თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. კოსმეტოლოგიურმა კლინიკა „ტესლამ“, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, ზოდიაქოს ნიშან მორიელებს 12 ივლისამდე ცენტრში სტუმრობა აუკრძალა იმის გამო, რომ ამ პერიოდში რეტროგრადული მერკური კიბოს ნიშანში მდებარეობს, იუწყება Readovka.
— dada (@dadababako1966) July 3, 2020
ირკვევა, რომ კლინიკის ხელმძღვანელობის აზრით, ამ პერიოდში „მორიელები“ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან.
„იყო რამდენიმე პრეცედენტი, როცა ადამიანები ბობოქრობდნენ. გავიგეთ მათი ჰოროსკოპი. მორჩა! ჩვენ სასწრაფო დახმარება არ ვართ, რომ უარი ვერ ვთქვათ პაციენტის მიღებაზე ასტროლოგიური მოსაზრებებით“, — აცხადებს კლინიკის პერსონალი, რომელსაც სამედიცინო ლიცენზია აქვს.
გარდა მორიელებისა, კლინიკაში ასტროლოგიური დისკრიმინაციის ქვეშ მოყვნენ თხის რქები, ქალწულები და კუროები. თუმცა კლინიკა მაინც დაუშვებს გამონაკლისს ამ ნიშნებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამატებით 20 ათას რუბლს გადაიხდიან „პერსონალისთვის კონიაკის, ხოლო კლიენტებისთვის ვალერიანის წვეთების შესაძენად“.
კლინიკა პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც „რეტროგრადული მერკური კიბოს ნიშნიდან გავა“, ცენტრის პერსონალი მორიელებს, თხის რქებს, ქალწულებსა და კუროებს კვლავ უპრობლემოდ მოემსახურება.