სტენინის სახელობის კონკურსმა ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო

© photo : Abdul Momin, Stenincontestბანგლადეშელი აბდულ მომინის ნამუშევარი „თევზაობა ჯამუნზე“
ბანგლადეშელი აბდულ მომინის ნამუშევარი „თევზაობა ჯამუნზე“   - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებულის სახელი აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდება, ხოლო ინტერნეტში ყველაზე პოპულარული ფოტოს ავტორს კონკურსის დიპლომი გადაეცემა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში შესული ნამუშევრებიდან საუკეთესოს გამოვლენა ტრადიციულად ინტერნეტ-მომხმარებლებსაც შეუძლიათ — მათთვის ონლაინ ხმის მიცემა ამოქმედდა კონკურსის საიტის რუსულ (https://stenincontest.ru/winners2020/) და ინგლისურ (https://stenincontest.com/winners2020/) ვერსიებზე.

ონლაინ ხმის მიცემაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გქონდეთ აკაუნტი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში: ВКонтакте-ში, Facebook-ზე, Twitter-სა თუ ჩინურ სერვის Weibo-ზე. ხმის მიცემა 31 ივლისის 23:59 საათამდე (მოსკოვის დროით) გაგრძელდება.

სტენინის სახელობის ფოტოკონკურსის გამარჯვებულების გამოფენა ბერლინში - Sputnik საქართველო
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოკონკურსმა 2020 წლის ჟიურის შემადგენლობა გამოაცხადა

გამარჯვებულის სახელი აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდება, ხოლო ინტერნეტში ყველაზე პოპულარული ფოტოს ავტორს კონკურსის დიპლომი გადაეცემა.

ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის კურატორის, Россия сегодня-ს ვიზუალური პროექტების სამსახურის ხელმძღვანელის ოქსანა ოლეინიკის თქმით, ონლაინ ხმის მიცემა ინტერნეტ-აუდიტორიას აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს საერთაშორისო ჟიურის ექსპერტულ მოსაზრებებს და თავისი ფავორიტი აირჩიოს.

„დღეს, როდესაც სურათის გადაღება ყველას შეუძლია მობილური ტელეფონის კამერის ღილაკზე თითის დაჭერით, ფოტოებზე ბევრი ლაპარაკობს და მსჯელობს, თანაც ხშირად საქმის ცოდნითა და კარგი გემოვნების გამოვლენით. ჩვენი კონკურსი ირჩევს ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი არსებობს თანამედროვე ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტიკაში. და ჩვენ წარმოუდგენლად გვაინტერესებს, როგორ აფასებს კონკურსის არჩევანს მაყურებელი, რომლისთვისაც იქმნება კიდეც ფოტოები. პროფესიონალი ჟიურის არჩევანმა შორტ-ლისტი შეადგინა. გარდა ამისა, ჟიურიმ განსაზღვრა საპრიზო ადგილებიც, რასაც სექტემბერში დავასახელებთ. რომელი ნამუშევარი იქნება ყველაზე გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი ინტერნეტ-აუდიტორიისთვის, ამას ონლაინ ხმის მიცემა გვაჩვენებს. ყველა ფოტომოყვარულს ვიწვევთ ხმის მიცემაში მონაწილეობის მისაღებად და მოუთმენლად ველოდებით მის შედეგებს“, — აღნიშნა ოლეინიკმა.

სექტემბერში ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსი გამარჯვებულებს გამოაცხადებს საიტებზე — stenincontest.ru და stenincontest.com. მაშინ გაიხსნება მისი ლაურეატების გამოფენაც მოსკოვში.

კონკურსის გეგმაშია ტრადიციული როუდ-შოუს მოწყობა კონკურსის გამარჯვებულებისთვის მსოფლიოს ქალაქებში.

ანდრეი სტენინი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ პეჩორაში - Sputnik საქართველო
ადამიანი ფოტოაპარატით. ანდრეი სტენინის ხსოვნას

კონკურსის შესახებ: ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" ორგანიზებით იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენ ყურადღებას მიაქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

2020 წელს კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო და ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, საინფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, Shanghai United Media Group (SUMG), გაზეთების — China Daily და The Paper-ის, ასევე მედიაქსელ Al Mayadeen-ის ინტერნეტ-პორტალები, საინფორმაციო სააგენტო Prensa Latina, საინფორმაციო სააგენტო News1, ინტერნეტ-პორტალი DBW, ახალი ამბების პორტალი Brasil247.

დარგობრივი პარტნიორების სტატუსში კონკურსს მხარს უჭერენ: ჟურნალი National Geographic რუსეთი, პორტალები Russian Photo და Photo-study.ru, ფოტოსკოლა Академия фотографии, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists-ი, ჟურნალი Fotoargenta, ფოტოჟურნალისტიკის კლუბი „ნიუ დელი“, ჟურნალები Enfoque Visual და LF Magazine, საერთაშორისო პარტნიორია ფაესტივალი PhotON.

 

ყველა ახალი ამბავი
0