ვაქცინაცია

რუსეთში ვაქცინის გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს

288
(განახლებულია 15:10 03.07.2020)
ვაქცინის ტესტირებაში ორი ჯგუფი მონაწილეობს, რომლის წევრებიც პრეპარატის პირველი კომპონენტის შეყვანის შემდეგ თავს კარგად გრძნობენ.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მოხალისეები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობენ, თავს კარგად გრძნობენ, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რომელიც თავად მონაწილეობდა აღნიშნული ვაქცინის შექმნაში.

თავდაცვის უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, საცდელი პირების ჯგუფში, რომლებმაც ვაქცინის ორიდან ერთი კომპონენტი 18 ივნისს მიიღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობას არავინ უჩივის, სერიოზული არასასურველი მოვლენები არ დარეგისტრირებულა.

მეორე ჯგუფის წევრების მდგომარეობა, რომლებმაც ვაქცინის პირველი კომპონენტი 23 ივნისს მიიღეს და რომლებსაც მეორე კომპონენტი 21 დღის შემდეგ უნდა გაუკეთდეთ, ასევე ნორმალურად გრძნობენ თავს, გართულებები და გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა.

ვაქცინის ტესტირება, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითმა ცენტრმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად შექმნა, ორი კვირის წინ დაიწყო. ტესტის დასრულება ივლისის ბოლომდე იგეგმება.

 

288
თემები:
რუსეთი დღეს (552)
ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო

პუტინმა და ლუკაშენკომ მინსკში რუსეთის მოქალაქეების დაკავების საკითხზე იმსჯელეს

48
(განახლებულია 17:02 07.08.2020)
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსეთ–ბელარუსის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik.  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრისას ბელარუსის ტერიტორიაზე  33 რუსი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით აზრები გაცვალეს, ნათქვამია ლრემლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 „მოხდა აზრთა გაცვლა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის 33 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. გამოითქვა იმედი, რომ შექმნილი ვითარება ორი ქვეყნისთვის დამახასიათებელი თანამშრომლობის შედეგად დარეგულირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საუბრის დროს აღნიშნა, რომ რუსული მხარე დაინტერესებულია ბელარუსში შიდაპოლიტიკური ვითრების სტაბილურობით და დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებით, აღნიშნულია კრემლის საიტზე. 

ბელარუსის ხელისუფლებამ  29 ივლისს რუსეთის 33 მოქალაქის დაკავების შესახებ  გაავრცელა ინფორმაცია,  რომლის თანახმად, დაკავებულები კერძო სამხედრო კომპანიის „ბოევიკები“ არიან. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან რესპუბლიკაში მასობრივი არეულობის მომზადებაში. ამასთან, სპეცსამსახურების ცნობით, ადრე მათ ჰქონდათ ინფორმაცია   „საარჩევნო კამპანიის პერიოდში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით 200–ზე მეტი ბოევიკის“ ქვეყანაში ჩასვლის შესახებ. 

დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტერაქტების მომზადების მუხლით, რაც ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ბელარუსში დაკავებული პირები კერძო დაცვის ორგანიზაციის წევრები არიან, იმყოფებოდნენ ტრანზიტით და რეისზე დააგვიანდათ. პესკოვის თქმით, დაკავებულებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩუდენიათ, რუსეთი კი არ ჩარეულა და არ ერევა ბელარუსის ქვეყნის შიდა საქმეებში. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსეთის უსაფრთხოების საბჭო, პესკოვის მტკიცებით, იმედს გამოთქვამენ, რომ სიტუაცია დროულად გაირკვევა და დაკავებულებს გაათავისუფლებენ.

48
თემები:
რუსეთი დღეს (552)
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

რუსეთის საელჩომ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაზე

39
(განახლებულია 16:52 06.08.2020)
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლისთვის 138 მლნ დოლარი მოითხოვა „რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლისთვის“.

თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება „რუსული პროპაგანდის“ შესახებ მოწოდებულია იმისკენ, რომ „ჩაახშოს“ მოსკოვის წინადადება აშშ-თან თანამშრომლობის აღდგენის თაობაზე, იუწყება РИА Новости ვაშინგტონში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით. 

მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებულმა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრმა გამოაქვეყნა მოხსენება „რუსეთის დეზინფორმაციის დედაბოძებზე“, რომელშიც „რუსული პროპაგანდის“ კონცეფციაა სისტემატიზებული. ამ განსაზღვრების ადრესატები აღმოჩნდა რამდენიმე რუსული მედიასაშუალება. დეზინფორმაციის მაგალითებად მოხსენებაში მოყვანილია РИА Новости-ს, RT-ს, Первый канал-ის, Sputnik-ის, Россия 24-ისა და სხვა გამოცემების სათაურები.

დიპლომატიურ მისიაში რუსულ და უცხოურ მედიასაშუალებებს, რომლებიც „აშშ-ის კრიტიკას ბედავენ“, ურჩიეს, მხედველობაში იქონიონ, რომ ისინი „დიდი ალბათობით გახდებიან საგულდაგულო შესწავლის ობიექტები“, ხოლო მათი რესურსები ამერიკულ სოციალურ ქსელებში შეიძლება დაიბლოკოს კიდეც მიზეზების ყოველგვარი განმარტების გარეშე.

საელჩოში განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს „უკიდურესად არ მოსწონს ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების არსებობა და მათი დისკრედიტაციისთვის სერიოზული რესურსებია ამოქმედებული“.

„ნებისმიერი ხმა, რომელიც ეწინააღმდეგება ვაშინგტონს, რუსული სპეცსამსახურებისა და კრემლის სამსახურში მყოფ დეზინფორმაციად ცხადდება“, — წერენ დიპლომატები „ფეისბუქზე“.

საელჩოში ის აბსურდული მტკიცებულებები დაასახელეს, რომლებიც მოხსენებაშია მოყვანილი. მაგალითად, ოფიციალურ სამთავრობო კომუნიკაციებში აშშ-ის საგარეო უწყება მოიაზრებს რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმირ ჟირინოვსკის და კერძო რადიოსადგურს Говорит Москва.

„თუ ეს მთელი იმ კონსტრუქციის მწვერვალია, რომელსაც ამერიკელი კოლეგები ესოდენ საგულდაგულოდ აგებდნენ, მაშინ ის უფრო მეტად კარტებით აგებულ სახლს ჰგავს“, — განაცხადეს საელჩოში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლისთვის 138 მლნ დოლარი მოითხოვა „რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლისთვის“.  

მანამდე კრემლმაც და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც არაერთხელ უარყვეს დეზინფორმაციაში ბრალდება.

აშშ-ში არსებობს უცხოეთში სამაუწყებლო სახელმწიფო სააგენტო — „ამერიკის ხმისა“ და „თავისუფლების/თავისუფალი ევროპის“ დედასტრუქტურა, რომლებიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, უცხოურ აგენტთა სიაში შეიყვანა. ორგანიზაციას, რომელიც 1994 წლიდან „მაუწყებლობის საკითხებზე მმართველთა საბჭოდ“ (BBG) იწოდებოდა, სახელი 2018 წელს გადაერქვა და ეწოდა „გლობალური მედიასაშუალებების აშშ-ის სააგენტო (USAGM). ის მთლიანად აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2017 წელს სააგენტოს ხარჯებმა 748 მლნ დოლარი შეადგინა.

39
თემები:
რუსეთი დღეს (552)
მოწყენილი ბავშვი მარტო გზაზე

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია ბავშვებში: სახელდება ფარული ნიშნები

0
(განახლებულია 15:54 07.08.2020)
ბევრი ბავშვი უჩივის ხოლმე მუცლის ტკივილს მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, როცა მათი შფოთვისა და სტრესის დონე ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს. ზოგი მშობელი შეიძლება დიდად არც რეაგირებდეს ამაზე და წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ რეალურად ეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. სიეტლის ბავშვთა საავადმყოფოს (Seattle Children's) ექიმი ნიკოლ სავანგპონტ პატამანუჩი მშობლებს შფოთვითა და სტრესით გამოწვეული მუცლის ტკივილის შესახებ ესაუბრება და უმნიშვნელოვანეს სიმპტომებზე ამახვილებინებს ყურადღებას.

თურმე ბევრი მშობელი ვერც ხვდება, რომ სწორედ შფოთვა (რაც მუცლის ტკივილს იწვევს) ხდება დეპრესიის მიზეზი ბავშვებში, რაც, თავის მხრივ, შემდგომში ფსიქიკური დარღვევების საფუძველი ხდება.

 

0
თემები:
მშობლები და შვილები