იყო მოსკოვში, კეიპტაუნში, ბუდაპეშტში, მადრიდში, ნიუ-დელიში, მილანში, ნიუ-იორკში, ბუენოს-აირესსა და მსოფლიოს სხვა ქალქებში.

განაცხადების მიღება ყოველ წელს 22 დეკემბერს იწყება ― Россия сегодня-ს ფოტოკორესპონდენტ ანდრეი სტენინის დაბადების დღეზე, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.  

© photo: Sputnik / Damir Bulatovანდრეი სტენინი
ინტერნეტ-მომხმარებელმა არჩევანი გააკეთა: ცნობილია სტენინის კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ანდრეი სტენინი

2020 წელს კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, საინფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RTShanghai United Media Group (SUMG), გაზეთების — China Daily და The Paper-ის, ასევე მედიაქსელ Al Mayadeen-ის ინტერნეტ-პორტალები, საინფორმაციო სააგენტო Prensa Latina, საინფორმაციო სააგენტო News1, ინტერნეტ-პორტალი DBW, ახალი ამბების პორტალი Brasil247.

დარგობრივი პარტნიორების სტატუსში კონკურსს მხარს უჭერენ: ჟურნალი National Geographic რუსეთი, პორტალები Russian Photo და Photo-study.ru, ფოტოსკოლა Академия фотографии, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists-ი, ჟურნალი Fotoargenta, ფოტოჟურნალისტიკის კლუბი „ნიუ დელი“, ჟურნალები Enfoque Visual და LF Magazine, საერთაშორისო პარტნიორია ფაესტივალი PhotON.

ყველა ახალი ამბავი
0