მზადდებოდა შეტევა სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებზე: რუსეთში ტერორისტები დააკავეს

© photo: courtesy of Federal Security Service / გადასვლა მედიაბანკშიტერორისტის დაკავება
ტერორისტის დაკავება  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ თვეში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ ბოლო 10 წელიწადში ქვეყანაში 160 ტერაქტი აღიკვეთა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა როსტოვის ოლქში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ უჯრედი გამოავლინა, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

უსაფრთხოების ფედერალური სამსახური - Sputnik საქართველო
რუსეთში ტერაქტი აღკვეთეს: ვრცელდება სპეცოპერაციის ვიდეოკადრები

გავრცელებული ინფორმაციით, უჯრედის შემადგენლობაში „რუსეთისა და ერთ-ერთი შუააზიური ქვეყნის“ ექვსი მოქალაქე შედიოდა.

„ისინი ამზადებდნენ თავდასხმებს პოლიციის თანამშრომლებზე და ასევე გეგმავდნენ ტერორისტულ აქტებს სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში“, — ნათქვამია ინფორმაციაში.

ირკვევა, რომ ჯგუფის მეთაურმა დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია სპეცსამსახურის წარმომადგენლებს. გარდა იმისა, რომ ცეცხლი გახსნა „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატიდან, მან ასევე ააფეთქა თვითნაკეთი მოწყობილობა, რის შედეგადაც თავად სასიკვდილოდ დაშავდა. ჯგუფის დანარჩენი ხუთი წევრი დაკავებულია. ძალოვნებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის არავინ დაშავებულა.

არსებული ცნობით, დაკავებულებს აღმოუჩინეს ავტომატები, საბრძოლო მასალები, კიდევ ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნარკოტიკები.

ივნისში უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ბოლო 10 წელიწადში რუსეთში დაახლოებით 160 ტერაქტი აღიკვეთა, აქედან 43 — გასულ წელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0